გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა

ორგანიზმის სიგნალების დროულად აღქმას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის ანთება, რომელსაც სამედიცინო ენაზე პროსტატიტი ეწოდება, უროლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

სამწუხაროდ, პაციენტები ამ დაავადებას ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და მკურნალობას აგვიანებენ. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეხედულება, თითქოს პროსტატა მხოლოდ ხანდაზმულ მამაკაცებს აწუხებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ეს დაავადება ყველაზე ხშირად 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებშია გავრცელებული.

სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, 30 წლის მამაკაცების 30%-ს, 40 წლის მამაკაცების 40%-ს, ხოლო 50 წლის ასაკის მიღწევისას მამაკაცების ნახევარს პროსტატის ანთების ესა თუ ის ფორმა აღენიშნება. დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენილი ნიშნები ხშირად ბუნდოვანია, რის გამოც პაციენტები მათ დროებით გადაღლილობას ან უბრალო დისკომფორტს მიაწერენ. პროსტატის სიმპტომი დროულად უნდა ამოვიცნოთ, რადგან სწორი შეფასება პროსტატიტის მკურნალობის მეთოდების განსაზღვრისა და სრული გამოჯანმრთელების მთავარი წინაპირობაა.

პროსტატიტის ძირითადი სიმპტომები

პროსტატის ანთების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და რამდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა. პროსტატისა და პროსტატიტის სიმპტომები ხშირად კომპლექსურად იჩენს თავს.

შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები (დიზურია)

ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი შარდსადენ მილს გარს ერტყმის, მისი ანთებითი შეშუპება მოქმედებს შარდვის პროცესზე. ხშირი და გაძნელებული შარდვა დაავადების პირველი თვალსაჩინო სიგნალია. მამაკაცს უჭირს შარდვის დაწყება, უწევს მუცლის კუნთების დაჭიმვა და ჭინთვა, ხოლო შარდის ნაკადი ხდება სუსტი, წვეთოვანი ან წყვეტილი.

ხშირად პაციენტს უჩნდება შეგრძნება, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ დაცლილა. ამას ემატება ღამის საათებში შარდვის გახშირება, რასაც მედიცინაში ნოქტურიას უწოდებენ. პროცესს თან ახლავს წვა და მწვავე ტკივილი შარდსადენში, რაც პროსტატის კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი ხდება.

ტკივილის ლოკალიზაცია და ხასიათი

პროსტატის ტკივილი იშვიათად არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი კონკრეტული არეალით. ძირითადი დისკომფორტი იგრძნობა შორისის მიდამოში, სათესლე პარკსა და ანუსს შორის, ასევე კუდუსუნისა და საზარდულის არეში.

მტკივნეული შეგრძნებები შესაძლოა გავრცელდეს მუცლის ქვედა ნაწილში, თეძოებში, შარდსადენსა და სწორ ნაწლავში. გადიდებული ჯირკვლის მხრიდან სწორ ნაწლავზე ზეწოლის გამო პაციენტები ხშირად გრძნობენ სიმძიმეს, რასაც მცდარად ბუასილს მიაწერენ. ტკივილის ასეთი გავრცელება ურთულებს პაციენტს რეალური მიზეზის მიხვედრას, რასაც ექიმთან ვიზიტის გადადება მოჰყვება.

სქესობრივი სფეროს დარღვევები

წინამდებარე ჯირკვალი აქტიურად მონაწილეობს რეპროდუქციულ პროცესებში, შესაბამისად, ანთება სქესობრივ ცხოვრებაზეც უარყოფითად აისახება. პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილს ან დისკომფორტს ეაკულაციის დროს.

ამასთანავე შესაძლოა, გამოვლინდეს ერექციის დასუსტება, ლიბიდოს დაქვეითება ან ნაადრევი ეაკულაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ქრონიკული პროსტატიტი დროთა განავლობაში სერიოზულ სექსუალურ დისფუნქციას უდებს სათავეს.

მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი

დაავადების მიმდინარეობა მკვეთრად განსხვავდება მისი ფორმის მიხედვით.

მწვავე პროსტატიტის სიმპტომები

მწვავე პროსტატიტის სიმპტომები უეცრად და აგრესიულად იჩენს თავს. სხეულის ტემპერატურა 39-დან 40 გრადუსამდე იმატებს, ვითარდება ძლიერი შემცივნება და აუტანელი ტკივილი მენჯის არეში. ამ დროს არსებობს შარდის მწვავე შეკავების რეალური საშიშროება, როდესაც პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შარდავს და საჭიროებს გადაუდებელ კათეტერიზაციას. მკურნალობის გარეშე პროცესი შესაძლოა, ჩირქოვან აბსცესში გადაიზარდოს.

ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომები

ქრონიკული პროსტატიტის ნიშნები სრულიად განსხვავებული სურათით ხასიათდება. დაავადება მიმდინარეობს ფარულად, დუნედ და პერიოდული გამწვავებებით. სიმპტომები ხშირად შენიღბულია, პაციენტს აწუხებს ქრონიკული დაღლილობა, წელის ტკივილი ან დისკომფორტი გულის არეში.

ამის გამო ხშირად სვამენ რადიკულიტის, ნევროზის ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დიაგნოზს, ხოლო ნამდვილი მიზეზი დაუდგენელი რჩება. ხანგრძლივი დისკომფორტი იწვევს ემოციურ დაძაბულობას, ნერვოზულ მდგომარეობასა და გუნება-განწყობის დაქვეითებას, რასაც საკუთარ ჯანმრთელობაზე მუდმივი ნერვიულობა კიდევ უფრო აძლიერებს.

სპეციფიკური ფორმა: ვირუსული პროსტატიტი და მისი ნიშნები

ანთება ბაქტერიული წარმოშობის ყოველთვის არ არის. სამედიცინო პრაქტიკაში ცალკე გამოჰყოფენ ვირუსულ პროსტატიტს. მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი ან ადამიანის პაპილომავირუსი.

ეს ფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მასზე სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპია არ მოქმედებს. ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიების განადგურებაზეა მიმართული და ვირუსულ ინფექციას ვერ ებრძვის. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს და მდგომარეობა არ უმჯობესდება, სავარაუდოა დაავადების ვირუსული ან არაბაქტერიული ბუნება. ასეთ დროს აუცილებელია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, კერძოდ პროსტატის სეკრეტისა და სპერმის ანალიზი, რაც გამომწვევი მიზეზის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

რა იწვევს ამ სიმპტომების განვითარებას?

პროსტატის ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ინფექციურ გამომწვევებს შორის ხშირად გვხვდება სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორებიცაა ქლამიდია, ურეაპლაზმა და ტრიქომონადა, ასევე ნაწლავის ჩხირი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია არაინფექციური მიზეზები. მცირე მენჯის ღრუში სისხლის შეგუბება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ანთებისთვის. ოფისში ხანგრძლივი მუშაობა და ავტომობილის მართვა ამ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ველოსიპედისტები და მოტოციკლისტები მიეკუთვნებიან ცალკე ჯგუფს, სადაც შორისის ქრონიკული მიკროტრავმა უძღვის წინ პრობლემის ჩამოყალიბებას. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სისტემატური სერფინგი, თხილამურებით სრიალი ან ცივ ზედაპირზე ჯდომა, ასევე დაქვეითებული იმუნიტეტი, ქრონიკული სტრესი და არაბალანსირებული კვება.

რა საფრთხის შემცველია სიმპტომების იგნორირება?

სიმპტომების დროებით შემსუბუქება პაციენტებში ხშირად ცრუ სიმშვიდეს იწვევს. სიმპტომების გაქრობა არ მიუთითებს განკურნებაზე, ინფექცია გადადის ფარულ, ქრონიკულ ფაზაში და განაგრძობს ორგანიზმის დაზიანებას.

პროსტატიტის გართულებები მრავალფეროვანი და საშიშია. ანთება შესაძლოა, გავრცელდეს მომიჯნავე ორგანოებზე და გამოიწვიოს ვეზიკულიტი (სათესლე ბუშტუკების ანთება) ან ეპიდიდიმიტი. კიდევ ერთი სერიოზული შედეგია უშვილობა, ვინაიდან ანთებითი პროცესი აუარესებს პროსტატის სეკრეტის ხარისხს, რაც აუცილებელია სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობისა და მოძრაობისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული ანთების კავშირი ონკოლოგიურ რისკებთან. ხანგრძლივი ანთებითი პროცესის დროს ქსოვილებში ინტენსიურად გამომუშავდება კინინები, ანუ სპეციფიკური ბიოლოგიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ატიპური უჯრედების გამრავლებას, რაც ზრდის სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების რისკს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს სკრინინგი.

პროსტატიტის, ადენომისა და კიბოს განსხვავებები

მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ეს სამი დაავადება ხშირად მსგავსი ჩივილებით მიმდინარეობს, თუმცა მათი წარმოშობა და მკურნალობის გზები განსხვავებულია:

  • პროსტატიტი: ჭარბობს ტკივილის შეგრძნება, წვა, მწვავე ან ქრონიკული ანთებითი სურათი, რომელიც ახალგაზრდა ასაკშიც ვითარდება.
  • პროსტატის ადენომა: უმთავრესად ვლინდება შარდის გამოყოფის მექანიკური დაბრკოლებით, სუსტი ნაკადით და პროგრესირებს ასაკის მატებასთან ერთად.
  • პროსტატის კიბო: საწყის სტადიებზე მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. სწორედ ამის გამო მხოლოდ ჩივილებზე დაყრდნობა არ არის საკმარისი და აუცილებელია პროსტატის კიბოს სკრინინგი.

დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობის საფუძველია. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი, სადაც პირველად დაინერგა რობოტული ქირურგია, პაციენტებს სთავაზობს გამოკვლევების სრულ სპექტრს.

დიაგნოსტიკური პროცესი იწყება შარდის სეგმენტური ანალიზითა და პროსტატის სეკრეტის გამოკვლევით, რაც საშუალებას იძლევა, დადგინდეს ანთების ხასიათი და გამომწვევი მიზეზი. ჯირკვლის სტრუქტურის დეტალური შეფასებისთვის ცენტრში გამოიყენება ExactVu™ მიკრო-ექოსკოპია, რომელსაც სტანდარტულ აპარატურასთან შედარებით 300%-ით მაღალი გარჩევადობა აქვს.

საჭიროებისას ტარდება PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) ტესტი. თანამედროვე ევროპული სტანდარტებით PSA-ს ნორმის ზედა ზღვრად მიჩნეულია 2 ნგ/მლ. საეჭვო კერების გამოვლენის შემთხვევაში, ონკოლოგიური პათოლოგიის გამოსარიცხად ტარდება მაღალზუსტიანი Fusion ბიოფსია, რომელიც ქსოვილს უშუალოდ დაზიანებული არეალიდან იღებს.

მკურნალობა, პროფილაქტიკა და დროული რეაგირება

მკურნალობის ტაქტიკა შეირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების გამომწვევი მიზეზისა და ფორმის გათვალისწინებით. თანამედროვე უროლოგიაში წარმატებით გამოიყენება ინოვაციური შოკ-ტალღოვანი თერაპია აპარატით Storz Medical Duolith SD1 T-TOP, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში და ამცირებს ანთებით პროცესს. თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმას ადგენს ძლიერი უროლოგი.

პროფილაქტიკა მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სასარგებლოა ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, ფეხით სეირნობა, კიბეზე ასვლა, გადაცივების თავიდან აცილება, დაბალანსებული კვება, რეგულარული და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება და წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური შემოწმება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პროსტატის სიმპტომების დროებითი გაქრობა არ მიუთითებს სრულ განკურნებაზე; ინფექცია ხშირად გადადის ფარულ ქრონიკულ ფაზაში და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გამწვავდება. გარდა ამისა, ტკივილის ხასიათის გარჩევა აუცილებელია: მაგალითად, ხერხემლისა თუ რადიკულიტის დროს ტკივილი უშუალოდ უკავშირდება სხეულის მოძრაობასა და პოზის ცვლილებას, ხოლო პროსტატიტის დროს მას აუცილებლად თან ახლავს შარდვის დარღვევები, წვა ან დისკომფორტი შორისის არეში. თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, შარდის სრული შეკავება ან შარდში სისხლის გამოჩენა, ეს გადაუდებელ უროლოგიურ ჩარევას მოითხოვს და დაყოვნებას არ ექვემდებარება.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ლითოტრიფსია — თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა
თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ექოსკოპია
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი