გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ბართოლინიტი – მკურნალობა

ბართოლინიტი
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უხშირესად გონოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს.მაგალითად, ნაწლავის ჩხირი ან შერეული ინფექცია.

ბართოლინიტის გამომწვევი მიზეზები

ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს. ბართოლინიტი, ძირითადად, ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მისი მიზეზი შეიძლება ვენერული დაავადებები გახდეს. ის ზოგჯერ ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზების, სტრესების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულების სახით გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქცია

ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. აღნიშნული სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და იცავს მას სიმშრალისაგან.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ასე მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მატულობს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს. კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირ შემთხვევაში ნახეთქების განვითარებასა და ქავილის აძლევს დასაბამს.

ბართოლინიტის კლინიკური კურსი


კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შესაძლოა იყოს პირველადი – ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინრის ანთების დროს, და მეორეული – ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).

ბართოლინიტის სიმპტომები

თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინრის ანთება (კანალიკულიტი), რომელიც ხასიათდება გამომტანი სადინრის სანათურის შეწითლებით.

ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან მცირე სასქესო ბაგეზეა განთავსებული. ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინრის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. როგორც წესი, ბართოლინის ჯირკვლის ანთება ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეზე ვლინდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესიებით (ინფილტრაციით) იწყება.

საყურადებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს ანუ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს, ინფილტრატი გაიწოვოს და მოხდეს თვითგანკურნება. თუ თვითგანკურნება ვერ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაცობას განიცდის, რაც დასაბამს აძლევს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს. უსიამოვნებებს შეიგრძნობს სიარულისას, სქესობრივი აქტისას.

ანთებითი პროცესის ჯირკვალზე და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელების შემთხვევაში ჭეშმარიტი აბსცესი ყალიბდება (პირველადი აბსცესი). ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორადად ხდება. მისი მიზეზი წინათ არსებული კისტის დაჩირქებაა.

ჯირკვალი ზომაში საგრძნობლად იმატებს. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონალური ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი ანუ ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის _ჩირქის გადაადგილება.

ყველაზე ხშირად აბსცესის თვითგახსნა ხდება. ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა ქვეითდება და სასქესო ბაგის მტიკვნეულობა ქრება.

ბართელონიტი | ფოტო

მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადადის. როგორც სხვა ქრონიკული პათოლოგიები, ქრონიკული ბართოლინიტიც ხასიათდება გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები. გამწვავების პერიოდში ქალს უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს დაზიანებული ჯირკვლის არეში. ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნებებს განიცდის სქესობრივი კონტაქტისა და სიარულისას.

მკურნალობა

ბართოლინიტის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე მოიცავს ანთებითი პროცესის კუპირებას. ეს თავის მხრივ გულსხმობს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და აგრეთვე სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას.

პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ.
დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული სეანსები. (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია).
კისტის განვითარების შემთხვევაში ხშირად დაზიანებული ჯირკვლის ამოკვეთა ხდება.

ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას სხვადასხვა მალამოებითა თუ პრეპარატებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს. ექიმი დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ ბართოლინიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

სტატია ატვირთულია 2018 წელს.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

საშვილოსნოს დაწევა

შემდეგი სტატია

ამერიკის უროლოგთა კონგრესზე პროფესორმა ქარაზანაშვილმა ინოვაცია დიდი წარმატებით წარადგინა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი