გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ეპიდიდიმიტი

epididimit

epididimit

ეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებაა. მისი მიზეზი, ჩვეულებრივ, ინფექციაა. ანთების გამომწვევის კვალობაზე, განასხვავებენ დაავადების არასპეციფიკურ და სპეციფიკურ ფორმებს. პირველ შემთხვევაში გამომწვევია რომელიმე მიკროორგანიზმი. მეორეში კი სათესლე ჯირკვლის დანამატის ტუბერკულოზურ, გონორეულ, ტრიქომონადულ, ქლამიდიურ, სიფილისურ ანთებასთან გვაქვს საქმე.

არსებობს შეგუბებითი ეპიდიდიმიტიც, რომელიც მენჯის ღრუს ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია.

შეგუბება შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი აღგზნებისას დაუკმაყოფილებლობის გამო, შეკრულობისას, ბუასილის არსებობისას, ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას.

ბოლოს, დანამატის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს სათესლე პარკისა და ჯირკვლების ტრავმა. ლაპარაკია იმ მიკროტრავმებზე, რომლებიც ხშირია ველოსიპედით მოძრაობისას, სირბილისას, ხტომისას, სიმძიმის აწევისას, ავტომობილით გადაადგილებისას.

ყველა შერყევისას მამაკაცი მთელი სიმძიმით აწვება შორისის მიდამოს, სათესლე პარკსა და ჯირკვლებს, რაც მათში მიკროსკოპულ სისხლჩაქცევებს იწვევს. ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ ქალაქის ქუჩებში ავტომობილით ერთსაათიანი მგზავრობისას მძღოლი 1300 ასეთ მიკროდარტყმას იღებს.

გამორიცხული არ არის, ეპიდიდიმიტი ორგანიზმის გადაცივებას ან ინსტრუმენტულ ჩარევას მოჰყვეს.

ქრონიკული და მწვავე

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ეპიდიდიმიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. სათესლე ჯირკვლის დანამატიდან დაწყებული ანთება შესაძლოა გავრცელდეს პროსტატაზე, ზოგჯერ – სათესლე ბუშტუკებსა და შარდგამომყოფ არხზეც. თუ ანთებითმა პროცესმა სათესლე ჯირკვალი მოიცვა, ეპიდიდიმიტს ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება) დაერთვის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს ურეთრიტის, პროსტატიტის, ვეზიკულიტისა და ყბაყურის გართულება.

მწვავე ეპიდიდიმიტი ვითარდება სათესლე პარკის ინფექციური დაზიანების ან ძლიერი ტრავმის შემთხვევაში.

მწვავე ეპიდიდიმიტის პირველი ნიშანი სათესლე ჯირკვალში უეცარი ტკივილია.

შესაძლოა თან სდევდეს ტკივილი შორისის, მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის მიდამოში. ამ დროს ჯირკვლის დანამატი გადიდებული და მტკივნეულია.

ქრონიკული ეპიდიდიმიტი ყველაზე ხშირად მწვავე ეპიდიდიმიტის არასრულყოფილი მკურნალობის შედეგია.

მას შემდეგ, რაც მწვავე მოვლენები გაივლის, სათესლე ჯირკვალში პერიოდულად წარმოიქმნება მღრღნელი ტკივილი. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს სიარულის ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

მწვავე ეპიდიდიმიტი ტკივილის სიმწვავის გამო ადამიანს ექიმთან მისვლას აიძულებს. აუცილებელია იმ ინფექციის დადგენა, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოიწვია დაავადება.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ეპიდიდიმიტის ქრონიკული ფორმა.

დიაგნოსტიკა ემყარება პალპაციას, შარდსადენი არხიდან გამოყოფილი გამონადენის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.

შარდისა და სისხლის ანალიზს, დაავადებული მიდამოს ულტრაბგერით გამოკვლევას.

ეპიდიდიმიტი აუცილებლად უნდა განასხვაონ ორქიტისგან, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხისა და ჯირკვლის სიმსივნისგან.

ეპიდიდიმიტის მკურნალობა სპეციფიკურია – დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე.

ნაჩვენებია ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, ვიტამინების და სხვათა მიღება, მწვავე ფორმის დროს შეიძლება ყინულის გამოყენებაც.

ავადმყოფისთვის აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი ფიქსირებული სათესლე პარკით.

რეკომენდებულია დიეტა: ცხარესა და შემწვარ-მოხრაკულის გამორიცხვა. დაჩირქების შემთხვევაში აუცილებელია ჩირქგროვის გახსნა და დრენირება.

ზოგიერთი ექიმი უპირატესობას ანიჭებს ეპიდიდიმიტის ოპერაციულ მკურნალობას. იმ მიზეზით, რომ საკმაოდ ხშირად თესლგამომყოფი არხები ნაწიბურდება და ვითარდება აზოსპერმია რაც უშვილობის მიზეზად იქცევა.

ითვლება, რომ მეორეული, ექსკრეტორული უშვილობის 70% სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების შედეგია.

ასე რომ, დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვავე ეპიდიდიმიტის მკურნალობა, თუ ის დროულად იქნა დაწყებული, ძნელი არ არის, თუმცა თანმიმდევრულობას და დისციპლინას მოითხოვს.

ექსკრეტორული უნაყოფობის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ნაყოფიერების აღდგენის ორი გზა: სათესლე არხების გამავლობის მიკროქირურგიული აღდგენა და სათესლე ჯირკვლების პუნქცია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩასატარებლად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ყველა პაციენტს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ქრონიკულ ეპიდიდიმიტს ანტიბიოტიკებით, იმუნომასტიმულირებელი და სხვა პრეპარატებით მკურნალობენ. მათთან ერთად წარმატებით გამოიყენება ფიზიოთერაპიული საშუალებები – ულტრაბგერა, ელექტროფორეზი, მაგნიტურ-ლაზერული თერაპია და სხვა.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ ეპიდიდიმიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. იხილეთ ჰოსპიტალის ექიმები: http://krc.gecategory/staff/

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

მორიგი მსოფლიო კონგრესის მოლოდინში თვალი გადავავლოთ 2017 წლის შედეგებს

შემდეგი სტატია

ეს ისეთი მკურნალობის მეთოდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ღირებულება გააჩნია

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი