გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

14/05/2026
რუბრიკა დაავადებები, მკურნალობის მეთოდები, ონკოუროლოგია, პროსტატის კიბო, პროსტატის კიბო - დაავადებები, სიახლეები
პროსტატის კიბო რა არის
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და მამრობითი სქესის ონკოლოგიური პათოლოგიების სიაში პირველ-მეორე ადგილს იკავებს. ევროპაში ყველაზე მაღალი სიხშირე შვედეთსა და ნორვეგიაში ფიქსირდება – ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია. ეს შემთხვევითი კავშირი არ არის, რადგან სწორედ ასაკია დაავადების  ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორი.

საქართველოს კონტექსტშიც სიტუაცია შეიცვალა. ბოლო წლებში 40-50 წლის მამაკაცებში შემთხვევები შესამჩნევად გამრავლდა, რაც ადრე ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლებად იყო დამახასიათებელი. ამის ერთ-ერთი ახსნა დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაა – რადგან მეტი ადამიანი მიდის გამოკვლევაზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც გაიზარდა. 

დაავადების სერიოზულობა ერთ მთავარი გარემოებითაა გამოწვეული – პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. კვლევებმა დაადასტურა, რომ 50-59 წლის მამაკაცების 20%-ზე მეტს, ვინც სხვა მიზეზით გარდაიცვალა, გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებისას პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, ანუ ადამიანები ამ დაავადებით ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ არის პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი უმნიშვნელოვანესი. 

პროსტატის კიბოს ნიშნები და რისკ-ფაქტორები

პროსტატის კიბოს ნიშნები, როგორც წესი, მაშინ ვლინდება, როდესაც სიმსივნე გარკვეულ ზომას მიაღწევს. ამ ეტაპზე შეიძლება, გამოჩნდეს ხშირი ან გაძნელებული შარდვა, სისხლი შარდში ან სათესლე სითხეში, ტკივილი მენჯისა და ზურგის მიდამოში. პროსტატის ლოკალიზებული კიბოს დროს,  სანამ სიმსივნე ჯირკვლის ფარგლებს არ სცდება, ეს სიმპტომები შეიძლება, სრულიად არ იყოს. ხშირად პრობლემა შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევისას ვლინდება. 

პროსტატის კიბოს მეორე სტადიაზე სიმსივნე ჯერ კიდევ პროსტატაშია, მაგრამ უფრო გამოხატულია. პროსტატის კიბოს მესამე სტადიაზე ის უკვე სცდება ჯირკვლის კაფსულას. მეოთხე სტადიაზე, სადაც ვითარდება მეტასტაზები, პროსტატის კიბოს სიმპტომები ბევრად უფრო გამოხატულია, ხოლო მკურნალობის ვარიანტები კი – შეზღუდული. პროსტატის კიბოს ბოლო სტადია ყველაზე რთული სამართავია, ამიტომ ადრეული გამოვლენა, ფაქტობრივად, ყველაფერს განსაზღვრავს.

რისკ-ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი, ოჯახური ანამნეზი და გენეტიკური მახასიათებლები. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ მამას ან ძმას ჰქონდა პროსტატის კიბო, განვითარების ალბათობა 30%-ით იზრდება. 

სკრინინგი – ადრეული გამოვლენის ერთადერთი გზა

2023 წელს განახლებული AUA (ამერიკის ურო­ლო­გი­ური ასო­ცი­ა­ციის) გაიდლაინების მიხედვით, საშუალო რისკის მქონე მამაკაცებში PSA ტესტირება 45-50 წლიდან იწყება, ყოველ 2-4 წელში ერთხელ. PSA, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენი, სისხლში გაზომვადი ცილაა, რომლის მომატებაც შეიძლება, სიმსივნეზე მიუთითებდეს. მნიშვნელოვანია, რომ PSA პროსტატის ანთებისა და გადიდების დროსაც იმატებს, ამიტომ მხოლოდ ამ ტესტის საფუძველზე დასკვნის გამოტანა არასწორია. ის პირველი სასიგნალო ნაბიჯია, რომელსაც სხვა კვლევები მოსდევს.

მაღალი რისკის ჯგუფი BRCA მუტაციის მქონე პირები არიან, ასევე ის, ვისაც ოჯახში პროსტატის კიბოს შემთხვევა ჰქონდა 40-45 წლიდანვე ექვემდებარება გამოკვლევას. ამ ჯგუფში დაავადება უფრო ადრე და ხშირად უფრო აგრესიულად ვითარდება.

დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი სადიაგნოსტიკო სერვისებს შორის გამოირჩევა პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევით – ეს მეთოდი ჩვეულებრივ ექოსკოპიასთან შედარებით, გაცილებით მაღალი სიზუსტისაა და სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შანსს ზრდის. რეგიონში ეს ტექნოლოგია სხვა ცენტრში არ არის ხელმიქსაწვდომი. თბილისის გარდა, წამყვანი უროლოგები ბათუმსა და ქუთაისშიც გაგიწევენ კონსულტაციას. 

ამასთან, პროსტატის კიბოს სკრინინგი ცენტრში მოიცავს MRT-ს და Fusion ბიოფსიას. ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი კიბოს გამოტოვების რისკს და, ამავე დროს, ზედმეტი ჩარევის ალბათობასაც ამცირებს.

პროსტატის ბიოფსია, მიკროექოსკოპული კონტროლით, პროსტატის კიბოზე საეჭვო უბნებს ეფექტურად ავლენს და ქსოვილს საჭირო უბნებიდან 100% დამიზნებით იღებს. მისი ეფექტურობა არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული და  მხოლოდ აქ არ მთავრდება. პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შერწყმა (FUSION) პროსტატის მიკროექოსკოპიის ცოცხალ გამოსახულებასთანაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, ეფექტურობა თითქმის 100%-ია. ეს მეთოდი წარმოადგენს პროსტატის ბიოფსიის უმაღლეს მიღწევას, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ახალი სიტყვაა. 

მკურნალობის მეთოდები

პროსტატის დაავადებების ინოვაციური მკურნალობა ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის. ის სიმსივნის სტადიაზე, ზოგად ჯანმრთელობასა და პაციენტის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურად, სრული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება.

ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი, ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში, ცენტრი პაციენტს სთავაზობს Focal One-ს, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის მეთოდს. ულტრაბგერის კონცენტრირებული ნაკადი ანადგურებს სიმსივნეს, ჯანმრთელ ქსოვილს კი არ ეხება. პაციენტი ამბულატორულ რეჟიმში გადის პროცედურას, შესაბამისად, ჩვეულ, ყოველდღიურ რეჟიმს სწრაფად და მარტივად უბრუნდება. პროსტატის შენარჩუნებით ნორმალური სქესობრივი და შარდვის ფუნქცია ნარჩუნდება – ეს ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია პაციენტისთვის, რომელიც ცხოვრების ხარისხს ანიჭებს პრიორიტეტს.

განვითარებული, მაგრამ ჯერ კიდევ ადგილობრივი სიმსივნის შემთხვევაში, რობოტული ქირურგია, კერძოდ, რადიკალური პროსტატექტომია, ოქროს სტანდარტად ითვლება. ჩარევისას ჭრილობები მინიმალურია, სისხლდენა – მცირე, გამოჯანმრთელება კი გაცილებით სწრაფი, ვიდრე ღია ოპერაციის შემდეგ. 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება ამ მეთოდის უპირატესობას ადასტურებს.

პროსტატის კიბოს სტადიის ზუსტი განსაზღვრა გადამწყვეტია. მე-3 და მე-4 სტადიაზე, ხშირად კომბინირებული მიდგომა ინიშნება. სკანირება, რომელიც ევროპის წამყვან ცენტრებში სტანდარტად დამკვიდრდა, მცირე, ადრე შეუმჩნეველ მეტასტაზებსაც ავლენს. ეს პერსონალიზებული სამკურნალო გეგმის შედგენის საფუძველს ქმნის, რომელსაც ძლიერი უროლოგი უძღვება. 

 

პროსტატის კიბოს მკურნალობა

რატომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ცენტრი 2 წელზე მეტია რობოტული ქირურგიის სტანდარტებით მუშაობს. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის გუნდი, დასავლური განათლებითა და კლინიკური პრაქტიკით, პაციენტებისთვის უროლოგიური ცენტრია, რომელიც სერვისების სრულ სპექტრს ერთ სივრცეში სთავაზობს – სადიაგნოსტიკო კვლევიდან პოსტოპერაციულ მეთვალყურეობამდე. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სერვისი ერთ ადგილზეა კონცენტრირებული.

ცენტრის სერვისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია ხელმისაწვდომი.  შარდის ბუშტის კიბოსა და სხვა ონკოურო­ლო­გი­ური პა­თო­ლო­გი­ე­ბის მსგავსად, პრო­სტა­ტის კიბოს სამ­კუ­რნა­ლოდ ცენ­ტ­რი ეყ­რ­დ­ნო­ბა გვი­ანი 2010-იანებიდან კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და­ს­ტუ­რ­ბუ­ლ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რუ­რ­გი­ის სტა­ნ­და­რ­ტ­ებს.

პრევენცია და პრაქტიკული ნაბიჯები

50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის PSA ტესტი ყოველ 2-4 წელში ერთხელ ხელმისაწვდომი და მარტივი ნაბიჯია. 40-45 წლის, მაღალი რისკის ჯგუფისთვის, ეს ვადა გაცილებით ადრე დგება. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი სიმსივნე კი, პრაქტიკის მიხედვით, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მკურნალობის პროცესს ამარტივებს. მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ ლოკალიზებული პროსტატის კიბო სათანადო მკურნალობის შემდეგ გადარჩენის მაჩვენებელს 99%-ით უახლოვდება.

სრული ინფორმაციისა და ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს შეგიძლიათ, მიმართოთ. 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

თირკმლების ქრონიკული დაავადება (გაიდლაინი)

შემდეგი სტატია

ენურეზი ბავშვებში

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე
სიახლეები

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები
რობოტული ქირურგიის ცენტრი

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები

პროფესორი მარკუს გრაფენი საქართველოსა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
სიახლეები

პროფესორი მარკუს გრაფენი საქართველოსა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გამოხმაურება 147

  1. Ineza says:
    5 წელი წინ

    Ineza var batumidan sad mdebaraobs egklinika misamarts tumetyvit an damirekavt 555 600 695

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით. ბათუმის ფილიალი მდებარეობს რუსთაველის 35 ნომერში

      პასუხი
  2. ანონიმური says:
    5 წელი წინ

    მაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე გასულია მეტასტაზი რამდენიმე ადგილზე ჩავიტარე მკუნალობაჯერ კასოდექსითა და ზოლადექსით შემდეგ სხივური თერაპია პისია-ი17დან 0,004 ზე-ა ახლა ქიმიოთერაპია დამიწყეს მაწუხებს ფეხი რას მირჩევთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით. დაგვიტოვეთ საკონტაქტო და დაგიკაშირდებით. 0322 23 40 23.

      პასუხი
  3. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    69წლისაა მამაჩემი დაუდკინდა პროსტატის სიმსვნე ავთვისებიანი რომელიც ძვალზეა გადადული ამშემთხვევაჲ გვირჩიეს ჰორმონო თერაპია,არის ტამე ალტერნატივაა ამაზე უკეთესი ამშემთხვევაში?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით, უნდა მოვიდეს პაციენტი ონკოუროლოგთან, გურამ ქარაზანაშვილთან, თუ საერთოდ არის შანსი ოპერაციული მკურნალობის პლიუს ჰორმონოთერაპია ზუსტ პასუხს მიიღებთ, პროფესორთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  4. ანონიმური says:
    6 წელი წინ

    რვა წლის წინ გაიკეთა პროსტატის ოპერაცია.მის მერე იკეთებს ზოლადექსის ნემსს 10/8
    პ.ს.აი აქვს 0002 უკვე ეს მაჩვენებელი აქვს ამდენი წელია.
    რამდენ ხანს შეიძლება კიდევ რომ იკეთოს ზოლადექსი?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით, სასურველია მიმართოთ თქვენს ონკოლოგს ,რომელიც მართავს თქვენს მკურნალობის კურსს დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023 555393267

      პასუხი
  5. გიორგი says:
    6 წელი წინ

    მაინტერესებს,რა დროს არის ეფექტური პროსტატის ოპერაცია? შეგეგი რა დროს დგება?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით,საჭიროების შემთხვევაში რათქმაუნდა. დეტალური ინფორმაციისთვის დავიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  6. თემური says:
    6 წელი წინ

    რა ჯდება პროსტატექტომიის ოპერაცია და რამდენს ფარავს საყოველთაო? უახლოეს დროს ხომ არ გაქვთ რაიმე აქციები გამოკვლევა-მკურნალობაზე?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო თემურ, დაგვიკავშირდით 555393267 032 2234023 და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ან მოგვწერეთ თქვენი ნომერი

      პასუხი
  7. რამაზი says:
    6 წელი წინ

    გამარჯობა, შაბათობით კვლავ არის უფასო კონსულტაცია?

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით დავააანონსებთ აქცია ,რომ დაიგეგმება.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  8. მამუკა says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ მაინტერესებს რა ღირს კონსულტაცია უროლოგტან

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით უროლოგის კონსულტაციისღირებულება გახლავთ 60 ლარი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  9. ელგუჯა says:
    7 წელი წინ

    ვარ 57 წლის გავკეთე PSA ანალიზი შედეგი მაქვს 3,53 არაფერი უკუჩვენება არ მაქვს ვერაფერს ვერ ვგრძნობ მაინტერესებს აუცილებელია რაიმე მკურნალობა ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით მომატებული პროსტატის ანტიგენის მაჩვენებელი, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. დაგვიკავშირდით 032 2234023 და დაგეხმარებით

      პასუხი
  10. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    gamarjobat. sruli gamokvleva ra droiis faqtors moicavs

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, 2 დან 3დღემდე დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  11. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    რა ჯდება პრასტატის მკურნალობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, გააჩნია ადვადმყოფობის სირთულეს , აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია , რათა გაირკვეს კონსერვატიული მკურნალობა გჭირდებათ თუ ოპერაციული . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  12. ქეთინო says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ,გვაქვს დაზღვევა რკინისგზის სამსახურიდან aijj დაზღვევა, თუ არის თქვენი კლინიკა პროვაიდერი

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით არ ვართ პროვაიდერები,ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა100და კალკულაციას სადაზღვეოსთვის . დეტალური ინფორმაციისტვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  13. giorgi says:
    7 წელი წინ

    batumshi xo ar apirebt chamosvlas?.da ubralod kvlevas sadazgvevo afinansebs.ar mawuxebs araferi.profilaktikistvis ra kvlevas mirchevdit?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბათუმში არ გვაქვს ფილიალი, შეგიძლიათ ჩვენი მომსახურეობით ისარგებლოთ თბილისში, საყოველთაო აფინანსებს მხოლოდ ოპერაციებს, კვლევები არ ფინანსდება . დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  14. Natia says:
    7 წელი წინ

    Psp dazgvevA Ty moqmedebs tqventan?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით პსპ ს პროვაიდერები არ გახლავრთ , ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა 100 და კალკულაციას სადაზღვეოში გახარჯული თანხის ასანაზღაურებლად დეტალური ინფორმაციისთვის დაგიკავშიერდით 032 2234023

      პასუხი
  15. ნანა says:
    7 წელი წინ

    სანამ კიბიში გადაიზრდება მანამდე რა წამალი მუვაღებინო ჯერ მხოლოდ ხშირ შრდვა აქვს

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო ნანა , პირველ რიგში აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი,ზეპირად არ ხდება დანიშნულების მიცემა. დაგვიკავშირდით ჩაეწერეთ შაბათის 23/11 აქციაზე . წინასწარ უნდა ჩაეწეროთ 0322234023

      პასუხი
  16. Giorgi says:
    7 წელი წინ

    Sisxldena rais manishnebelia

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      პრობლემა გაქვთ აუცილებელია მიმართოთ უროლოგს, შაბათობით არის აქცია . უფასო კონსულტაცია უროლოგის და ფასდაკლება კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  17. ნანა says:
    7 წელი წინ

    ჩემს მეუღლეს აქვს. მხოლოდ ხშირი შარდვა ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო ნანა, ხშირი შარდვის შემთხვევაში სასურველია უროლოგის კონსულტაცია, დეეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  18. ეკატერინე says:
    7 წელი წინ

    ხართ თუ არა იმედი ელის პროვაიდერი კლნიკა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      არ ვართ იმედი ელის პროვაიდერები, ჯერ ჩვენთან უნდა გადაიხადოთ შემდეგ გაგატანთ ფორმა100და კალკულაციას დასაფინანსებლად დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  19. მაია says:
    7 წელი წინ

    მაინტერესებს გამოკვლევების ფასები კიბოს დასადგენად.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო მაია, პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270 დან 300 ლარამდეა დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  20. ბელა says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ.მაინტერესებს ფასდაკლება თუ გაქვთ კიდევ.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით დიახ გვაქვს , ჩაეწერეთ შაბათს და აქციის ფარგლებში მიიღებთ ექიმის უფასო კონსულტაციას და ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  21. დავითი says:
    7 წელი წინ

    1 წლის უკან გავაკეთე ოპერაცია, პროსტატექტომია. Psa-იყო 21, შემდეგ ბიოფსია , დადგინდა სიმსივნე , გაკეთდა მთელი სხეულის მონოგრაფია არსად არაფერი იყო გასული. მირჩიეს მაინც ოპერაცია. მანამდე სიმპტომები ისეთი არაფერი, თბილისში ვიყავი ჩამოსული და უბრალოდ გადავამოწმე თავი. დანარჩენი მოგახსენეთ, უბრალოდ მაინტერესებს რამდენად სწორად გაკეთდა დიაგნოზი. თუ შესაძლებელია ამის გარკვევა, თუნდაც, რომ მოგმართოთ….

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, უნდა ჩაეწეროთ უროლოგთან წამოიღოთ თქვენი კვლევები და ექიმი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322234023

      პასუხი
  22. მიხეილი says:
    7 წელი წინ

    გთხოვთ მოგვწეროთ როდემდე გრძელდება აქციები პროსტატის გამოკვლევაზე.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით შაბათობიუთ არის აქცია უფასო უროლოგის კონსულტაცია და ფასდაკლება კვლევებზე , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023

      პასუხი
  23. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    გამარჯობა

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

      პასუხი
  24. დავითი says:
    7 წელი წინ

    გასაგებია მარა მე ჩამიტარდა რადიოთერაპია და ახლა ქიმიოთერაპიის კურს გავდივარ მეხუთე კურსი

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო დავით მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  25. elguja says:
    7 წელი წინ

    gamarjobat.kibos skriningis analizis notma mainteresebs

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით 032 2234023

      პასუხი
  26. aslan says:
    7 წელი წინ

    Sad aris klinika

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო ასლან, კლინიკა მდებარეობს თბილისში ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული 032 2234023

      პასუხი
  27. Soso says:
    7 წელი წინ

    Mogesalmedit. Shardze gasvlis dros jiplari mejimeda tkveni pacientia ty sxva kvlevedia sajiro an ty shegidzliat tkven tan diagnozis dasma

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო სოსო, ჩაეწერეთ უროლოგთან თუ რამე კვლევა გაქვთ გადმოგვიგზავნეთ ან თან წამოიღეთ, შეაფასებს ექიმი თქვენს ზოგად მდგომარეობას.ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023 ან დატოვეთ ტქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  28. ვაჟა says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ შარდ სასქესო სრული გამოკლევა რა ღირს თქვენთან

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო ვაჟა, პროსტატის გამოკვლევა დაახლოებით 270 დან 300ლარამდეა,29ივნისს არის აქცია ,ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე.აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  29. რუსლანი says:
    7 წელი წინ

    მოგესალმებით მინდა ჩავიტარო სრული გამოკვლევა პროსტატაზე ამისათვის რა არის საჭირო გთხოვთ გვაცნობოთ

    პასუხი
  30. რუსლანი says:
    7 წელი წინ

    მოგესალმებით
    მინდა რომ ჩავიტარო სრული გამოკვლევა და მინდა ექიმის კონსულტაცია ამისათვის წინასწარ ჩაწერა არის აუცილებელი?

    პასუხი
  31. ნანა says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ , რა ღირს თქვენთან პროსტატის ბიოფსია

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო ნანა, ბიოფსიის ღირებულება გახლავთ 200ლარი ,სამწუხაროდ საყოველთაო არ აფინანსებს. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
  32. თემური says:
    7 წელი წინ

    გამარჯობა, გავიკეთე პროსტატის ბიოფსია და ასეთი დასკვნა მივიღეთ-წინამდებარე ჯირკვლის ადენოკარცინომა გლისონის ქულათა ჯამი 3+4=7. ICD-o-code 8140/3. გთხოვთ მითხრათ რა კვლევები დამჭირდება და აქცია ისევ გრძელდება თუ არა

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო თემურ, ჩაეწერეთ 15ივნისს 20%იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე,ასევე უფასო კონსულტაციას გაივლიტ უროლოგის , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  33. Iuza says:
    7 წელი წინ

    Gamarjobat.65wlis mamakacs chautarda MRT kvleva….maltachua diskebi dadamblavebulia dafipointensiuri struqturisaa,rac fipotrusirebuli birtvebis gauwyloebaze metyvelebs.L4,L5diskebi protruzirebulia dorsalurad cirkularad.nevraluri arxebi dadamblavebulia.duraluri parki mcired depormirebulia am doneze…mcire menjis grushi marjvniv sisxlgzargvovani konis mimdebared isaxeba fiperplazirebuli limpuri kvandzebi mak. zomit1,5/1,9sm.(ra saxis mkurnalobas gvirchevdit.madloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, იმისათვის რომ სრულდ შევაფასოთ პაციენტის უროლოგიური სტატუსი საჭიროა უროლოგის კონსულტაცია და დამატებით კვლევები (პაციენტის ჩივილების მიხედვით). შეგვიძლია ჩაგწეროთ მიღებაზე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან და დავგეგმოთ პაციენტის საიმედო მკურნალობა

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო იუზა,უროლოგიური თვასაზრისით სათანადო კვლევა გჭირდებთ,4მაისს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. აქციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  34. Maia says:
    7 წელი წინ

    Tu avtvisebiani simsivnea sheidleba orive jiryvlis amogeba? Da tu gaketdeba qimia aucilebeli iqneba madloba winaswar

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო მაია, პროსტატის კიბოს შემთხვევაში,გააჩნია ზოგად მდგომაარეობას ,თუ საჭიროება მოითხოვს რათქმაუნდა რეზექცია გაკეთდება ორივე ჯირკვლის. 20 აპრილს ჩაეწერეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ უროლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  35. კობა says:
    7 წელი წინ

    როგორი მძიმე პაციენტი განკურნეთ ბ.გურამ ? მაინტეტესებს შანსი რამდენად მაღალია ?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით,გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, ავადმყოფობის სირთულეს,ბატონი გურამი პროსტატის კიბოს შორს წასულ ფორმებზე აკეთებს ოპერაციებს ,რათქმაუნდა ბევრი წარმატებულად მთავრდება და წლები ცხოვრობენ ოპერაციის შემდეგ, პროსტატის კიბო არ არის განაჩენი, უამრავი მაგალითი გვაქ ასეთი ნაოპერაციები პაციენტების, უნდა ინახოს თქვენი კონკრეტული მდგომარეობა,რის საფუძველზეც შეგვიძლება შედეგზე პროგნოზირება .პროფესორთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო კობა, გარდა საერთაშორისო აღიარებისა, პროსტატის შორსწასული კიბოს დიაგნოზით ასობით ნამკურნალევი პაციენტი ჰყავს ბატონ გურამს, ყველა ეს პაციენტი აღრიცხვაზეა ჩვენს კლინიკაში და მათი უმეტესობა, ოპერაციიდან 5 დან 10 წლამდე პერიოდში კარგად გრძნობენ თავს, ასე რომ პროსტატის კიბო დღეს განაჩენი აღარ გახლავთ!

      პასუხი
  36. Iuza says:
    7 წელი წინ

    Gamarjobat.gtxovt agvixsnat ramdenad sashishia es gamokvleva._PSA=58. Vprost_54…biobsiis daskvna winamdebare jirkvlis(R da L. 1mwvervalshi. 2 shu wilshi. 3 pugzeshi.)adenokarcinoma.glisonis jami7(3+4)perinervul invaziit M8140/3

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო იუზა,აუცილებლად დროულად უნდა მიმართოთ უროლოგს,თქვენი ბიოფსიის პასუხიდან გამომდინარე,ოპერციული მკურნალობა გჭირდებათ, რის შემდეგ შესაძლებელია სრულიად გამოჯანმრთელება,გთავაზობთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ თქვენი კვლევები და კონფერენციაზე განიხილავენ ექიმები, ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2234023 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  37. Murman Tuladze. says:
    7 წელი წინ

    Moxaruli var tqventan urtierobit. Darcmunebuli var ganvikurnrbi. Cinascar madloba.Chamceret rom pasdaklebit momemsaxurot.

    პასუხი
  38. Murman Tuladze. says:
    7 წელი წინ

    Moxaruli var tqventan urtierobit. Darcmunebuli var ganvikurnrbi. Cinascar madloba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო მურმან,აუცილებლად ექნება შედეგი, ვინაიდან ,ემ ემ ტე ჰოსპიტალი, ბატონი გურამის ხელმძღვანელობით ორიენტირებულია პაციენტებზე

      პასუხი
  39. mamuka says:
    7 წელი წინ

    ekimtan ar vkofilvar mak cva shardvis dros amas ufro vgrznob nabaxusevs clis Kru tkivilsac vgrznob ras mirchevt

    პასუხი
  40. შაგუ says:
    7 წელი წინ

    ბედნიერებაა, როცა ქვეყანაში გვყავს ამ დონის პროფესიონალი!

    პასუხი
  41. Murman Tuladze.sad movide says:
    7 წელი წინ

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.maqvs shardis shsheukavebloba.gtxovt gamomexmaurot.

    პასუხი
  42. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.maqvs shardis sheukavebloba.gtxovt gamomexmaurot.

    პასუხი
  43. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Maqvs prostatis jirkvlis simsivne meore stadia. Rogor moviqce,vis mivmarto. Chemi #551435535. Murman Tuladze.

    პასუხი
  44. Tamazi says:
    7 წელი წინ

    Prastata bolomde gamoikvlio Ra jdeba.da plius amas operacia ro dachirdes Ra jdeba.

    პასუხი
  45. Beqa says:
    7 წელი წინ

    Prastatas bolomde gamokvleva Ra jdeba.da operacia tu dachirda operacia Ra jdeba,calke

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბექა, პროსტატის სრული გამოკვლევა 270დან 300ლარამდეა,რა ტიპის ოპერაცია დაგჭირდებათ ვერ გეტყვით სხვადასხვანაირი ოპერაცია კეთდება პროსტატაზე. შაბათს არის აქცია, უფასო უროლოგის კონსულტაცია , ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023

      პასუხი
  46. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Moshardvis shemdeg vgdrznob trusiks misvelebs erti ori wveti ,risi brali sheidzleba iyos,gaciebis?!tu sheidzleba feisshi mipasuxet tqventan ver movdivar winaswar madlobt 5

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით,სათანადო კვლევევა უნდა ჩაიტაროთ ,რომ მიზეზი გაირკვეს , დისტანციურად დიაგნოზის გარეშე ამ შემთხვევაში დანიშნულების მიცემა არ არის რეკომენდირებული,შეგიძლიათ შაბატს 6აპრილს ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია ,ასევე ფასდაკლება კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322 234023

      პასუხი
  47. Gia says:
    7 წელი წინ

    sad mdebareobs es savadmyopo

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით გია, ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას ქ.#5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მეცხრე სართული. დაგივკავშრდით ნომერზე 0322 23 40 23, ასევე ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MMTHospital

      პასუხი
  48. zura says:
    7 წელი წინ

    gamarjobat. batumshi xomar apirebt chamosvlas?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო ზურა,ჯერ ჯერობით არ იგეგმება,შაბათობით გამოცხადებულია აქციის დღეები ,შეგიძლიათ ცაეწეროთ. 2 23 40 23

      პასუხი
  49. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Ra girs prostatis sruli gamokvleva

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, პროსტატის სრული გამოკვლევა აქციის ფარგლებში 117 ლარი ღირს. იხილეთ ბმული: http://krc.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika . შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. პაკეტი მოიცავს:უროლოგის კონსულტაცია; PSA – პროსტატის ანტიგენი; თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია; უროფლომეტრია

      პასუხი
  50. გიორგი says:
    7 წელი წინ

    რა ჯდება გამოკვლევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით გიორგი, პროსტატის სრული გამოკვლევა აქციის ფარგლებში 117 ლარი ღირს. იხილეთ ბმული: http://krc.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika . შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. პაკეტი მოიცავს:უროლოგის კონსულტაცია; PSA – პროსტატის ანტიგენი; თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია; უროფლომეტრია. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected]

      პასუხი
  51. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Kremi zdorovi…aris aseti malamo da rogoria prastataze tu shegidzliat raime informacia

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით. პროსტატა სამწუხაროდ მალამოებით არ ინკურნება, შეგიძლიათ ჩაეწეროთშაბათს 02.03 აქციის ფარგლებში და მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია,სასურველია წინასწარ ჩაწერა 2234023

      პასუხი
  52. ნინი says:
    7 წელი წინ

    ახლ აღმოცენებულ კერაზე ოპერაცია აუცილებელია თუ ექვემდებარება მკურნალობას,რომელი უფრო ეფექტიანია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ნინი, არ ვიცით რა კერაზეა საუბარი, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და რაც შეიძლება მალე. 16თებერვალს ემ ემ ტე ჰოსპიტალში არის აქცია , შეგიძლიათ ჩაეწეროთ და მიიღოთ უროლოგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია , ასევე 20% იანი ფასდაკლება კვლევებზე. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  53. Ruslani says:
    7 წელი წინ

    batumsi rodis afirebt.camosvlas

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ თქვენი ნომერი და აქციის შემთხვევაში დაგიკავშირდებით

      პასუხი
  54. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    batumsi rodis afirebt.camosvlas

    პასუხი
  55. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    meugkes awuxebs xshi shardva.gamiis saatebshi sheidzleb adges sam otxjer.aseve ushvilobaze tu mokmedebs prostata.gvinda gamokvleva chaitsros prostataze.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, პროსტატის დაავადებამ შესაძლოა წინაპირობა შეუქმნას მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევას, ამიტომ გამოსაკვლევია რა თქმა უნდა. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected]

      პასუხი
  56. Emzar says:
    7 წელი წინ

    Batumshi xoar igegmeba hamosvla

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო ემზარ, დაგიკავშირდებით აუცილებლად

      პასუხი
  57. აჩიკო says:
    7 წელი წინ

    ზოგადად რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატის გართულებას

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო აჩიკო,პროსტატის სიმპტომები მრავალფეროვანია და შეიძლება ჩამოთვლილთაგან მოიცავდეს ერთ რთს ან რამოდენიმეს:შარდვის დარღვევა, შარდვის დაწყების გაძნელება,წყვეტილი შარდვა,შარდვის სუსტი ნაკადი,შარის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება,უნებლიე შარდის გამოყოფა,ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში,და საზარდულის არეში.შაბათს 9თებერვალს არის აქცია უფასო კონსულტაცია უროლოგიოს და ასევე 20%იანი კვლევები.წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2234023

      პასუხი
  58. paata says:
    7 წელი წინ

    pansionetebze tu aris shegavati?ra girs gasinjva

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ბატონო პაატა, ემ ემ ტე ჰოსპიტალში შაბათს 9თებერვალს არის აქცია, უროლოგის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია და ასევე 20%-იანი ფასდაკლება კვლევებზე. სასურველია წინასწარ ჩაწერა 2 23 40 23

      პასუხი
  59. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Salami gaketwbuli akvs vatikocele orjer da isev akvs tkovili aseve sheshupebac…38 wlis mamakacia,ras gvirchevs?

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      საჭიროა უროლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიის გაკეთება, შემდეგ გადავწყვიტავთ ტაქტიკას, ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში 2234023 ან მოგვწერეთ

      პასუხი
  60. Beqa says:
    7 წელი წინ

    Zustadv sad mdebareobs ex klinika segizliat mitxrat

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით,დიღომში,ლუბლიანას#5 ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9 სართული 2 234023

      პასუხი
  61. ანზორ თურმანიძე says:
    7 წელი წინ

    სამედიცინო პაკეტით თუ შემიძლია სარგებლობა.ვცხოვრობ აჭარაში

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო ანზორ, ჩვენს კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა და შეგიძლიათ ისარგებლოთ. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  62. ანზორ თურმანიძე says:
    7 წელი წინ

    გამარჯობათ.ვარ პედაგოგი.სამედიცინოდაზღვევით თუ ვისარგებლებ თქვენს კლინიკაში

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო ანზორ, ჩვენს კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა და შეგიძლიათ ისარგებლოთ. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალემებით, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://krc.gearchives/2324

      პასუხი
  63. gocha says:
    7 წელი წინ

    gamarjobat akciebi tu gagrdzeldeba axali clis mere tu sheidzleba momceret madloba cinascar

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო გოჩა, ახალი წლის შემდეგ ისევ იგეგმება აქციები, ვიზიტის დასაჯავშნათ მოგვწრეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალემებით ბატონო გოჩა, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://krc.gearchives/2324

      პასუხი
  64. Murman Tuladze says:
    7 წელი წინ

    Dzalian momecona es midgoma. Me maqvs meore stadia. Vmkurnalob mcenareuli camlebit da vakontroleb PSA. Var 65 clis. Minda tqventan urtiertoba.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო მურმან, შეგვიძლია დაგიჯავშნოთ ვიზიტი პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან http://krc.gearchives/doctor/guram-qarazanashvili კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალემებით მურმან, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://krc.gearchives/2324

      პასუხი
  65. darejani says:
    7 წელი წინ

    mogesalmebit.chem meugles akvs diagnozi prostatis adeno karcinoma 4 stadia.psa qonda tavidan 188 daiwko hormonit mkurnaloba daiwia 15.mere isev aiwia.tan metastazi akvs menj barzakshi.shemdeg dauwkes qimia gaiketa 12 qimiis kursi.gauketes zometa 7 gadasxma.mdgomareoba aris stabiluri.psa amjamad aris 36.exla aris marto hormonze zoladeksi.pacienti dasustda zalian,ekimi meubneba qimias vegar gauketeb dasustebuliao ra gavaketo zalian vnerviulob ,ikneb mirchiot rame.

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატონო დარეჯან, თუ პაციენტის ქიმიოთერაპიას ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იტარებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ხაზის ჰორმონოთერპაიის გამოყენება (იგულისხმება აბირატერონი). კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო დარეჯან, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://krc.gearchives/2324

      პასუხი
  66. ანონიმური says:
    7 წელი წინ

    Gamarjobat Ra tanxebi jdeba prostatis gamokvlevas da gankurneba Ra jdeba miaxloebit

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით, პროსტატის სრული გამოკვლევის ღირებულება 300-700 ლარამდეა. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  67. arhil says:
    7 წელი წინ

    eqimistvis arasdros mivsulvar maqvs xhiri hardva wva muclis arehi gausadzlisi tkivili yvelaferi es udziloba ra dagvijdeba sruli kvleva gvaqvs devniloba

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო არჩილ, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და გესაჭიროებათ კვლევები, რაც შეეხება დაზღვევას, იგივე საყოველთაო დაზღვევაა, ჩვენს კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ოპერაციებზე. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  68. anonimi says:
    8 წელი წინ

    sruli kvlevebi ra tanxebtanaa dakavshirebuli

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      მოგესალმებით, მოგვწერეთ თქვენი საკონტატქო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected], მენეჯერი დაგიკავშირდებათ ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  69. Badri says:
    8 წელი წინ

    Sad mdebareobs klinika da imedielis dazgveva tu mokmedebs .

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      MMT ჰოსპიტალი მდებარეობს დიღომში ლუბლიანას 5# ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე9სართული,იმედი L ის პროვაიდერი არ გახლავართ, მაგრამ შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან,შემდეგ სადაზღვეო აგინაზღაურებთ. პირველ ეტაპზე შეგვიძლია მოგიწყოთ შესაბამისი პროფილის ექიმთან უფასო კონსულტაცია და კონსულტაციის შემდეგ უფრო დანამდვილებით გვეცოდინება თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ,მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით

      პასუხი
  70. გიგა says:
    8 წელი წინ

    გამაჯობათ მაინტერესებს რამდენად ხშირია პროსტატის კიბო 18 წლის ასაკში და ზოგადად მკურნალობა რა თანხებთანაა დაკავშირებული.

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო გიგა, 18 წლის ასაკში პროსტატის კიბო იშვიათია. აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირება. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

      პასუხი
  71. დათო says:
    8 წელი წინ

    მინდა ოპერაცია სანამ გამიჩნდებოდეს ეგ პროსტატიტი.როგორია პლიუს მინუსი და რა ჯდება

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      მოგესალმებით ბატონო დათო, პრევენციისთვის მობრძანდით უროლოგთან კონსულტაციაზე და ჩაიტარებთ კვლევებს. შაბათს, 10 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგის უფასო კონსულტაცია. ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

      პასუხი
  72. ანონიმური says:
    8 წელი წინ

    ჩემი ძმა მკურნალობს უროლოგიის ცენტრში.300არაგველთან2015 წლიდან.ჰორმონოთერაპიით ზოლადექს.თავიდან ქონდა პსა137 მკურნალობის მერე დაეწია 04 მდე2018 დაეწყო აწევა სულ მატულობს ჯერ4 მერე6 კიდევ 8 დაამჟამად10.5.მისი მკურნალი ექიმი ამბობს რახან დაიწყო აწევა ვერ გაჩერდება.ჩემი ძმა ნერვიულობს.ამბობს ეს ნემსი სხვათა შემიცვალეთო.ექიმი ამბობს თუ კიდევ აიწია ქიმიოთერაპიას დაგინიშნავთო ძვლებზე არაა გასული გაკეთებული აქვს მრტ კომპიუტერული კვლევები.შარდავს ნორმალურად.ტკივილები არ აქვს.არც შარდის ბუშტში შესული .რა ვქნათ როგორ შევაჩეროთ პსა.არის რამე მეთოდი??? ვარ სოც დაუცველი არა მაქვს იმდენი შესაძლებლობა რომ ვირბინოთ სხვადასხვა ექიმებთან .ეს ექიმი კი მეუბნება დაველოდოთ პსა.მეშინია რა ვქნა არ ვიცი

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      მოგესალმებით, მობრძანდით კლინიკაში, შეგვიძლია დავგეგმოთ ექიმთან უფასო კონსულტაცია. თან წამოიღეთ თქვენ მიერ ჩატარებული ყველა კვლევა. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23.

      პასუხი
      • მალხაზი says:
        4 წელი წინ

        კარგი უროლოგი მჭირდება სად არის თქვენი ცენტრი

        პასუხი
        • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
          4 წელი წინ

          ჩვენი მისამართებია:
          · თბილისი, ლუბლიანას №5, მე-9 სართული. (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
          · ბათუმი, რუსთაველის №35.
          დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 0322234023

          პასუხი
  73. ნოდარ თვაური. says:
    8 წელი წინ

    ოტხი წლის წინ გამიკეტა ოპერაცია ბატონმა გურამმა რაზედაც დიდ მადლობას უხდი.

    პასუხი
  74. მინდია says:
    8 წელი წინ

    მამაჩემს აქ 4 სტადია პროსტატის კიბო უკვე 5 წელია….მკურნალობს ჰორმო თერაპიით,28 დღეში ერთხელ უკეთდება ელიგარდი7,5.აქვს ბუშტში კათეტერი…..მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა?

    პასუხი
    • mmthospital says:
      8 წელი წინ

      მოგესალმებით მინდია, ბოლო PSA–ს მონაცემები გვჭირდება და მცირე მენჯის MRT–ს მონაცემები. გამოგვიგზავნეთ პასუხები ჩვენს ელ–ფოსტაზე: [email protected], დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 23 40 23 ან ო=მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე
სიახლეები

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები
რობოტული ქირურგიის ცენტრი

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები

პროფესორი მარკუს გრაფენი საქართველოსა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
სიახლეები

პროფესორი მარკუს გრაფენი საქართველოსა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პერსპექტიული შედარებითი კვლევა აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკაში: Toumai vs. da Vinci Xi
სიახლეები

პერსპექტიული შედარებითი კვლევა აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკაში: Toumai vs. da Vinci Xi

სამედიცინო ჰაბის ფორმირება ციფრული სკალპელით
სიახლეები

სამედიცინო ჰაბის ფორმირება ციფრული სკალპელით

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი