კონტენტზე გადასვლა

პროსტატის სკრინინგი

მამაკაცის ჯანმრთელობისთვის პროსტატის ჯირკვლის მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია. ცნობილია, რომ ადრეულ ეტაპზე ონკოლოგიური პროცესები ყოველგვარი ტკივილის, შარდვის დარღვევისა თუ თვალსაჩინო დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობს.

მიკროულტრაბგერა - პროსტატის სკრინინგი KRC-ში

პროსტატის სკრინინგი თბილისში

მამაკაცთა უმრავლესობა კვლევის ჩატარებას იმ მოტივით აჭიანურებს, რომ თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს. ასეთი მიდგომა გასაგებია, თუმცა პროსტატის პათოლოგიები ცრუ უსაფრთხოების განცდას ქმნის. საწყის საფეხურზე პრობლემა ყოველგვარი ჩივილის გარეშე ვითარდება, შესაბამისად, სიმპტომების არარსებობა ჯანმრთელობის გარანტიად ვერ გამოდგება.

მხოლოდ ერთი პასუხი საბოლოო დასკვნის გამოტანის უფლებას არ იძლევა, ამიტომ პროსტატის კიბოს სკრინინგი დინამიურ დაკვირვებასა და კომპლექსურ კვლევას ეფუძნება.

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

ასაკობრივი ზღვარი, როდის უნდა დაიწყოს რეგულარული შემოწმება, ინდივიდუალურ რისკებს ეყრდნობა. თუ შარდსასქესო სისტემის მხრივ რამე სახის დისკომფორტი გექმნებათ, გამოცდილი უროლოგი დაგეხმარებათ ინდივიდუალური გამოკვლევის სქემის შედგენაში.

ჩვენს კლინიკურ სივრცეში ასევე იღებს პაციენტებს ბავშვთა უროლოგი, რომელიც პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

  • 50+

    საშუალო რისკის ჯგუფი

    პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება რეკომენდებულია 50 წლის ასაკიდან.

  • 40-45

    მაღალი რისკის ჯგუფი

    თუ ოჯახის წევრებს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდათ, პროსტატის სკრინინგი 40-45 წლიდან იგეგმება.

ინოვაციური დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

როდესაც PSA-ს დინამიკა საეჭვოა, ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი იყენებს მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო მეთოდებს:

  1. მიკროექოსკოპია

    იძლევა ქსოვილის უპრეცედენტოდ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას, სადაც თმის სისქის უმცირესი კერაც კი შესამჩნევი ხდება.

  2. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

    დეტალურ ცნობებს იძლევა ცვლილებების ზუსტი ლოკაციისა და ხასიათის შესახებ.

  3. ფიუჟენ (Fusion) ბიოფსია

    აერთიანებს MRI-ის მონაცემებსა და რეალური დროის ულტრაბგერით სურათს. შედეგად, სადიაგნოსტიკო ნემსი მიზანმიმართულად საეჭვო ზონაში შედის.

ამგვარი მიდგომით პაციენტი, რომელსაც ბიოფსია არ სჭირდება, მას თავიდან აირიდებს, ხოლო ვისაც პროცედურა ესაჭიროება, უტყუარ დიაგნოზს იღებს.

მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

პროსტატის ყველა ცვლილება ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. დაბალი რისკის მქონე პროცესები ხშირად მხოლოდ აქტიურ მეთვალყურეობას ეფუძნება. როცა ჩარევა აუცილებელია, მკურნალობის გზის შერჩევა განსაზღვრავს პაციენტის შემდგომი ცხოვრების ხარისხს.

გარდა ამისა, ცენტრში წარმატებით მკურნალობენ სხვა უროლოგიურ პათოლოგიებსაც, მათ შორის შარდის ბუშტის კიბოს.

პროსტატის კიბო და რობოტული ქირურგია - KRC
  • რობოტული ქირურგია

    ტრადიციულ ღია ოპერაციებთან შედარებით, ეს მეთოდი მინიმალური სისხლის დანაკარგით, პატარა განაკვეთებითა და სწრაფი რეაბილიტაციით გამოირჩევა. პაციენტების უმეტესობა ჩვეულ რიტმს რამდენიმე დღეში უბრუნდება. დეტალურად: პროსტატის დაავადებების ინოვაციური მკურნალობა რობოტული ტექნოლოგიებით.

  • რობოტული HIFU ტექნოლოგია

    ტარდება ყოველგვარი ქირურგიული ჭრილობის გარეშე. პროცედურის შემდგომ პაციენტებს უნარჩუნდებათ ერექციული ფუნქცია და შარდის შეკავების უნარი.

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი

დროული ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობისთვის

პროსტატის კიბოს სკრინინგი არის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.

კონსულტაციისა და გამოკვლევის დასაჯავშნად მოგვმართეთ ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 23 40 23 / (+995) 595 23 30 23.

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი და ადრეული გამოვლენა

პროსტატის კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა კანის კიბოს შემდეგ. პროსტატის კიბო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, ამიტომაც მთელ რიგ ქვეყნებში შემუშავებულია პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ შემუშავებულია და საქართველოს წამყვან ქალაქებში დანერგილია პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მამაკაცთა მაღალტექნოლოგიურ, ზუსტ და ბიუჯეტურ კვლევას პროსტატის კიბოზე.

პროსტატის კიბოს სკრინინგი (ქართულად - გაცხრილვა) და ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს პროსტატის კიბოს მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რადგანაც საწყის ეტაპებზე პროსტატის კიბო განკურნებადია. პროსტატის კიბო „ვერაგი“ დაავადებაა, რადგანაც საწყის ეტაპებზე იგი აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავს ავლენს მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გასცდება პროსტატის საზღვრებს და მეტასტაზების სახით მოედება ორგანიზმს.

ვისთვის არის რეკომენდირებული სკრინინგი

  • 50 წლის ზემოთ - ყველა მამაკაცისთვის
  • 40-45 წლიდან - თუ ოჯახში ერთ მამაკაცს მაინც აღენიშნებოდა პროსტატის სიმსივნე

რატომ არ კმარა მხოლოდ პსა-ს განსაზღვრა

პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის მსოფლიოში უკვე რამდენიმე ათწლეულია გამოიყენება სისხლის ანალიზი პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე (პსა). საქართველოში პსა ტესტირება და სკრინინგი დანერგა პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა 1997 წელს. დღეისათვის პროსტატის კიბოს სკრინინგის ეს ტაქტიკა უკვე მოძველებულია და მხოლოდ პსა-ს განსაზღვრა არ კმარა დიაგნოსტიკისთვის.

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სისხლში პსა-ს განსაზღვრასთან ერთად აუცილებელია სხვა თანამედროვე კვლევის საშუალებების გამოყენებაც, რათა მოხდეს პროსტატის კიბოს ზუსტი და ეფექტური სკრინინგი.

პროსტატის კიბოს ტრადიციული სკრინინგი ეყრდნობა მხოლოდ ერთ კვლევას, ეს არის პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში. სისხლში პსა-ს განსაზღვრა არ არის ზუსტი მეთოდი, რადგანაც ხშირად პსა-ს მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს „ნორმაში“ და ამ დროს შორსწასული პროსტატის კიბოს ჰქონდეს ადგილი, ან პირიქით პსა-ს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მომატებული და პროსტატის კიბოს კი არ ჰქონდეს ადგილი.

პსა-ს მაჩვენებლის მატებას იწვევს არა მხოლოდ პროსტატის კიბო, არამედ პროსტატის ანთება და პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება.

რას მოიცავს სკრინინგი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის მიერ შემუშავებული პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროტოკოლი ეყრდნობა მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს და გულისხმობს 3 კვლევას ნაცვლად 1 კვლევისა.

  1. პროსტატის მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი
  2. პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში
  3. პსა-ს სიმკვრივის გამოთვლა (პსა-ს მაჩვენებლის თანაფარდობა პროსტატის მოცულობასთან)

რა არის მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი

მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი წარმოადგენს ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის „გამადიდებელი შუშით“. ეს ულტრათანამედროვე მეთოდი შექმნილია სულ რამდენიმე წლის წინ და დღეისათვის ის გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი იძლევა საშუალებას ციფრულად შევაფასოთ პროსტატის კიბოს რისკი 5 ბალიანი PRI-MUS გრეიდინგ სისტემის გამოყენებით.

მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი საშუალებას იძლევა დავინახოთ პროსტატის უმცირესი სტრუქტურები, როგორიც არის პროსტატაში გამავალი სისხლძარღვოვანი კაპილარები, უწვრილესი ჯირკვლოვანი მილაკები და ა.შ.

თუ ჩვეულებრივი ექოსკოპიის აპარატების ულტრაბგერის რხევის სიხშირე 6-7 მეგაჰერცს არ აღემატება, უახლესი მოდელის მიკროექოსკოპს, 29 მეგაჰერცი სიხშირის ულტრაბგერის გენერირების წყალობით, გარჩევადობის უნიკალური უნარი და უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა აქვს.

ნატიფი, ზემოგრძნობიარე საიდენტიფიკაციო სისტემის წყალობით, ექიმ-სპეციალისტს ყველაზე მაღალი სიზუსტით შეუძლია შეაფასოს თუ რამდენად აუცილებელია პაციენტისთვის ბიოფსიის ჩატარება, და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია, სისტემა ბიოფსიისათვის ყველაზე აქტუალური უბნების შერჩევის საშუალებას იძლევა, რაც უმაღლესი სიზუსტის დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.

რაც მთავარია, მიკროექოსკოპიის დახმარებით პაციენტებს დროისა და ფინანსების დაზოგვის უნიკალური შანსი ეძლევათ! აღარ სჭირდებათ ცალკეული კვლევებისათვის სხვადასხვა ცენტრში სიარული, რამდენიმე სპეციალისტთან ვიზიტი, დამატებით ძვირადღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, შეუძლიათ ერთ კლინიკაში, ერთ სივრცეში, ერთ ვიზიტზე, ერთ ექიმთან ჩაიტარონ პროსტატის სრულყოფილი გამოკვლევა!

რატომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი?

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი მთელ რეგიონში ყველაზე ფართო კლინიკური გამოცდილების მქონე სამედიცინო დაწესებულებაა. ბოლო ორ წელიწადში ცენტრში 300-ზე მეტი წარმატებული რობოტული ოპერაცია შესრულდა.

კლინიკას პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ხელმძღვანელობს. ევროპაში, მათ შორის გერმანიის წამყვან კლინიკებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან მიღებული გამოცდილება საქართველოში დანერგა. იგი საქართველოს უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია.

რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მოქმედებს ჩვენი ფილიალების ქსელი: გამოცდილი უროლოგები ქუთაისსა და ბათუმში დაგეხმარებიან.

დამატებითი რჩევებისა და უროლოგიური საკითხების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს უროლოგიურ ჰაბს.