გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი უროლოგიური ჰაბი თირკმლის დაავადებები

თირკმლის კენჭები და მისი პოტენციური გართულებები ორსულობის დროს

13/01/2025
რუბრიკა თირკმლის დაავადებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, უროლოგიური ჰაბი, ქალთა ჯანმრთელობის (შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემების) მდგომარეობის კომპლექსური დიაგნოსტიკა, ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი
Share on FacebookShare on Twitter

 

  • რამდენად ხშირია ჰიდრონეფროზი ორსულობის დროს?

ფიზიოლოგიური ჰიდრონეფროზი გვხვდება ორსულთა 80%-ზე მეტ შემთხვევაში. მესამე ტრიმესტრში, ქალთა 90%-ში ჰიდრონეფროზი არის მარჯვნივ და 67%-ში მარცხნივ

  • როგორია ორსულობის დროს ჰიდრონეფროზის მექანიზმი?

ჰორმონ-პროგესტერონის გამო, შარდსაწვეთის კუნთოვანი სისტემა დუნდება, ხოლო ორსულობის შემდგომ ეტაპებზე ხდება შარდსაწვეთზე ზეწოლა გადიდებული საშვილოსნოს. ხშირად ხდება საშვილოსნოს გადახრა მარჯვნივ, რაც უფრო მეტ ზეწოლას იწვევს მარჯვნივ შარდსაწვეთზე, ვიდრე მარცხნივ. მარცხენა შარდსაწვეთი გარკვეულწილად დაცულია სიგმოიდური მსხვილი ნაწლავით და მისი მეზენტერიუმით. ჰიდრონეფროზი ჩვეულებრივ ქრება მშობიარობიდან ექვსი კვირის შემდეგ

  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას ორსულობის დროს კენჭების წარმოქმნაზე?

ეს ფაქტორები მოიცავს თირკმლის პლაზმური ნაკადის და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მატებას, რაც იწვევს შარდში კალციუმის, შარდმჟავას, ნატრიუმის და ოქსალატის ექსკრეციის გაზრდას. ასევე, მცირდება კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბცია პარათირეოიდული ჰორმონის დათრგუნვის გამო, ხოლო ჰიდრონეფროზი იწვევს შარდის შეგუბებას, რაც ზრდის ქვების წარმოქმნის რისკს, თუმცა ამავდროულად იზრდება ქვების წარმოქმნის დამთრგუნველი -ინჰიბიტორების გამოყოფა შარდში, მათშორის ციტრატის, მაგნიუმის და გლიკოპროტეინ ნეფროკალცინის, შესაბამისად ორსულობის დროს ტუტე შარდი ხელს უშლის ქვების წარმოქმნას, აქედან გამომდინარე, ქვების წარმოქმნის საერთო რისკი მსგავსია როგორც ორსული, ისე არაორსული პაციენტებისათვის

  • როგორ ვლინდება კენჭები ორსულობის დროს?

გვერდის ტკივილი, ხილული ან უხილავი ჰემატურია (სისხლიანი შარდი), საშარდე გზების ინფექცია, რაც შესაძლოა შემთხვევით გამოვლინდეს სკრინინგის დროს

  • რომელი გამოსახულებითი სადიაგნოსტიკო საშუალებებია დაშვებული ორსულ პაციენტებში და რა უპირატესობა/მინუსები აქვს თითოეულს?

ექოსკოპიური კვლევა არის პირველი რიგის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ის ფართოდ არის ხელმისაწვდომი და არ არის რადიაციული, თუმცა მას აქვს დაბალი მგრძნობელობა თირკმელებისა და შარდსაწვეთის კენჭების მიმართ. დამატებითი ვარიანტია MRI (მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა), რაც ძვირია და ნაკლებად ხელმისაწვდომი. MRI-ს სიზუსტე ბევრად მეტია ექოსკოპიასთან შედარებით. MRI შეიძლება აჩვენოს ჰიდრონეფროზი და ზოგჯერ ავსების დეფექტებიც. ექოსკოპიის ან MRI-ს უარყოფითი რისკები არ არის გამოვლენილი არცერთ ტრიმესტრის განმავლობაში, მაგრამ თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტრასტული აგენტების გამოყენება; მაიონებელი გამოსხივება ზოგადად თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ ეს შესაძლებელია. ულტრა დაბალი დოზით კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენება, არის დიაგნოსტიკური სიზუსტის ვარიანტი ნაყოფისთვის რადიაციის დოზირების ძალიან მცირე რისკით, მაგრამ ეს რისკი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან დაგეგმილია ქირურგიული ჩარევა

  • რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს?

შარდის და სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც, კრეატინინი სისხლიდან, ელექტროლიტები (UE), C-რეაქტიული ცილა (CRP)

  • რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკებია დაშვებული ორსულობის დროს?

პენიცილინის და ცეფალოსპორინის ჯგუფის მედიკამენტები უსაფრთხოა. ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენებაც თავიდან უნდა იქნას აცილებული, არის ამინოგლიკოზიდები სმენის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანების რისკის გამო, ასევე ტრიმეტოპრიმი, რადგან ის ტერატოგენურია (ფოლიუმის ანტაგონისტი) და ფტორქინოლონები ართროპათიის რისკის გამო.

  • რა სახის ანალგეზია არის უსაფრთხო ორსულობის დროს?

პარაცეტამოლი უსაფრთხოა მთელი ორსულობის განმავლობაში და მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია სიცხისა და შარდსაწვეთის კოლიკის სიმპტომების დროს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში; კოდეინის გამოყენებასთან არსებობს ტერატოგენეზის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული პირველ ტრიმესტრში. მორფინის გამოყენება შესაძლებელია დაბალი დოზებით და მოკლე კურსებით, თუმცა სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული მესამე ტრიმესტრის ბოლოს, ნაყოფის ოპიატებზე დამოკიდებულების რისკის გამო

  • რამდენად ხშირია ორსულებში ბაქტერიურია და როგორ უნდა მოგვარდეს ის?

უსიმპტომო ბაქტერიურია გვხვდება 4-7%-ში. მათგან 20-40%-ს უვითარდება პიელონეფრიტი ხშირად მესამე ტრიმესტრში, ამიტომ შეძლებისდაგვარად, ორსულობის დროს აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობა!

  • რა ვარიანტებია ორსულობის დროს ინფიცირებული ობსტრუქციული თირკმლის დრენირებისათვის? რა არის თითოეული მათგანის მთავარი მინუსი?

ერთი ვარიანტი გახლავთ შარდსაწვეთში სტენტის ჩადგმა, ან პერკუტანული (კანგავლითი) ნეფროსტომია. ნაკლოვანებები: შარდსაწვეთის სტენტისათვის – ზოგადი ანესთეზია, ან ი/ვ ანესთეზია, შარდსაწვეთის ხვრელის იდენტიფიცირების გაძნელება, სტენტის სიმპტომები, ფლუოროსკოპიის საჭიროება, გარე კომპრესია, რომელიც იწვევს სტენტის უკმარისობას.

პერკუტანული ნეფროსტომია – სისხლდენის რისკი თირკმელის პუნქციიდან გამომდინარე, ნეფროსტომის ამოვარდნის/გაჭედვის რისკი, ტკივილი ნეფროსტომის კანზე მიმაგრების ადგილზე.

ორივე მილს აქვს ინკრუსტაციისა და ბაქტერიების კოლონიზაციის რისკი, რის გამოც საჭიროებს შეცვლას ყოველ ექვს-რვა კვირაში ერთხელ მაინც. თუ სტენტი გამოიყენება ორსულობის დასაწყისში, განმეორებითი ზოგადი ანესთეზიის რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული

  • რა არის ჩვენება თირკმლის დრენირების?

ერთადერთი თირკმლის ობსტრუქცია, ორმხრივი ობსტრუქცია, მწვავე ობსტრუქციული ინფექცია-პიელონეფრიტი, თირკმელების ფუნქციის გაუარესება, პრეეკლამფსიის ნიშნები/ნაადრევი მშობიარობის ნიშნები, ანალგეზიის მიუხედავად მდგრადი ძლიერი ტკივილი

  • როგორ უნდა იმართოს ამ სიტუაციაში პაციენტი?

აუცილებელია ანალგეზია და კონსერვატიული მენეჯმენტი; ექსტრაკორპორალური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია ორსულობისას უკუნაჩვენებია; ორსულობის შემდგომ, აუცილებელია ჩატარდეს  ვიზუალიზაციური კვლევა, შარდსაწვეთის ქვების არსებობის დასადასტურებლად, რადგან კენჭი შეიძლება სპონტანურად გამოძევდეს 50-80%-ში

  • რა პოტენციური გართულებების რისკი არსებობს თირკმელის კენჭების დროს ორსულობისას?

ნაადრევი მშობიარობა, სპონტანური აბორტი, სეფსისი, პრეეკლამფსია, მცირე წონა. რეპროდუქციული ასაკის ქალებს, რომლებსაც აქვთ თირკმლის კენჭები, უნდა გაეცნონ რისკებს და უნდა განიხილონ მკურნალობა, რათა კენჭებისგან გამონთავისუფლებულებმა დაგეგმონ ორსულობა.


ნიკა გაგოშიძე
ექიმი-უროლოგი, შარდ-კენჭოვანი დაავადებების და კენჭის დაშლის ცენტრის ხელმძღვანელი, ენდოსკოპისტი, რობოტული ქირურგი.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

შემდეგი სტატია

მიკრო ულტრაბგერა 29 MHZ

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი