გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ენურეზი ბავშვებში

ენურეზი - შარდის შეუკავებლობა ბავშვებში | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

ენურეზი შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას ანუ შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის ორ ტიპს – შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს.

ენურეზი, განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა. მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.

პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს, წესისამებრ, უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ენურეზის მიზეზები

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • გენეტიკური ფაქტორი.
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა.
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა.
  • ენდოკრინული ფაქტორი.
  • ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები.
  • უროდინამიკური პრობლემები.
  • საშარდე გზების ინფექციები.
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს. არ უკავშირდება არც ძილის წინ მიღებული სითხის რაოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იმატებს. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა მიმდინარეობს. რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ენურეზის გამომწვევი თითოეული ფაქტორი.

ძილის დარღვევა

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ დასაშვებია, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო ვამძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის ანუ ანტიდიურეზული ჰორმონის გამომუშავება.

ამის გამო თირკმლის შემკრებ მილაკებში მცირდება წყლის რეაბსორბცია  და ღამით შარდი ჭარბად წარმოიქმნება, შარდის ბუშტი კი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს.

ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს.

ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აწუხებთ მოშარდვის ძლიერი, იმპერატიული სურვილი.

რჩევები მშობლებს

უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დაწვრილებით ინფორმაციას.

ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ.

შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას.  ყველას ჩაუტარებია შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული ტესტით.

ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია,  მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური კვლევა. შედეგების საფუძველზე ბავშვსა


დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იმატებს.


და მის მშობლებს ენურეზის მიზეზს განუმარტავენ. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს. აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობა.რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს.

შეადგინეთ დღიური, სადაც სველ და მშრალ ღამეებს აღნუსხავთ. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ.

ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას. პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად უქმეების გატარება და სალაშქროდ სიარული.

ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს.

ენურეზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

ამჟამად მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი: ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე, სპეციალური სასიგნალო სისტემის გამოყენება და ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.

ვინაიდან 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ.

უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება. თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.

სასიგნალო სისტემით მკურნალობისას იყენებენ სპეციალურ აპარატურას, რომელშიც შარდის პირველივე წვეთი რთავს სასიგნალო სისტემის ელექტრულ წრედს. შედეგად ბავშვი იღვიძებს და რეფლექსურად თრგუნავს მოშარდვის აქტს, შემდეგ სასიგნალო სისტემას თიშავს და მოშარდვას ტუალეტში ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი შარდის ბუშტის ავსებისთანავე გაღვიძებას შეეჩვევა, ზარიან საცვალს კიდევ 2 კვირის განმავლობაში იყენებენ. ამ მეთოდის ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება.

თუ ღამის ენურეზის მქონე ბავშვს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აღენიშნება, ნაჩვენებია ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება. ძილის დარღვევის მქონე ბავშვებს ენიშნებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ღამის პოლიურიის დროს ეფექტურია ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი დესმოპრესინი.

ღამის მეორეული ენურეზის შემთხვევათა უმრავლესობა ფსიქოთერაპიით იკურნება. ამრიგად,  ღამის ენურეზის ტიპის დადგენის შემდეგ შედგება მკურნალობის ტაქტიკა.

იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მისი მშობლების პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს.

შერჩევა მანამდე გრძელდება, ვიდრე არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ჩვენი მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.


“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ ენურეზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: ენურეაზი
წინა სტატია

თირკმლების ქრონიკული დაავადება (გაიდლაინი)

შემდეგი სტატია

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი