შარდის ბუშტის კიბო ავთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც შარდის ბუშტის კედლიდან ვითარდება.
შარდის ბუშტის სიმსივნე ხშირად ზედაპირულია ანუ არ სცილდება ლორწოვან გარსს. თუმცა, ავთვისებიანმა წარმონაქმნა შესაძლოა შარდის ბუშტის მთელი კედელი მოიცვას და მეტასტაზირებაც განიცადოს.
მაგალითად, ღვიძლში, ფილტვებში, ძვლოვან ქსოვილში. კუნთოვან შრეში ჩაზრდილი სიმსივნის შემთხვევები შარდის ბუშტის ავთვისებიანი წარმონაქმნების 20-25 % შეადგენს.
შარდის ბუშტის კიბოს რეციდივი საკმაოდ ხშირია. აქედან გამომდინარე, პაციენტებს სიცოცხლის მანძილზე რეგულარული შემოწმება და კონტროლი უხდებათ.
შარდის ბუშტის სიმსივნის რისკფაქტორები
სხვა სიმსივნური დაავადებების მსგავსად, შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკიც ასაკთან ერთად იზრდება.
რისკჯგუფაში შედიან მწეველები და ის პირები, რომლებიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქიმიკატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
სხვადასხვა კვლევა ადასტირებს, რომ თამბაქოს მწეველებს შარდის ბუშტის სიმსივნე 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ვიდრე არამწეველებს.
შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით ქალებთან შედარებით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ძირითადად 45-65 წლის ასაკში. კიბოს განვითარების რისკჯგუფში სპეციალისტები იმათაც აერთიანებენ, ვინც ხშირად ავადობს ცისტიტით და ვისაც ხშირად აღენიშნება შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. აღსანიშნავია, რომ მემკვიდრულ წინასწარგანწყობას ამ პათოლოგიის განვითარებაში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
როგორ ვლინდება შარდის ბუშტის კიბო
შარდის ბუშტის სიმსივნის სიმპტომია სისხლი და ტკივილი შარდვისას.
იმ შემთხვევაში თუ სიმსივნური წარმონაქმნი აფერხებს თირკმელებიდან ბუშტში შარდის ჩამოსვლას, შესაძლოა თირკმელების დისფუნქცია განვითარდეს.
ეს უკანასკნელი თავის მხრივ თირკმელების არეში ტკივილით გამოიხატება. არის შემთხვევები, როდესაც შარდის ბუშტში განვითარებული სიმსივნე ბლოკავს ურეთრას.
შესაბამისად დაბრკოლებას უქმნის შარდის გამოყოფის პროცესს, ეს კი შარდვის გაძნელებას და ტკივილს იწვევს.შარდში სისხლის არსებობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ ნიშნავს ავთვისებიანი პროცესის არსებობას. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ექიმთან ჩაწერა და დიაგნოსტიკა.
შარდის ბუშტის დიაგნოსტიკა
თუ ექიმი მიიჩნევს, რომ შარდის ბუშტის კიბოს გამოკვლევაა საჭირო, ის აუცილებლად დაგინიშნავთ შარდის ანალიზს. თუ შარდში სისხლი გამოჩნდება, საჭირო გარდება ციტოლოგიური გამოკვლევაც. გარდა ამისა, შარდის ბუშტის კიბოს გამოკვლევისას ტარდება უროგრაფიული (საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტულ კვლევას)და ექოსკოპიური კვლევები. სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების განსასაზღვრად გამოიყენება კტ-უროგრაფიაც. ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ხელმისაწვდომია ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი.
შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა
თანამედროვე ურო-ონკოლოგიის „ოქროს სტანდარტად“ მინიმალურად ტრამვული ქირურგია მიიჩნევა. შარდის ბუშტის სრული ამოკვეთა, მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიურ სიზუსტეს.
ლაპარასკოპია და მისი ტექნიკური ბარიერები
მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტრავმულობა, მას გააჩნია გარკვეული ტექნიკური ბარიერები:
- შეზღუდული მოძრაობა: ინსტრუმენტები მოძრაობენ ხისტად და არ აქვთ მაჯის მსგავსი მოქნილბა რაც ართულებს მუშაობას მცირე მენჯის ვიწრო უბნებში.
- გამოსახულება: ქირურგი ხედავს ორგანზომილებიან (2D) სურათს რის გამოც სიღრმის აღქმა შედარებით რთულია.
- ხელის კანკალი: აპარატურა ბოლომდე ვერ ანეიტრალებს ქირურგის ბუნებრივ ხელის კანკალს.
რობოტული ქირურგია შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ
რობოტული ქირურგია არის ახალი სიტყვა თანამედრვე მედიცინაში, აღნიშნული მეთოდის უპირატესობები პაციენტს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, სწორედ ამიტომ წლებთან ერთად იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ მეთოდზე.
რობოტის ინსტრუმენტები ადამიანის ხელზე მეტად მოქნილია (ბრუნავს 360 გრადუსით), რაც საშუალებას იძლევა უზუსტესი მოძრაობები ჩატარდეს იქ, სადაც ადამიანის ხელი ვერ წვდება.
მაღალი გარჩევადობის გამოსახულება საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ნერვები და სისხლძარღვები .
სისტემა სრულად აქრობს ხელის კანკალით გამოწვეულ რისკებს , რაც ოპერაციას უფრო უსაფრთხოს ხდის.
რობოტული ქირურგია VS ტრადიციული მეთოდები
რობოტული შარდის ბუშტის კიბოს ოპერაცია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
- მინიმალური სისხლის დანაკარგით რაც უზრუნველყოფს თითქმის უმტკივნეულო ოპერაციის შემდგომ პერიოდის.
- ინფექციის დაბალი რისკით – მცირე ზომის ჭრილობები აჩქარებს შეხორცების პროცესს.
- სწრაფი სარეაბილიტაციო პერიოდით: ნაწლავები სწრაფად იწყებენ ფუნქციონირებას რაც ამარტივებს პაციენტის სოციალურ ცხოვრებაში სწრაფ დაბრუნებას.
ჩვენი სამედიცინო გუნდი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ცენტრს ხელმძღვანელობს პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი — ინოვატორი, რომელმაც პირველმა შექმნა ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ქირურგიის გამოყენებით და ჩატარებული აქვს 400-მდე წარმატებული ოპერაცია. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი არის საქართველოსა და კავკასიაში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კლინიკა რობოტული ქირურგიის მიმართულებით.




