კლინიკა

გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს პაციენტზე სრულად მორგებულ სამედიცინო სივრცეს, სადაც დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი ერთ სივრცეშია მოქცეული. კლინიკაში პაციენტს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს პროსტატასთან დაკავშირებული ყველა საჭირო კვლევა უახლესი აპარატურით:

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ცნობილია თანამედროვე რობოტული ტექნოლოგიებით.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ სიზუსტეს, მინიმალურ ტკივილსა და სწრაფ რეაბილიტაციას. რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოსა და კავკასიაში გურამ ქარაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მან პირველმა დაინახა უახლესი ტექნოლოგიების დიდი პოტენციალი და ხელმისაწვდომი გახადა ისინი რეგიონისთვის.

პრფესორი გურამ ქარაზანაშვილი არის საერთაშორისოდ აღიარებული უროლოგი, ონკოუროლოგი, საქართველოში რობოტული ქირურგიის ფუძემდებელი. მან რეკორდულ დროში ჩაატარა ასობით  ურთულესი  რობოტული ოპერაცია და პირველმა შექმნა ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დღესდღეობით რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ოქროს სტანდარტს.

რობოტული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს მაქსიმალურად გამარტივებული აქვთ პოსტოპერაციული პერიოდი, პროცედურა მინიმალურად ინვაზიურია შედეგად, მცირდება სისხლის დანაკარგი და ინფექციის რისკი, ხოლო პაციენტის რეაბილიტაცია ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ერთადერთი კლინიკაა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ერთ ჭერქვეშ აერთიანებს ორ რობოტულ ტექნოლოგიას.

პაციენტებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს რობოტული ულტრაბგერითი HIFU თერაპია (ფოკალური მკურნალობა), რომელიც საშუალებას იძლევა პროსტატის სიმსივნე განადგურდეს ოპერაციის გარეშე, მხოლოდ დაზიანებულ უბანზე ზემოქმედებით და ჯანმრთელი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებით.

ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პროსტატის კობო სულიად განკურნებადია სწორედ ამიტომ  გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს რევოლუციურ ტექნოლოგიას მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს მისი წყალობით შესაძლებელია ჩატარდეს  პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი და დამიზნებითი ფიუჟენ ბიოფსია.

მიკრო-ულტრაბგერა (29 MHz) არის პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი, აპარატი უზრუნველყოფს 300% გადიდებულ გამოსახულებას რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ფიუჟენ ბიოფსია კი არის კვლევის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის კიბოს 100% იან დიაგნოსტიკას, პროცედურის დროს მასალის აღება ხდება მხოლოდსაეჭვო უბნებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ქსოვილები. ის ტარდება თანამედროვე აპარატით, მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცით.

კლინიკაში დანერგილია ულტრათანამედროვე Storz Medical ის ტექნოლოგია, აღნიშნული ბრენდის აპარატებით პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ დამიზნებითი ლითოტრიფსია და დარტყმით ტალღოვანი თერაპია.

დამიზნებითი ლითოტრიფსია წარმოადგენს  თირკმლის კენჭების დაშლის უოპერაციო მეთოდს, რომელიც 5 წლის წინ საქართველოში პირველად  პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა დანერგა.  მეთოდი არის სრულიად უმტკივნეულო, არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, პაციენტი იმავე დღესვე ტოვებს კლინიკას და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რაც შეეხება დარტყმით-ტალღოვანი თერაპიას, აღნიშნული მკურნალობის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ის აღიარებულია ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ. გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში 2019 წლიდან იყენებენ დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მეთოდს მისი წყალობით ათასობით მამაკაცმა დაივიწყა ერექციული დისფუნქცია. სპეციალური გადამწოდის წყალობით აკუსტიკური ტალღა დამიზნებითად, კონკრეტულ უბანში აღწევს და უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

უროლოგიური მიმართულების გარდა ცენტრი სხვა წამყვან სამედიცინო მიმართულებებსაც მოიცავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიურ ცენტრს. აქ მთავარი აქცენტი პაციენტის ინდივიდუალურ მართვაზე კეთდება, რაც გულისხმობს გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ კონსილიუმის გამართვას და მკურნალობის სტრატეგიის ერთობლივად დაგეგმვას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს თითოეული შემთხვევის დეტალურ და ყოვლისმომცველ განხილვას.

ამ სპეციალიზებული მიმართულებების გარდა, კლინიკა უზრუნველყოფს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგიით, გინეკოლოგიური მომსახურებით, მაგნიტურ რეზონანსული კვლევით, ციფრული რენტგენით, ყველა სისტემის ექოსკოპიური დიაგნოსტიკითა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრით, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  – ქ. თბილისი,  ჩაჩავას ქუჩა #1 მე-9 სართული

ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2

ჩვენი ფილიალები ქვეყნის მასშტაბით:

ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 21

ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124

ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. 29

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოდგენილია 5 ფილიალით: თბილისში (დიღომი და ვაკე-საბურთალო), ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოდგენილია 5 ფილიალით: თბილისში (დიღომი და ვაკე-საბურთალო), ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს ინოვაციის, სიზუსტისა და პროფესიონალიზმის სინთეზს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ექიმთა მაღალი კვალიფიკაცია ერთიანდება პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.