პროსტატა – წინამდებარე ჯირკვალი, წაბლის ფორმის ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს. ჯირკვალი ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილისგან შედგება. ზოგიერთი სპეციალისტი შუა წილსაც გამოყოფს. პროსტატაში ორი ტიპის ქსოვილი განირჩევა: ძირითადი ანუ ჯირკვლოვანი, რომლის უჯრედებიც პროსტატის წვენს წარმოქმნის და კუნთოვანი ბოჭკოები. პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს , რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
რა ფუნქციებს ასრულებს პროსტატა?
პროსტატა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მამაკაცის ჯანმრთელობასა და ზოგადად, ჯანსაღ, აქტიურ ცხოვრების წესში. სწორედ, პროსტატის ნორმალურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული მამაკაცის განაყოფიერების უნარი, პროსტატა არის აგრთევე ერთგვარი ბარიერული ფუნქციის შემსრულებელი -ბლოკავს შარდის ბუშტის ყელს და უზრუნველყოფს რომ შარდი არ მოხვდეს ეაკულატში, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე პროსტატის როლი მოშრადვის პროცესში, ვინაიდან შარდის ნორმალური გამოყოფისათვის აუცილებელია პროსტატის მოდუნება , წინააღმდეგ შემთხვევაში მოშარდვის პროცესი რთულდება, ხდება მტკივნეული და ხშირი.
პროსტატა და მასში მიმდინარე ძირითადი დაავადებები
სამწუხაროდ, პროსტატის დაავდებები მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მამაკაცს აწუხებს, ფართოდ არის გავრცელებული და მამაკაცთა სიმსივნით სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველი ან მეორე ადგილი უკავია პროსტატის კიბოს.
- პროსტატიტი – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში.
პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ. - პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. ის ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ. აქედან გამომდინარე მის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს (შესაბამისად მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს) შორის თანაფარდობის დარღვევას.
- პროსტატის კიბო (ადენოკარცინომა) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა.
რა უწყობს ხელს წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების განვითარებას?
პროსტატის პათოლიოგიებისა და დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვანდ ზრდის მამაკაცის ცხოვრების წესი , კერძოდ:
- არასწორი კვება
- გაციება
- პასიური, ფიზიკურად არააქტიური ყოველდღიურობა
- მავნე ჩვევები
- სექსობრივი გზით გადამდები დაავადებები
- პასიური სქესობრივი ცხოვრება
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ გართულებები, აუცილებელია მიმართოთ უროლოგს, ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილების შემთხვევაში:
- ხშირი შარდვა
- სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
- შარდვის დროს წვა
- გაძნელებული შარდვა
- შარდვის დროს ტკივილი
- წელის ქვედა ნაწილში ტკივილი
- შარდის წყვეტილი ნაკადი
- შარდის ნაკადის შემცირება
- ნარჩენი შარდი (როცა შარდის ბუშტი სრულად არ იცლება)
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პროსტატის დაავადებები მიჩნეულია პროსტატის ადნომისა და კიბოს განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორად. გარდა ამისა, უახლესი სტატისტიკური მონაცემები პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს, შესაბამისად ის აზრი, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა, ამის ნაცვლად პროსტატის დიაგნოსტიკის ულტრათანამედროვე აპარატურისა და მეთოდების დანერგვით, პროსტატის სკრინინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე– ახლა, როდესაც პროსტატის კვლევისათვის გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიოფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე) მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.
დღეს, მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით, უკვე ხელმისწვდომია ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომლებიც პროსტატის კიბოს ადრეულ, უსიმპტომო სტადიაზეც კი 100% შემთხვევაში ავლენს, ესენია :
მიკროექოსკოპია – პროსტატის კვლევა ExactVu-ს მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის საეჭვო უბნების 300%-ით გაზრდილ ვიზუალიზაციას.
დამიზნებითი ბიოფსია მიკროექოსკოპული კონტროლით -თარგეთული ბიოფსიის ერთ-ერთი ულტრათანამედროვე სახეობა, რომელიც აგარიდებთ ბრმა და არასაჭირო ბიოფსიებს, ხორციელდება ExactVu-ს მიკროექოსკოპიის აპარატით.
,,ფიუჟენ’’ Fusion ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკროექოსკოპიის ერთდროული კონტროლით – მიკროექოსკოპიისა და MRI-ის მონაცემების შერწყმა იძლევა ვიზუალიზაციისა და გარჩევადობის უმაღლეს დონეს, საეჭვო უბანზე ხორციელდება უზუსტესი დამიზნება , ბიოფსიის რეალურ დროში წარმოება და კიბო ვლინდება 100% შემთხვევაში
“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ პროსტატის დაავადებების მკურნალობას თანამედროვე სტანდარტებით!




