სიმსივნე (კიბო) ონკოლოგიური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომლის დროსაც ორგანიზმის უჯრედები კონტროლის გარეშე იყოფა. ჯანმრთელ ორგანიზმში ახალი უჯრედები წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. სიმსივნის შემთხვევაში, ეს პროცესი ირღვევა: დაზიანებული უჯრედები იყოფა, ვრცელდება და ქსოვილებში გროვდება.
ზოგი სიმსივნე, რომლებსაც კეთილთვისებიანად მოვიხსენიებთ, კონკრეტულ ადგილზეა ლოკალიზებული და მეზობელ ქსოვილებზე არ ვრცელდება. ავთვისებიანი სიმსივნე კი სხვა ორგანოებშიც გადადის, სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემას იყენებს და მეტასტაზებს, ორგანიზმის სხვა ნაწილებში ახალ სიმსივნურ კერებს ქმნის.
კიბო შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ორგანოში. ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, შარდის ბუშტისა და ყველა სხვა სიმსივნეების შემთხვევაში, მიდგომა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკა განსხვავდება. რაც უფრო ადრე ვლინდება, მით უფრო კარგია მკურნალობის ეფექტი.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, კიბო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ეხება. ონკოლოგია ბოლო ათწლეულში რადიკალურად შეიცვალა. დიაგნოსტიკა უფრო ზუსტია, მკურნალობა – უფრო მიზანმიმართული, გამოჯანმრთელება კი – სწრაფი.
სიმსივნის სიმპტომები – რა უნდა ვიცოდეთ?
კიბოს სიმპტომები ადრეულ სტადიაზე ხშირად ნათლად არ ვლინდება. ზოგჯერ ისინი ჩვეულებრივ დაღლილობას, სეზონურ ავადმყოფობას ან ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს ჰგავს. სწორედ ამ მიზეზით ბევრი ადამიანი ექიმთან გვიან მიდის.
ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ სიმპრომებზე: სისტემატურად წონაში კლება, ქრონიკული დაღლილობა, სხეულის ცალკეულ ნაწილში უმიზეზო ტკივილი, სისხლდენა ან უჩვეულო გამონადენი, კანის ფერის ცვლილება, ახლადგაჩენილი სიმკვრივე ან შეშუპება, ხმის ცვლილება.
სიმპტომები ორგანოს მიხედვით იცვლება. ხერხემლის სიმსივნე ხშირად ზურგის ქრონიკულ ტკივილს ემსგავსება, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, აგრესიული სიმსივნე, მიუხედავად ტიპისა, ხშირად სწრაფი პროგრესიით ხასიათდება.
ეს ნიშნები ავტომატურად ავთვისებიანი პროცესის მაჩვენებელი არ არის, მაგრამ მათი აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია უროლოგთან კონსულტაცია.
სიმსივნის 4 სტადია: რატომ არის მნიშვნელოვანი ადრე გამოვლენა?
კლინიკური პრაქტიკაში სიმსივნე 4 სტადიად იყოფა. პირველი ორი ადრეულია – კიბო ლოკალიზებულია, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში გავრცელება არ დასტურდება. ამ სტადიაზე მკურნალობა ყველაზე ეფექტურია. მესამე სტადიაზე პროცესი მეზობელ ქსოვილებსა და ლიმფურ კვანძებამდე ვრცელდება. სიმსივნის მეოთხე სტადიაზე, სადაც სიმსივნური უჯრედები შორეულ ორგანოებშიცაა, მკურნალობა რთულდება, თუმცა თანამედროვე ონკოლოგია ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.
სწორედ ამ მიზეზით, სკრინინგი, პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ადამიანი, ვინც რეგულარულ შემოწმებას გადის, სავარაუდოდ, ადრეულ სტადიაზე გამოავლენს პრობლემას – სიმსივნე ჯერ კიდევ სიმპტომების გარეშე იქნება. ეს სხვაობა, ადრეული გამოვლენა გვიანი გამოვლენისგან, ხშირად სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე მეტყველებს.
კიბოს დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დიაგნოსტიკა სამი ძირითადი მეთოდის კომბინაციით ხდება, რაც, ცალკეულ მეთოდებთან შედარებით, სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის:
- მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერციანი სიხშირით. ეს ტექნოლოგია ჩვეულებრივ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას იძლევა. სიმსივნური ქსოვილი ადრეულ სტადიაზე ჯანმრთელი ქსოვილისგან სტრუქტურით განსხვავდება – მიკრო-ულტრაბგერა ამ განსხვავებას მარტივად ხედავს. საქართველოსა და კავკასიაში ეს სისტემა მხოლოდ გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრშია ხელმისაწვდომი.

- MRI, რომელიც სიმსივნური პროცესის ლოკალიზაციას ზუსტად გვიჩვენებს. MRI განსაკუთრებით ინფორმაციულია იქ, სადაც ქსოვილი რთულ ანატომიურ სტრუქტურებს შორის მდებარეობს.
- Fusion ბიოფსია, სადაც MRI-ისა და მიკრო-ულტრაბგერის მონაცემები ერთდროულად გამოიყენება. ეს მეთოდი პროსტატის კიბოს სკრინინგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტრადიციული ბიოფსია 12-14 ნიმუშს არჩევითი წესით, “ბრმად” იღებს პროსტატიდან. ამ მიდგომის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სიმსივნე შეიძლება, არა შერჩეულ ადგილას იყოს და ნიმუში ვერ დაადასტურებს მას. Fusion ბიოფსია MRI-ით გამოვლენილ საეჭვო ზონებს ინახავს. ამ გზით შემთხვევით გამოტოვებული კერები იფარება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 700 000 მამაკაცი გადის განმეორებით ბიოფსიას, ხშირად სწორედ იმ მიზეზით, რომ პირველმა ბიოფსიამ სიმსივნე ვერ გამოავლინა.
კიბოს მკურნალობა – რობოტული ქირურგია და მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები
ონკოლოგიური ოპერაციის შედეგი მხოლოდ ქირურგის გამოცდილებაზე არ არის დამოკიდებული, მეთოდსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ღია ქირურგია, ლაპარასკოპია და რობოტული ჩარევა, ამ დროს სამივე გამოიყენება, მაგრამ ისინი რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს პაციენტს.
შარდის ბუშტის სიმსივნისა და პროსტატის დაავადებების შემთხვევაში, ქარაზანაშვილის ცენტრი Toumai-ის MicroPort-ის მეოთხე თაობის რობოტულ სისტემას იყენებს. ქირურგი ოპერაციას სპეციალური კონსოლიდან მართავს: ის საოპერაციო მაგიდასთან არ ზის, კონსოლიდან ხედავს ქსოვილებს, ნერვებს, სისხლძარღვებს 3D-ში, 10-ჯერ გადიდებულად. ადამიანის თვალი ასეთ სიზუსტეს ვერ მიაღწევს.
რობოტის სამუშაო ნაწილები 360 გრადუსამდე ბრუნავს – ადამიანის ხელი ამ კუთხეებამდე ფიზიკურად ვერ მიაღწევს. სისტემა ასევე ახდენს ხელის ბუნებრივი კანკალის ფილტრაციას, ოპერაცია კი მილიმეტრული სიზუსტით მიმდინარეობს. Toumai-ის სისტემას ტაქტილური უკუკავშირიც ემატება – ქირურგი, ვიზუალური ინფორმაციის გარდა, ქსოვილის სიმკვრივეს გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ოპერაციის შემდეგ პაციენტის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, მაქსიმალურად დაცულია.
პროსტატის სიმსივნის შემთხვევაში, ნერვშემნახველი ტექნიკა ქირურგს საშუალებას აძლევს, სიმსივნე ისე ამოიღოს, რომ ერექციული ფუნქცია და შარდის შეკავება ოპერაციის შემდეგ მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
შარდის ბუშტის ოპერაციებში განსაკუთრებით საყურადღებოა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის შესაძლებლობა, როცა ყოველგვარი გარე განაკვეთის გარეშე, ახალი ორგანო ყალიბდება. მსოფლიოში ამ ოპერაციას ონკოუროლოგების მხოლოდ 9% ახორციელებს. ქარაზანაშვილის ცენტრმა ის კავკასიასა და საქართველოში პირველად ჩაატარა და ახლა რეგულარულად ნერგავს.
პრაქტიკული შედეგები პაციენტისთვის: სისხლის დაკარგვა მინიმალურია, ოპერაციის შემდეგ ტკივილი – გაცილებით ნაკლები. ჰოსპიტალიზაციის ვადა სამიდან შვიდ დღემდეა. ის, რაც ღია ოპერაციის შემდეგ ერთ-ორთვიან რეაბილიტაციას მოითხოვდა, ამ შემთხვევაში, სხვანაირად გამოიყურება.
ქირურგიის გარდა, ცენტრი პაციენტებს Focal One-ის ფოკალურ თერაპიასაც სთავაზობს. ეს ტექნოლოგია სიმსივნურ კერებს ქირურგიული ჩარევის გარეშე, მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით ანადგურებს, ორგანო კი ხელუხლებელი რჩება.

რატომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი?
2024 წლის 27 თებერვალს კავკასიისსა და საქართველოს ისტორიაში პირველი რობოტული ოპერაცია ჩატარდა და ორ წელიწადში 300-ზე მეტი ჩარევა შესრულდა, როცა ევროპის ბევრ კლინიკაში 100 ოპერაცია წელიწადში წარმატებულ მაჩვენებლად ითვლება. ეს რიცხვი კლინიკის გუნდის გამოცდილებაზე მეტყველებს.
უროლოგიური ცენტრის გუნდი, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ათ წელზე მეტი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში – ბონში, მალმოში, ბერლინში, ვენაში, ფლორიდაში. ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია 1996 წლიდან, ამერიკის – 2010 წლიდან, ხოლო მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი – 2018 წლიდან.
ადრე ისეთი სიმსივნეები, როგორებიცაა პროსტატის, შარდის ბუშტის ან თირკმლის, ქართველი პაციენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას გულისხმობდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა.
ცენტრის პაციენტების 10–15% სხვა ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან, შეერთებული შტატებიდანაც ჩამოდის, კლინიკური გამოცდილება კი ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე მადრიდში, მსოფლიო რობოტული ქირურგიის ასოციაციის კონგრესზე სტრასბურგში, ასევე ლონდონსა და ედინბურგში არის წარმოდგენილი.
თბილისში ცენტრს ორი ფილიალი აქვს. ასევე ფუნქციონირებს ფილიალები ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში – კონსულტაციაზე მისვლა შესაძლებელია რეგიონებშიც.
სიმსივნის პოსტოპერაციული მოვლა და პრევენცია
ოპერაციის შემდეგ პაციენტის მოვლა მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. რობოტული ჩარევის შემდეგ გამოჯანმრთელება, ღია ოპერაციასთან შედარებით, სწრაფია, მაგრამ გარკვეული ეტაპების გავლა, ცხადია, მაინც საჭიროა. კლინიკა პაციენტს შემდგომ დაკვირვებასა და პერიოდულ შემოწმებებს სთავაზობს – ეს მნიშვნელოვანია კიბოს პროცესის განახლების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.
პრევენციის კუთხით ორი მიმართულება ყველაზე კარგად მუშაობს:
- სკრინინგი – სკრინინგი ნიშნავს სიმსივნის ადრეულ, ჯერ კიდევ ასიმპტომურ სტადიაზე გამოვლენას. პროსტატის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, კოლორექტული კიბოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარკვეული ტიპის კიბო ადრეულ სტადიაზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს – სწორედ ამ მიზეზით სკრინინგი სიმპტომების გარეშეც კეთდება. 45-50 წლის შემდეგ გეგმიური შემოწმება სპეციალისტის რეკომენდაციაა, ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში კი – უფრო ადრე, ხოლო ბავშვებში საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვთა უროლოგის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- ცხოვრების წესის კორექცია – თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, სხეულის ჭარბი მასა, ფიზიკური არააქტიურობა და ქოლესტერინის მაღალი დონე კიბოს მრავალი ტიპის განვითარების ცნობილი რისკ-ფაქტორებია. ბოჭკოვანი საკვები, ახალი ბოსტნეული, ხილი, ფიზიკური აქტივობა და ჭარბ წონაზე კონტროლი ამ რისკს ამცირებს. ეს ინდივიდუალური ფაქტორებია – ყველასთვის ერთი და იგივე რეჟიმი ოპტიმალური არ არის, ამიტომ კონსულტაცია პრევენციის სტრატეგიის ჩამოყალიბებაშიც ეხმარება პაციენტებს.
ნებისმიერი სიმპტომის გამოჩენისას, ან გეგმიური სკრინინგის ჩასატარებლად სწორი ნაბიჯი სპეციალისტთან კონსულტაციაა.










