გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ფიმოზი – მკურნალობა (ცირკუმციზია)

ფიმოზის მკურნალობა (ცირკუმციზია) | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

ფიმოზი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია.

ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. ახალშობილებში ფიმოზი ფიზიოლოგიურ მდგომარეობად ითვლება (ასოს თავზე ჩუჩის სრულად გადაწევა მხოლოდ ახალშობილ ვაჟთა 4%-შია შესაძლებელი, 90%-ში კი ეს მხოლოდ 3 წლის ასაკისთვის ხერხდება).

აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ნორმაზე მეტი რაოდენობით გროვდება, დაავადებათა გამომწვევ მიკრობებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნებათ. ამიტომაც აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა – ასოს თავის რეგულარული ბანა საპნითა და თბილი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსთიტი – ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი მიმართულებით გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს და ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს.

შეძენილი ფიმოზი ასოს ტრავმის ან განსაზღვრული დაავადების შედეგად ვითარდება.

მოზრდილ მამაკაცებს ის შესაძლოა ბავშვობიდან ჰქონდეთ შემორჩენილი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეძენილი.

აღნიშნულ პერიოდში, გარეთა სასქესო ორგანოების ინტენსიური ზრდის პროცესში, ზოგჯერ თავს იჩენს ერთგვარი შეუსაბამობა სასქესო ასოსა და ჩუჩის განვითარებას შორის – ჩუჩა ზომით ჩამორჩება ასოს გაზრდილ თავს. მისი სანათური იმდენად მცირეა, რომ მისი სრულად გადაწევა ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, დაავადება პროგრესირებს (ერექციის, მასტურბაციისა და სქესობრივი ცხოვრების გამო). ერექციის დროს ასოს თავი დიდდება, ჩუჩა ძნელად და გაჭირვებით იწელება, კიდეებზე მიკრონახეთქები უჩნდება.

წესისამებრ, ისინი ძალიან მცირე ზომისაა, სისხლდენა არ ახასიათებს და თავდაპირველად დიდ უსიამოვნებას არ იწვევს.

მიკრონახეთქების შეხორცებისას დაზიანებულ უბნებში მიკრონაწიბურები წარმოიქმნება.

ნაწიბუროვანი (შემაერთებელი) ქსოვილი ნაკლებელასტიკურია, ამიტომაც ყოველი ახალი ნაწიბური უფრო მეტად აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს, უფრო მეტად ავიწროებს ჩუჩის სანათურს.

დაავადების პროგრესირებისდა კვალად, შესაძლოა, ჩუჩის კიდემ სქესობრივი აქტის დროს უფრო და უფრო სერიოზული და სისხლმდენი დაზიანებანი განიცადოს.

გამოხატული ფიმოზის დროს შარდის ბუშტის დაცლაც გაძნელებულია, რაც, თავის მხრივ, იწვევს შარდის ბუშტის კედლის გადაძაბვას, გაწელვას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებასა და კენჭების ჩამოყალიბებას. ფიმოზის გართულებათაგან აღსანიშნავია პარაფიმოზი – სასქესო ასოს თავის გაჭედვა ჩუჩაში, რის შედეგადაც ასოს თავი და ჩუჩა შუპდება. ასეთ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი ოპერაციული ჩარევა.

ფიმოზის კიდევ ერთი სერიოზული გართულებაა ბალანოპოსტიტი – ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება.

ფიმოზი - მკურნალობა (ცირკუმციზია) | ფოტო

ფიმოზის მკურნალობა

მკურნალობა ამპუტაციას კი არა, ჩუჩის მოკვეთას ანუ ცირკუმციზიას გულისხმობს.

მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ამჟამად არსებობს ცირკუმციზიის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვადასხვა ქირურგის მიერ არის შემუშავებული.

ზოგადად კი განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რომელთა დროსაც, შესაბამისად, ხდება ჩუჩის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცედურა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გენიტალური ჰერპესი  და სხვა) ალბათობასაც აქვეითებს.

ცირკუმციზია აადვილებს სასქესო ასოს ჰიგიენას – სმეგმა ამ დროს გაცილებით ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა. რაც შეეხება ცირკუმციზიის უარყოფით შედეგებს:

  • თუ პროცედურა არასრულფასოვნად და არასტერილური ხელსაწყოებით ჩატარდა, ისევე, როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციების დროს, სავსებით შესაძლებელია, ჭრილობა ანთებითი პროცესით გართულდეს. ჭრილობის დაჩირქებას ხელს უწყობს ანალური ხვრელის სიახლოვე და პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიგიენის წესების დაუცველობა.
  • ცირკუმციზიას ზოგჯერ სასქესო ასოს დეფორმაცია მოსდევს. პროცედურის არასწორად ჩატარება (კანის ნაოჭის საჭიროზე მეტი ნაწილის მოკვეთა) ასოს მფარავი კანის დაჭიმვას იწვევს და პენისის დეფორმაციას განაპირობებს.

ამ გართულებათა რისკი დახელოვნებული ქირურგების ხელში მინიმუმამდე დადის, ამიტომაც ნუ შეგაშინებთ ქირურგიული მანიპულაციის გართულების ალბათობა.

გირჩევთ, გააცნობიეროთ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა და ექიმ სპეციალისტს მიმართოთ. ამით თქვენი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ ფიმოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

ვარიკოცელე – სიმპტომები

შემდეგი სტატია

მორიგი მსოფლიო კონგრესის მოლოდინში თვალი გადავავლოთ 2017 წლის შედეგებს

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი