გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რობოტული ქირურგიის ცენტრი

რობოტული ქირურგია – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინოვაციური მეთოდები

26/06/2026
რუბრიკა რობოტული ქირურგიის ცენტრი, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

2024 წლის 27 თებერვალს, თბილისში, პირველი რობოტული ოპერაცია ჩატარდა, რომელსაც კავკასიასა და საქართველოში ანალოგი არ ჰქონდა.

 

ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან არ ყოფილა, ის კონსოლიდან მართავდა სისტემას, ხედავდა ქსოვილებს ათჯერ გადიდებით და მოქმედებდა მილიმეტრული სიზუსტით. ამ დღიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ ის შესაძლებლობა, რაც ადრე მხოლოდ ევროპული ან ამერიკული კლინიკების შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი.

ცვლილება მოულოდნელად არ განხორციელებულა. ათობით წლიანი პროფესიული მუშაობა, ათასობით ოპერაცია, საერთაშორისო კვლევები, და სტიპენდიები – ამ ყველაფრის უკან საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოში აღიარეული უროლოგი და ონკოუროლოგი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი დგას.

წლების განმავლობაში, ქართველი პაციენტებისთვის ისეთი რთული ონკოლოგიური ჩარევა, როგორებიცაა, პროსტატის, თირკმლის ან შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში, ავტომატურად საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ მკურნალობას ნიშნავდა. ამასთან ერთად, ენობრივ ბარიერს, სახლიდან მოშორებით ყოფნას, ფსიქოლოგიურ სტრესსა და ხარჯებსაც, რომლებიც ოპერაციის ფასს ხშირად სამჯერ-ოთხჯერ აჭარბებდა.

არსებობდა ამგვარი ტექნოლოგიის ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი – ჯილდო, რომელიც მას პროსტატის კიბოს კვლევის მიმართულებით გამორჩეული მიღწევებისთვის გადაეცა. 30 წელზე მეტია, გერმანიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის, აშშ-ის წამყვანი კლინიკების გამოცდილებით მუშაობს.

ის ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია 1996 წლიდან, ამერიკის – 2010 წლიდან, ხოლო მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კი – 2018 წლიდან. ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიანტი, ჟურნალ European Urology-ს ყოფილი რეცენზენტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ორჯერ გამარჯვებული.

2017 წელს დააარსა “საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია” და დღემდე მისი პრეზიდენტია. ათ წელზე მეტი გაატარა მსოფლიოს ლიდერ კლინიკებში ბონში, მალმოში, ბერლინში, ვენაში, ნაიმეგენში, ფლორიდაში, ჩინეთში. სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად იმ პროექტს, რომელსაც დღეს „ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” ჰქვია.

რობოტული ქირურგიის დანერგვა არ ნიშნავდა მხოლოდ ძვირადღირებული სისტემის შეძენას. ამას წინ უძღოდა სისტემატური, ეტაპობრივი მომზადება. კლინიკაში ჯერ დაინერგა მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი – უახლესი ტექნოლოგია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში. ის ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას უზრუნველყოფს. პროცედურა არის სწრაფი და ხელმმისაწვდომი. შემდეგ – Focal One, პროსტატის კიბოს ფოკალური თერაპია, რომელიც სიმსივნურ კერებს ანადგურებს ორგანოს შენახვით. შემდეგ ტრანსპერინეული ფიუჟენ-ბიოფსია, შტორცის კენჭის დაშლის ცენტრი და ა.შ. ყოველი ეტაპი ლოგიკური ნაბიჯი იყო ბოლო, ყველაზე მასშტაბური გარდატეხის მიმართულებით.

9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, Toumai – მეოთხე თაობის რობოტული სისტემა, რომელიც 2025 წლის ლიდერია ტელეოპერაციების მიმართულებით, და ექიმთა გუნდი, რომელიც სპეციალურად მომზადდა ჩინეთის ტრენინგ-ცენტრებში, კოლეგ-ქირურგების მხარდაჭერით შვედეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.

ორ წელიწადში, ევროპის ბევრ ცენტრში „წარმატებულ პროგრამად” მიჩნეული 100-ოპერაციანი ზღვარი კვარტალში გადაილახა. დღეს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი საქართველოსა და კავკასიაში ერთადერთი ადგილია, სადაც რობოტული ქირურგია სრულფასოვნად ფუნქციონირებს პაციენტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდანაც კი.

ქირურგი კონსოლიდან ყველა მოძრაობას მართავს, რობოტი კი მის ბრძანებას ახორციელებს ისე, როგორც ამას ადამიანის ხელი ვერ შეძლებდა: კანკალის გარეშე, 360-გრადუსიანი ბრუნვით, 3D ხედვით, იქ, სადაც ლაპარასკოპია ფიზიკურად ვეღარ შეაღწევს.

Toumai-ს სისტემას ემატება ტაქტილური უკუკავშირი – ქირურგი არა მხოლოდ ხედავს, არამედ „გრძნობს” ქსოვილის წინააღმდეგობას. ეს დეტალი პრაქტიკაში გადამწყვეტია: ის ნიშნავს, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ოპერაციის შემდეგ პაციენტის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, მაქსიმალურად დაცულია.

პრაქტიკული შედეგი პაციენტისთვის ნაკლები ტკივილი და სისხლის თითქმის ნულოვანი დანაკარგია. ოპერაცია, რომელიც ღია მეთოდით ორთვიანი რეაბილიტაციას საჭიროებდა, ამ მეთოდის შემთხვევაში აღარაა რელევანტური.

ცენტრის სპეციალიზაცია ფართოა. ონკოუროლოგია – პროსტატის, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეები ძირითადი მიმართულებაა, სადაც რობოტული ქირურგია განსაკუთრებით ეფექტიანია: ონკოლოგიური სიზუსტე და ფუნქციური ორგანოს შენარჩუნება ერთ ოპერაციაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა – ოპერაცია, სადაც ნაწლავის ფრაგმენტისგან სხეულის შიგნით, ყოველგვარი გარე განაკვეთის გარეშე, ახალი ორგანო ყალიბდება. ამ ოპერაციას ამერიკელი ონკოუროლოგების მხოლოდ 9% ახორციელებს. ქარაზანაშვილის ცენტრი მას კავკასიაში პირველად და ახლა უკვე რეგულარულად ნერგავს.

ამასთან, ტარდება თირკმლის შემანარჩუნებელი ოპერაციები (7 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეების ჩათვლით), გინეკოლოგიური ჩარევები საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიომების დროს, კოლორექტალური ქირურგია – ყველა ის მიმართულება, სადაც სიზუსტესა და მინიმალურ ტრავმას პაციენტის მომავლის ხარისხზე უდიდესი გავლენა აქვს.

300-ზე მეტი ოპერაცია 2 წელიწადში, უცხოელი პაციენტების 10–15%-იანი წილი მზარდი ტენდენციით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან, მოხსენებები ევროპის, ამერიკის, ლონდონის, ედინბურგის, მადრიდის, სტრასბურგის, ერევნისა და ბაქოს კონგრესებზე, სადაც საქართველოს გამოცდილებას საერთაშორისო კოლეგებიც ეზიარებიან. – ეს კლინიკის სანდოობას ადასტურებს.

 

R

წყარო: https://mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/26868-robotuli-kirurgia-propesor-guram-karazanashvilis-inovaciuri-metodebi.html

 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

პროფესორი მარკუს გრაფენი საქართველოსა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შემდეგი სტატია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი