გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

საშვილოსნოს დაწევა

muceli

muceli

ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

საშვილოსნოს დაწევა ანუ გენიტალური პროლაფსი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნო დანამატებითურთ ქვემოთ ეშვება (ამ დროს საშვილოსნოს ყელი არ სცილდება სასქესო ნაპრალს); დროთა განმავლობაში აღნიშნულ პათოლოგიურ მდგომარეობას შესაძლოა ორგანოს ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა მოჰყვეს.

საშვილოსნოს ნაწილობრივი გამოვარდნის დროს მისი ყელი სცილდება სასქესო ნაპრალს. სრული გამოვარდნის დროს კი ყელთან ერთად ტანიც გამოდის სასქესო ნაპრალიდან. ამ დროს ფაქტიურად საშოს კედლების გამოვარდნაც აღინიშნება.

საშვილოსნოს დაწევის სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

დაავადების მიზეზი მენჯის ფუძის კუნთებისა და შესაბამისი საფიქსაციო (იოგოვანი) აპარატის სისუსტეა. ამ უკანასკნელს თავის მხრივ იწვევს მრავალჯერ მშობიარობა, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები, მძიმე ფიზიკური სამუშაო, მშობიარობის შემდგომი მძიმე პერიოდი, ასაკობრივი ცვლილებები სასქესო ორგანოებში და სხვა. რისკ ჯგუფს ქმნიან მრავალჯერ ნამშობიარები და ასაკოვანი ქალები. რამდენადაც საშვილოსნოს დაწევას მუცლის ღრუში წნევის მატება უწყობს ხელს, რისკ-ფაქტორებს შორის უნდა გამოიყოს აგრეთვე გაცხიმოვნება, ქრონიკული ყაბზობა, სიმძიმეების აწევასთან დაკავშირებული სამუშაო. გოგონებს, ახალგაზრდა და არანამშობიარებ ქალებს საშვილოსნოს დაწევა, როგორც წესი, არ უვითარდებათ.

საშვილოსნოს დაწევის მანიშნებელია სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, მქაჩავი ტკივილები საშოს და კუდუსუნის მიმართულებით, ზოგჯერ წელისკენ ირადიაციით.აგრეთვე ყაბზობა, შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის, სიარულის დროს, შარდვის გახშირება და სხვა.

საშვილოსნოს დაწევა, საშვილოსნოს გამოვარდნა | ფოტო

 

  1. ნორმალური საშვილოსნო   
  2. საშვილონოს დაწევა 
  3. საშვილოსნოს გამოვარდნა     

საშვილოსნოს დაწევა: პროგრესირებადი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ადრეულ მკურნალობას   

იზოლირებულად მხოლოდ საკვერცხეების დაწევა შედარებით იშვიათია. საკვერცხეები, ჩვეულებრივ, ფალოპის მილებთან და საშვილოსნოსთან ერთად იცვლიან ადგილმდებარეობას. სასქესო ორგანოთა პტოზი (ანუ დაწევა) ჩვეულებრივ ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი.

აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენისთანავე მისი პროგრესირებადი ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის დაწყება.

დროულად მიაკითხეთ ექიმს, ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები საკვერცხეების სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად, შეამოწმეთ მათი ფუნქცია და ამა თუ იმ სახის დარღვევის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის მკურნალობას; დროულად დაიწყეთ ზოგადგამაჯანსაღებელი, იოგოვანი აპარატის განმამტკიცებელი და ტონუსის ასამაღლებელი სპეციალური ვარჯიშები.

არ დაიზაროთ და აღნიშნული ვარჯიშები ყოველდღიურ წესად დანერგეთ

გახსოვდეთ, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მენჯის, შორისისა და მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება და მათი ტონუსის ამაღლება. (მაგალითად ძალიან კარგ ეფექტს იძლევა კეგელის ვარჯიშთა კომპლექსი).

კონსერვატული მკურნალობა მოიცავს აგრეთვე წყლის პროცედურებსა და ესტროგენებით (ქალის სასქესო ჰორმონებით) შენაცვლებით თერაპიას. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა იოგოვანი აპარატის განმტკიცებას.

მკურნალობის განსაზღვრა ყველა შემთხვევაში ექიმის მიერ ინდივიდულურად, ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე და პტოზის ანუ ორგანოს დაწევის ხარისხის შესაბამისად ხდება!


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ საშვილოსნოს დაწევის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: Опущение матки
წინა სტატია

თირკმლის დაწევა – ნეფროპტოზი

შემდეგი სტატია

ბართოლინიტი – მკურნალობა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი