Focal One (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) განკუთვნილია პროსტატის ლოკალიზებული კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის.
იგი ცნობილია ასევე როგორც ფოკალური თერაპია.
Focal One (რუთი), როგორც პროსტატის კიბოს ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური, ტრადიციული რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული თერაპია, აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
ვისთვის არის განკუთვნილი Focal One?
რობოტული ულტრაბგერითი თერაპია – „რუთი“ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ლოკალიზებული კიბოს შემთხვევაში (კიბოს ადრეულ სტადიაზე) ან კიბოს რეციდივის შემთხვევაში, შორსწასული (მეტასტაზური) კიბოს შემთხვევაში – არა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროსტატის სკრინინგის მნიშვნელობას.
დიაგნოსტიკა რობოტულ ულტრაბგერით თერაპიამდე
მას შემდეგ რაც განისაზღვრება პაციენტის პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე პირველ რიგში, ტარდება პროსტატის მიკროექოსკოპია და დამიზნებითი ბიოფსია. პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევა თარგეთული ბიოფსიით იძლევა ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, პროსტატის დეტალურ სურათებს და აჩვენებს კიბოს ადგილსამყოფელს, სტრუქტურას, პროგრესირებას.
როგორ მუშაობს რობოტული ულტრაბგერითი თერაპია?
„რუთი“ ეს არის პროსტატის კიბოს უოპერაციო, არაინვაზიური მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომელიც სრულდება ფრანგული წარმოების
Focal One® რობოტით. პროცედურა სრულდება დისტანციურად, ისე რომ
პროსტატას
საერთოდ
არ
ვეხებით – ხდება მხოლოდ იმ უბნების გაცხელება, სადაც აღმოჩენილია სიმსივნე.
Focal One ანადგურებს პროსტატის კიბოს ზუსტი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებით პროსტატის დაავადებულ ქსოვილზე, პროსტატის კონკრეტულ უბანში. იგი იყენებს ულტრაბგერით ენერგიას და არა რადიაქტიულ გამოსხივებას.
ულტრაბგერითი ენერგია, ანუ ბგერითი ტალღები უვნებლად გაივლის სწორი ნაწლავის კედელს და ფოკუსირდება პროსტატის სასურველ ადგილებში, რომელიც განსაზღვრულია მიკროექოსკოპიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ან ულტრაბგერით.
პროცედურის არსი: მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღები ზუსტად ეცემა პროსტატის დაავადებულ უბანს და 80°C-მდე გაცხელებით ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, ისე რომ ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანება არ ხდება.
3D დაგეგმვა და რობოტული ნავიგაცია
Focal One (რუთი) მუშაობს მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების, ულტრაბგერის და ბიოფსიის მონაცემების შერწყმით. იძლევა პროსტატის დეტალურ 3D ხედებს, რითაც შესაძლებელია პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტი კონტურების დადგენა.
ვინაიდან ექიმს შეუძლია პროსტატის დანახვა სამ განზომილებაში, მკურნალობა იგეგმება ამ 3D გამოსახულების საფუძველზე და შემდეგ ტარდება რობოტული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი).
Focal One (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) შედგება სამკურნალო მაგიდისა და მართვის პანელისგან (ვიზუალიზაციის ზონდი და თერაპიის ზონდი), რომელსაც აკონტროლებს ექიმი, სანამ მკურნალობა ტარდება. პაციენტი წევს კომფორტულად, გვერდით პოზიციაში სამკურნალო მაგიდაზე.
პროცედურის მაქსიმალური სიზუსტისა და უსაფრთხოების მიზნით, უროლოგი მხოლოდ გეგმავს ნავიგაციას დაავადებული ადგილისკენ, შემდგომ ქმედებებს კი რობოტი ახორციელებს. რობოტული სისტემა ავტომატურად მიმართავს ზონდს სიმსივნის მდებარეობისკენ.
რობოტი ზუსტად ასრულებს ინსტრუქციას, მილიმეტრამდე ზუსტი მოძრაობებით, რაც შეუძლებელია ხელით მუშაობისას, ანადგურებს მხოლოდ დაზიანებულ ადგილს და საჭიროებისამებრ რეგულირდება რეალურ დროში. როგორც აღვნიშნეთ, რუთ-ი ეყრდნობა ზუსტ ვიზუალიზაციას, რომლის მიზანია უკვე კონტურირებული დაზიანებული ადგილის მკურნალობა.
რობოტული ულტრაბგერითი თერაპიისას შესაძლებელია:
- მკურნალობის მონიტორინგი
- პროცესის ნებისმიერ დროს პაუზა
- სამკურნალო ჭრილის შეცვლა
- რეალურ დროში პაციენტის კვლევების მონაცემების მოხმობა (საწყისი მდგომარეობა, ბიოფსიის ანგარიშები და ა.შ.) და გადახედვა მკურნალობის შეწყვეტის გარეშე
- ვირტუალური 3D მეთვალყურეობა მკურნალობის პროცესზე
ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა
ის, რაც რუთ-ს წარმოაჩენს, როგორც რობოტული ტექნოლოგიის მიღწევას, არის მისი ინტელექტი და მორგებული მკურნალობა. უროლოგს შეუძლია უზრუნველყოს პერსონალური პროცედურა, პროსტატის ანატომიის, პაციენტის სურვილებისა და თუნდაც პროსტატაზე ადრე ჩატარებული სხვა პროცედურის, მაგალითად უშედეგო სხივური თერაპიის გათვალისწინებით.
რუთი იძლევა პროსტატის მთლიანად, ნაწილობრივ ან ფოკუსურად მკურნალობის საშუალებას.
ასევე არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ანადგურებს პროსტატის კიბოს სპეციალურ რეჟიმში, მაშინაც კი, თუ სხვა მეთოდით მკურნალობა (მაგალითად სხივური თერაპია) იყო უშედეგო.
Focal One-ის უპირატესობები სხვა მეთოდებთან შედარებით
„რუთი“ – პროსტატის სიმსივნის ფოკალური (წერტილოვანი) განადგურება წარმოადგენს ბალანსს პროსტატის კიბოზე აქტიურ მეთვალყურეობასა და რადიკალურ მკურნალობას შორის. მისი წყალობით შესაძლებელია კიბოს მკურნალობა ოპერაციის გარეშე, მინიმალური გვერდითი ეფექტებით და ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.
ქირურგია და სხივური თერაპია ორი კლასიკური თერაპიული საშუალებაა პროსტატის ლოკალიზებული კიბოს მკურნალობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური შედეგები დამაკმაყოფილებელია, მკურნალობის ეს ფორმები ასოცირდება ფუნქციურ გართულებებთან (შარდის შეუკავებლობა, იმპოტენცია და სხვ.) და ამრიგად, ცხოვრების ხარისხის პოტენციურ გაუარესებასთან.
რუთ-ი ეს არის არაინვაზიური, უსისხლო, უოპერაციო, ეფექტური მეთოდი, რომელიც იყენებს ზუსტ რობოტულ სისტემას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას და ერთ სეანსში ანადგურებს პროსტატის კიბოს უჯრედებს ისე, რომ დარჩენილი პროსტატის ჯანმრთელობა უცვლელი რჩება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რობოტული მეთოდის დაბალი სტრესული ხასიათი – სიმსივნის ქსოვილი დაუყოვნებლივ ნადგურდება კონტაქტის გარეშე.
დისტანციური სხივური თერაპიისგან განსხვავებით, რუთ-ი ტარდება ერთ სეანსში (ტრადიციულ დისტანციურ სხივურ თერაპიას კი 35-ზე მეტი სეანსი სჭირდება, რაც თვეობით გრძელდება); რუთ-ის დროს არ ზიანდება მიმდებარე ქსოვილები, განსხვავებით მაღალდოზიანი რადიაციისა, რომლითაც სხივდება ორგანიზმი დისტანციური სხივური თერაპიისას.
რადიაციული მკურნალობისგან განსხვავებით, რომელშიც მაიონიზირებელი (დამაზიანებელი) რადიაქტიული ტალღები გაივლის ჯანსაღ ქსოვილებს, მანამ სანამ მიაღწევს სამიზნეს, რუთ-ი იყენებს მექანიკურ, ულტრაბგერით ტალღებს, ანუ არამაიონიზირებელ, უვნებელ ტალღებს.
შედეგად, მკურნალობის გამეორება შესაძლებელია (საჭიროების შემთხვევაში). გარდა ამისა, რუთ-ი ხორციელდება აბსოლუტურად არაინვაზიური გზით, მაშინ როდესაც ბრაქითერაპია, მოითხოვს სწორი ნაწლავის გავლით პროსტატის ჩხვლეტას რადიაქტიული ნივთიერებების შეყვანის მიზნით.
მაშასადამე, სხვა ფიზიკური საშუალებებით მკურნალობებისგან განსხვავებით, როგორიც არის მაგალითად კრიოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლაზერული აბლაცია და სხვ., პროსტატის ლოკალიზებული კიბოს რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით, რუთ-ით მკურნალობის უპირატესობები ასე გამოიყურება:
- არ საჭიროებს გაჭრას სხეულზე (არაინვაზიურია)
- არ საჭიროებს პუნქციას
- არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან
- არ საჭიროებს მაიონიზებელ, რადიაქტიულ გამოსხივებას
- გინარჩუნებთ პროსტატას
- არ საჭიროებს მრავლობით მკურნალობის სეანსებს
- ზუსტი დამიზნება დაავადებული ქსოვილზე
- ჯანმრთელი ქსოვილი რჩება დაუზიანებელი




