გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები

სპერმა – რომელი ფაქტორები მოქმედებს სპერმის ხარისხზე

sperm quality

04/08/2026
რუბრიკა კატალოგები, მამაკაცთა უშვილობა, სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
Сперма - какие факторы влияют на качество спермы | фото
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

სპერმა   – მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოქმნა სქესობრივი მომწიფების მომენტიდან იწყება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

სპერმატოგენეზს დაახლოებით 72 დღე სჭირდება, ხოლო ქალის ორგანიზმში სიცოცხლისა და განაყოფიერების უნარს სპერმატოზოიდი დაახლოებით ორი დღე ინარჩუნებს. 1938-1970 წლებში უნაყოფობის მიზეზად მილილიტრ ეაკულატში 40 მილიონი სპერმატოზოიდის არსებობა ითვლებოდა.

1990 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სპერმატოზოიდების მინიმალური ზღვარი 20 მილიონია.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ექიმებისთვის მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

ჯანმრთელი სპერმისთვის ჯანმო-ს მიერ დადგენილი ნორმები ასეთია:

  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მილილიტრ ეაკულატში – არანაკლებ 20 მილიონისა;
  • სპერმის მოცულობა – არანაკლებ 2 მილილიტრისა;
  • ცოცხალი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%;
  • ნორმალური ფორმა უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30%-ს;
  • მოძრავი უნდა იყოს სპერმატოზოიდების მინიმუმ 50%, ხოლო ამათგან ნახევარი სწრაფად უნდა მოძრაობდეს.

ახლა კი – ორი ინფორმაცია მამაკაცებისთვის: კარგი და ცუდი. ცუდი ის არის, რომ სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველაფერი, კარგი კი ის, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

კვერცხუჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ დაბადებამდე ინერგება, სპერმა განუწყვეტლივ წარმოიქმნება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სპერმის ფერტილობის გასაუმჯობესებლად საკმარისია ცხოვრების წესის თუნდაც 2-3 თვით შეცვლა.

სპერმა – მის ხარისხზე მოქმედი ფაქტორები

1. ქიმია

როგორც უკვე ითქვა, სპერმის ხარისხზე მოქმედებს პრაქტიკულად ყველაფერი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებს წარმოადგენს ალკოჰოლი, ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალებები. მარიხუანას, კოკაინსა და ჰეროინს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის 50%-ით შემცირება შეუძლია, ხოლო მათი ხანგრძლივი მოხმარება შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად იქცეს.
სპერმის ხარისხზე მოქმედი კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორია ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც აქვეითებენ უჯრედების მოძრაობისა და სიცოცხლის უნარს.

2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უშვილობის გავრცელებულ მიზეზად არის მიჩნეული. მაგალითად, ქლამიდიოზი ჩასახვის უნარს 33%-ით აქვეითებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სასქესო ინფექციები მამაკაცებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების დროულად აღმოჩენასა და პრობლემების თავიდან აცილებაში რეგულარული სამედიცინო შემოწმება დაგეხმარებათ.

3. ეკოლოგია

ამერიკელ სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საერთო აზრი იმის თაობაზე, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება სპერმის ხარისხზე. აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ჰაერის დაბინძურება აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარეს. მეორე მხრივ, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ შიშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება. თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სხვა ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსხვავებულია და ალბათ ანალოგიური კვლევის შედეგებიც განსხვავებული იქნება.

4. გადახურება

ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მაღალი ტემპერატურა ფერტილობაზე მოქმედებს, მაგრამ ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობას სერიოზულ კვალს ვერც ცხელი აბაზანა დააჩნევს და ვერც საუნა, თუ მათ მეტისმეტად ხშირად არ გამოიყენებენ. და მაინც, ხანგრძლივმა გადახურებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ექიმების აზრით, სარისკოა მუხლებზე დადებული ნოუთბუქით მუშაობა, მოჭერილი საცვლის ტარება და ხანგრძლივ გადახურებასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა (მაგალითად, მეტალურგიულ საწარმოში მუშაობა). საფრთხის შემცველია დიდხანს ჯდომაც (ეს უმთავრესად მძღოლებს ეხებათ), ვინაიდან ეს სათესლე ჯირკვლების გადახურებას იწვევს.

5. ინტელექტი

ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჯეფრი მილერმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მაჩვენებელს პირდაპირი კავშირი აქვს სპერმის ხარისხთან.

მილერი ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯანმრთელობას იკვლევდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ ინტელექტუალურად განვითარებულ მამაკაცებს სპერმის უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ.

6. კვება

არც კვების მნიშვნელობის დავიწყება შეიძლება, ვინაიდან თუთიის, C, B12 და E ვიტამინების ნაკლებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სპერმატოზოიდების აქტიურობაზე.

7. ზედმეტი წონა

დღემდე არ არსებობს საერთო აზრი ფერტილობაზე ჭარბი წონის გავლენის შესახებ.

არაერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასის მაღალი ინდექსის მქონე მამაკაცების სპერმა უფრო მეტ ანომალიურ სპერმატოზოიდს შეიცავს.

თუმცა სხვა კვლევებით დაადგინეს, რომ ჭარბი წონა სპერმატოზოიდების აქტიურობასა და კონცენტრაციაზე გავლენას არ ახდენს – მართალია, ზედმეტი წონა სასქესო ჰორმონების კონცენტრაციას აქვეითებს, მაგრამ სპერმის მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

8. ტრავმები

მართალია, მეცნიერები გამუდმებით გვირჩევენ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ განსაზღვრული ტიპის ფიზიკური დატვირთვა უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე. მაგალითად, ველოსპორტს თან სდევს სათესლე ჯირკვლების რეგულარული ტრავმირება, რაც, თავის მხრივ, სპერმატოზოიდთა მოძრაობის სიჩქარეს ამცირებს.

ასე რომ, მამაკაცებო, როცა თქვენი მეორე ნახევარი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, უმჯობესი იქნება, მეუღლესთან ერთად რამდენიმე კვირით მაინც გაემგზავროთ მთაში. სუფთა ჰაერი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სიცივე და მყუდრო გარემო თქვენი საუკეთესო წამალი გახდება.


“ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” მოქმედებს მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ მამაკაცთა უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის ქუჩა N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

პროსტატიტის მკურნალობა და სიმპტომები

შემდეგი სტატია

უფროსი ექიმი-უროლოგი გიორგი კალანდიას ვიზიტი ზუგდიდში და ბათუმში

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ქირურგიით – მხოლოდ ქარაზანაშვილის ცენტრში!
სიახლეები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ქირურგიით – მხოლოდ ქარაზანაშვილის ცენტრში!

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

გამოხმაურება 4

  1. ლაშა says:
    4 წელი წინ

    გამარჯობათ ექიმო არც ვეწევი სიგარეტს არ ვიღებ ალკოჰოლს სპერმა მაქვს მასტურბაცია შემდეგ ყვითელი ეს რისი ბრალია უნდა ჩავაბარო სპერმა ანალიზი

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      4 წელი წინ

      უმჯობესია პირველ რიგში გაიაროთ უროლოგის კონსულტაცია და თქვენი ასაკიდან და ზოგადი მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება ჩასატარებელ კვლევებზე და მკურნალობის საჭიროებაზე დაგვიკავშირდით 595233023

  2. Gio says:
    5 წელი წინ

    Gamarjobat ekimo eşeti kitxva maqvs var 25 wlis arvigeb aranair alkohols an sxvarames sperma maqvs sqeli webosavit esecudia tu kargi arvici myaveugle orsuloba ki jer ar damdgara esegrdzeldeba daaxloebit 3 tve

    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით. მობრძანდით კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე. თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) 0322 23 40 23

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ქირურგიით – მხოლოდ ქარაზანაშვილის ცენტრში!
სიახლეები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ქირურგიით – მხოლოდ ქარაზანაშვილის ცენტრში!

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი