გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

პროსტატის კიბო რა არის
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და მამრობითი სქესის ონკოლოგიური პათოლოგიების სიაში პირველ-მეორე ადგილს იკავებს. ევროპაში ყველაზე მაღალი სიხშირე შვედეთსა და ნორვეგიაში ფიქსირდება – ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია. ეს შემთხვევითი კავშირი არ არის, რადგან სწორედ ასაკია დაავადების  ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორი.

საქართველოს კონტექსტშიც სიტუაცია შეიცვალა. ბოლო წლებში 40-50 წლის მამაკაცებში შემთხვევები შესამჩნევად გამრავლდა, რაც ადრე ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლებად იყო დამახასიათებელი. ამის ერთ-ერთი ახსნა დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაა – რადგან მეტი ადამიანი მიდის გამოკვლევაზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც გაიზარდა. 

დაავადების სერიოზულობა ერთ მთავარი გარემოებითაა გამოწვეული – პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. კვლევებმა დაადასტურა, რომ 50-59 წლის მამაკაცების 20%-ზე მეტს, ვინც სხვა მიზეზით გარდაიცვალა, გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებისას პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, ანუ ადამიანები ამ დაავადებით ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ არის პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი უმნიშვნელოვანესი. 

რა არის პროსტატის კიბოს სიმპტომები?

ადრეულ  სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია, იგი უსიმპტომოდ  მიმდინარეობს, შესაბამისად  გამოვლენაც მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ  ეტაპზე პროსტატის კიბოს სიმპტომები  დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადენომის ჩივილებისგან და  პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მაგალითად, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, მტკივნეული შარდვა, შარდის ნაკადის მოდუნება, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაა.შ. აგრეთვე მედიცინისთვის ცნობილია გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა- პროსტატის კიბოს განვითარებისრისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი;

მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა და ზემოთჩამოთვლილი ჩივილებისა, როგორც აღვნიშნეთ,  ადრეულ  სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია და მის გამოსავლენად აუცილებელია კომპლექსური კვლევები.  ტრადიციულად, პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტიკისათვის საჭირო გამოკვლევები პაციენტებისგან  უამრავ დროსა და  მატერიალურ რესურს მოითხოვდა, ამასთანავე სპეციფიკიდან გამომდინარე ასოცირდებოდა სხვდასხვა სახის დისკომფორტთან და ყველაზე მნიშვნელოვანი- ადრეულ ეტაპზე ჩარევა/მკურნალობა წარმოადგენდა ზედმეტად აგრესიულ ფორმას, როგორი სახითაც  არ უნდა ყოფილიყო ის : ქირურგიული ღია წესით, ლაპარასკოპიული, თუ რობოტულ ასისტირებად ლაპარაკოპიული, ყველა შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდებით  ხორციელდებოდა პროსტატის ლიკვიდაცია.

დღეს, მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით,  პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გაცილებით საიმედო, ზუსტი, კომფორტული,  ბიუჯეტური და სრულყოფილი გახდა!

პროსტატის უსიმპტომო სტადიისას დიაგნოსტიკა შესაძლებელია

უკვე ხელმისწვდომია ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომლებიც პროსტატის კიბოს ადრეულ, უსიმპტომო სტადიაზეც კი 100% შემთხვევაში ავლენს, ესენია :

მიკროექოსკოპია – პროსტატის კვლევა ExactVu-ს მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით. ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის საეჭვო უბნების 300%-ით გაზრდილ ვიზუალიზაციას.

დამიზნებითი ბიოფსია მიკროექოსკოპული კონტროლით -თარგეთული ბიოფსიის ერთ-ერთი ულტრათანამედროვე სახეობა, რომელიც აგარიდებთ ბრმა და არასაჭირო ბიოფსიებს, ხორციელდება   ExactVu-ს მიკროექოსკოპიის აპარატით – სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურა ,უზუსტესი დიაგნოზის გარანტი!

,,ფიუჟენ’’ Fusion ბიოფსია მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკროექოსკოპიის ერთდროული კონტროლით – მიკროექოსკოპიისა და MRI-ის მონაცემების შერწყმა იძლევა ვიზუალიზაციისა და გარჩევადობის უმაღლეს დონეს, საეჭვო უბანზე ხორციელდება უზუსტესი დამიზნება , ბიოფსიის რეალურ დროში წარმოება და კიბო ვლინდება 100% შემთხვევაში

რათქმაუნდა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა –  კვლავ რჩება პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს იარაღად, თუმცა ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახლა, როდესაც გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიიფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს (ადრე ნორმად ითვლებოდა პსა-ს მაჩვენებლი 0-დან 4 ნგ/მლ-მდე). მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.თუმცა უნა აღინიშნოს, რომ  თუკი პსა-ს მაჩვენებელი აღემატება 2ნგ/მლ-ს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად  პროსტატის კიბოს ან პროსტატის ბიოფსიის განხორცილებლის აუცილებლობას; პროსტატის თარგეთული ან “ფიუჟენ” ბიოფსია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:1. თუკი პსა მეტია 2ნგ/მლ-ზე და იმავდროულად პროსტატის მიკრო-ექოსკოპიური კვლევით ვლინდება სიმსივნეზე საეჭვო უბნები პროსტატაში და 2.  თუკი პსა-ს მაჩვენებელი მეტია 4 ნგ/მლ-ზე.

და რაც მთავარია , რევოლუციური სიახლე პროსტატის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკურნალობაში-Focal One რუთ-ი, ანუ რობოტული ულტრაბგერითი თერაპია, რომელიც  რადიაციული გამოსხივებისა და   ქირურგიული ჩარევის გარეშე, უოპერაციოდ,  სულ რამდენიმე საათში ანადგურებს  სიმსივნეს  და პაციენტს უნარჩუნებს ჯანმრთელ ქსოვილებსა და პროსტატას- შესაბამისად, ცხოვრების ხარისხსაც, ვინაიდან პროსტატის შენარჩუნებით პაციენტს უნარჩუნდება ნორმალური სქესობრივი და შარდვის ფუნქციაც. ეს არის ის ინოვაციური სარგებელი, რომელიც პროსტატის კიბოს მკურნალობის სხვა არცერთ მეთოდს არ ახლავს და  პაციენტისთვის კი მეტად მნიშვნელოვანია; თვით სხივური თერაპიის შემთხვევაშიც კი, რომელიც ასევე არ წარმოადგენს ქირურგიულ მეთოდს პროსტატის კიბოს მკურნალობა მიმდინარეობს კასტრაციასთან კომპლექსში.

ვინაიდან პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქმის არ ვლინდება, დაავდებული მამაკაცთა ასაკი მკვეთრად გაახალგაზრდავდა, ხოლო თანამედროვე მედიცინას უკვე აქვს როგორც ადრეული დიაგნოსტიკის უზუსტესი მეთოდები, ასევე  მკურნალობის ისეთი ეფექტური, დამზოგველი მეთოდი, როგორიც, Focal One რუთ-ია, შესაბამისად, პროსტატის კიბოს სკრინინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა : ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, საკითხი დგება არა პაციენტის სიცოცხლის თვეობით გახანგრძლივებაზე, არამედ მის სრულ გამოჯანმრთელებაზე , ყოველგვარი ქირურგიული რისკებისა და ისეთი პრობლემების გარეშე, როგორიცაა სქესობრივი დისფუქნცია, ან შარდის შეუკავებლობა.

სკრინინგი – ადრეული გამოვლენის ერთადერთი გზა

2023 წელს განახლებული AUA (ამერიკის ურო­ლო­გი­ური ასო­ცი­ა­ციის) გაიდლაინების მიხედვით, საშუალო რისკის მქონე მამაკაცებში PSA ტესტირება 45-50 წლიდან იწყება, ყოველ 2-4 წელში ერთხელ. PSA, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენი, სისხლში გაზომვადი ცილაა, რომლის მომატებაც შეიძლება, სიმსივნეზე მიუთითებდეს. მნიშვნელოვანია, რომ PSA პროსტატის ანთებისა და გადიდების დროსაც იმატებს, ამიტომ მხოლოდ ამ ტესტის საფუძველზე დასკვნის გამოტანა არასწორია. ის პირველი სასიგნალო ნაბიჯია, რომელსაც სხვა კვლევები მოსდევს.

მაღალი რისკის ჯგუფი BRCA მუტაციის მქონე პირები არიან, ასევე ის, ვისაც ოჯახში პროსტატის კიბოს შემთხვევა ჰქონდა 40-45 წლიდანვე ექვემდებარება გამოკვლევას. ამ ჯგუფში დაავადება უფრო ადრე და ხშირად უფრო აგრესიულად ვითარდება.

 

რატომ აღარ გამოიყენება სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის (პსა) ანალიზზე დამყარებული პროსტატის კიბოს სკრინინგი?

პროსტატის კიბოს ტრადიციული სკრინინგი ეყრდნობა მხოლოდ ერთ კვლევას, ეს არის პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში. სისხლში პსა-ს განსზაღვრა არ არის ზუსტი მეთოდი, რადგანაც ხშირად პსა-ს მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს „ნორმაში“ და ამ დროს შორსწასული პროსტატის კიბოს ჰქონდეს ადგილი, ან პირიქით პსა-ს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მომატებული და პროსტატის კიბოს კი არ ჰქონდეს ადგილი.

“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის” მიერ შემუშავებული პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროტოკოლი ეყრდნობა მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს და გულისხმობს 3 კვლევას ნაცვლად 1 კვლევისა.

რა კვლევებს მოიცავს “ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის” მიერ შემუშავებული პროტოკოლური კვლევები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკისვის?

  1. პროსტატის მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი
  2. პსა-ს (პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში
  3. პსა-ს სიმკვრივის გამოთვლა (პსა-ს მაჩვენებლის თანაფარდობა პროსტატის მოცულობასთან)

რას წარმოადგენს მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი?

მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი წარმოადგენს ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის „გამადიდებელი შუშით“. ეს ულტრათანამედროვე მეთოდი შექმნილია სულ რამდენიმე წლის წინ და დღეისათვის ის გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი იძლევა საშუალებას ციფრულად შევაფასოთ პროსტატის კიბოს რისკი 5 ბალიანი PRI-MUS გრეიდინგ სისტემის გამოყენებით.

რა პრიორიტეტი აქვს მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით?

მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი საშუალებას იძლევა დავინახოთ პროსტატის უმცირესი სტრუქტურები, როგორიც არის პროსტატაში გამავალი სიხლძარღვოვანი კაპილარები, უწვრილესი ჯირკვლოვანი მილაკები და ა.შ. მიკროსკოპული ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი 300%-ით გადიდებულ გამოსახულებას იძლევა ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით.

რა პრიორიტეტი აქვს მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსთან შედარებით?

პროსტატის მაგნიტური რეზონანსი გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცისთან შედარებით ის მინიმუმ 2 ჯერ ძვირია, მაშინ როდესაც მაგნიტური რეზონანსის და მიკროსკოპული ექოსკოპიის სიზუსტე პროსტატის კიბოს გამოვლენის თვალსაზრისით დაახლოებით თანაბარია; მიკროსკოპულ ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის სჭირდება დაახლოებით 10 წუთი და არ გააჩნია არანაირი წინააღმდეგჩვენება და გართულება, მაშინ როდესაც პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას სჭირდება 60-90 წუთი და აქვს მთელი რიგი შეზღუდვები და გართულებები.

დიაგნოსტიკა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი სადიაგნოსტიკო სერვისებს შორის გამოირჩევა პროსტატის მიკროექოსკოპული კვლევით – ეს მეთოდი ჩვეულებრივ ექოსკოპიასთან შედარებით, გაცილებით მაღალი სიზუსტისაა და სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შანსს ზრდის. რეგიონში ეს ტექნოლოგია სხვა ცენტრში არ არის ხელმიქსაწვდომი. თბილისის გარდა, წამყვანი უროლოგები ბათუმსა და ქუთაისშიც გაგიწევენ კონსულტაციას. 

ამასთან, პროსტატის კიბოს სკრინინგი ცენტრში მოიცავს MRT-ს და Fusion ბიოფსიას. ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი კიბოს გამოტოვების რისკს და, ამავე დროს, ზედმეტი ჩარევის ალბათობასაც ამცირებს.

პროსტატის ბიოფსია, მიკროექოსკოპული კონტროლით, პროსტატის კიბოზე საეჭვო უბნებს ეფექტურად ავლენს და ქსოვილს საჭირო უბნებიდან 100% დამიზნებით იღებს. მისი ეფექტურობა არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული და  მხოლოდ აქ არ მთავრდება. პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შერწყმა (FUSION) პროსტატის მიკროექოსკოპიის ცოცხალ გამოსახულებასთანაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, ეფექტურობა თითქმის 100%-ია. ეს მეთოდი წარმოადგენს პროსტატის ბიოფსიის უმაღლეს მიღწევას, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ახალი სიტყვაა. 

ადრეული დიაგნოსტიკის კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია

  1. თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 1-2 და პსა < 4ნგ/მლ-ზე: ამ შემთხვევაში პროსტატის კიბოს ალბათობა თითქმის 0%-ია, ამიტომ პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსია არ არის რეკომენდირებული
  2. თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 1-2 და პსა 4ნგ/მლ- დან 10ნგ/მლ-მდეა: ამ შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობაა 4%-ია. რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 6 თვეში ან კონსულტაცია უროლოგთან პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსიის საკითხის გადასაწყვეტად
  3. თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 3 და პსა-ს სიმკვრივე <0.1: ამ სემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობაა 4,32%-ია. რეკომენდირებულია განმეორებითი კვლევა 6 თვეში ან კონსულტაცია უროლოგთან პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსიის საკითხის გადასაწყვეტად
  4. თუკი მიკროსკოპული ექოსკოპიის შედეგია PRI-MUS 4-5 ან/და პსა>4ნგ/მლ-ზე ან/და პსა-ს სიმკვრივე > 0.1-ზე: კლინიკურად მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ალბათობა აღემატება 60%-ს. რეკომენდირებულია პროსტატის ტრანსრექტალური ან ტრანსპერინეული, თარგეტული ან ფიუჟენ ბიოფსია.

პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტული ქირურგიით

პროსტატის დაავადებების ინოვაციური მკურნალობა ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის. ის სიმსივნის სტადიაზე, ზოგად ჯანმრთელობასა და პაციენტის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურად, სრული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება.

ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი, ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში, ცენტრი პაციენტს სთავაზობს Focal One-ს, რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის მეთოდს. ულტრაბგერის კონცენტრირებული ნაკადი ანადგურებს სიმსივნეს, ჯანმრთელ ქსოვილს კი არ ეხება. პაციენტი ამბულატორულ რეჟიმში გადის პროცედურას, შესაბამისად, ჩვეულ, ყოველდღიურ რეჟიმს სწრაფად და მარტივად უბრუნდება. პროსტატის შენარჩუნებით ნორმალური სქესობრივი და შარდვის ფუნქცია ნარჩუნდება – ეს ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია პაციენტისთვის, რომელიც ცხოვრების ხარისხს ანიჭებს პრიორიტეტს.

განვითარებული, მაგრამ ჯერ კიდევ ადგილობრივი სიმსივნის შემთხვევაში, რობოტული ქირურგია, კერძოდ, რადიკალური პროსტატექტომია, ოქროს სტანდარტად ითვლება. ჩარევისას ჭრილობები მინიმალურია, სისხლდენა – მცირე, გამოჯანმრთელება კი გაცილებით სწრაფი, ვიდრე ღია ოპერაციის შემდეგ. 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება ამ მეთოდის უპირატესობას ადასტურებს.

პროსტატის კიბოს სტადიის ზუსტი განსაზღვრა გადამწყვეტია. მე-3 და მე-4 სტადიაზე, ხშირად კომბინირებული მიდგომა ინიშნება. სკანირება, რომელიც ევროპის წამყვან ცენტრებში სტანდარტად დამკვიდრდა, მცირე, ადრე შეუმჩნეველ მეტასტაზებსაც ავლენს. ეს პერსონალიზებული სამკურნალო გეგმის შედგენის საფუძველს ქმნის, რომელსაც ძლიერი უროლოგი უძღვება. 

 

პროსტატის კიბოს მკურნალობა

პროსტატექტომია ანუ პროსტატის კიბოს დროს პროსტატის სრული ლიკვიდაცია

პროსტატის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. რადიკალური პროსტატექტომია ყველაზე ეფექტურია ამ მეთოდებში, რადგან პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი 90% -ზე მეტია. ჩვეულებრივი ღია რადიკალური პროსტატექტომია მოიცავს დიდ ქირურგიულ ჭრილობას. ეს იწვევს ხანგრძლივი პოსტოპერაციული აღდგენის დროს; ხანგრძლივ საავადმყოფოში ყოფნას; ადგილზე ინფექციის მაღალ რისკს და უფრო დიდ ნაწიბურს პაციენტის სხეულზე. ზუსტად ამიტომ პაციენტებს ვთავაზობთ ნაკლებად ტრავმულ -მინიმალური ინვაზიური მკურნალობის ალტერნატივას . ეს მიდგომა იწვევს კიბოს სრულ მოცილებას, პაციენტების თითქმის 95%-ში.

რა არის რობოტული პროსტატექტომიის უპირატესობები?

  • ნაკლები ჭრილობა (მინიმალური ინვაზია)
  • ნაკლები სისხლის დანაკარგი და უფრო ნაკლები სისხლის გადასხმის საჭიროება
  • ნაკლები გართულება
  • ინფექციის შეჭრის ნაკლები რისკი
  • უფრო ნაკლები ტკივილი
  • პოტენციის შენარჩუნება
  • თავიდან ხდება ისე პრობლემის აცილება, როგორიც არის შარდის შეუკავებლობა
  • უფრო ნაკლები ჭრილობის კვალი, უკეთესი კოსმეტიკური შედეგი
  • უფრო სწრაფი რეაბილიტაცია, უფრო მალე დაბრუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში

რა არის რობოტულ ქირურგიულ სისტემაში?

პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტული ქირურგიით არის ყველაზე მოწინავე პლატფორმა ბაზარზე მინიმალური ინვაზიური ქირურგიისთვის. მაღალი გარჩევადობის 3D ხედვის ინტეგრაციის გამოყენება EndoWrist-ით და ინტუიციური ინსტრუმენტების კონტროლით, გვერდს უვლის ჩვეულებრივი ქირურგიის შეზღუდვებს, რაც საშუალებას აძლევს ქირურგს შეასრულოს რთული ოპერაციები. სისტემა იყენებს სამ ძირითად კომპონენტს: ქირურგიულ კონსოლს, პაციენტის კონსოლს და ვიზუალიზაციის მოდულს.

1) ქირურგიული კონსოლი : ეს გახლავთ რობოტის სისტემის საკონტროლო ცენტრი. კონსოლის განთავსებულია სტერილური ველის გარეთ, ქირურგი აკონტროლებს ენდოსკოპს 3D და ხელსაწყოებს EndoWrist, ორი მანიპულატორით და პედლებით. ინსტრუმენტების წვერები მორგებულია ქირურგის ხელებთან, მანიპულატორების დაჭერით, ის ახდენს თვალების, ხელების და ინსტრუმენტების ბუნებრივ განლაგებას “ღია ქირურგიისთვის” დამახასიათებელი ინსტრუმენტების სიმულაციას, მინიმალური ინვაზიური პროცედურის გამოყენებით. მოძრაობების მასშტაბის განზომილება და ტრემორის შემცირება უზრუნველყოფს დამატებით კონტროლს, რაც ამცირებს ქირურგის ხელების ფიზიოლოგიური ტრემორის ან უნებლიე მოძრაობების ზემოქმედებას.

2) პაციენტის კონსოლი : ტომაის სისტემაზე მომუშავე კომპონენტი, რომლის მთავარი ფუნქციაა „იარაღის ხელსაწყოს“ და „მკლავის კამერის“ მხარდაჭერა. აპარატი იყენებს ტექნოლოგიას დისტანციურ ცენტრში, ანუ სივრცეში ფიქსირებულ წერტილს, რომლის ირგვლივ მოძრაობს ვაგონი პაციენტის ხელები. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს რობოტულ აპარატს მანიპულირება მოახდინოს ინსტრუმენტებითა და ენდოსკოპებით ქირურგიული ადგილის შიგნით, ხოლო მინიმუმამდე დაიყვანოს ძალა პაციენტის სხეულის კედელზე. ეს გახლავთ პაციენტისთვის უკიდურესი უსაფრთხოების გარანტია.

3) ვიზუალიზაციის მოდული : ცენტრალური დამუშავების განყოფილება და ვიდეო აღჭურვილობა. მასში შედის 24 დიუმიანი სენსორული ეკრანი და რეგულირებადი თაროები არჩევითი დამხმარე ქირურგიული აღჭურვილობისთვის, როგორიცაა ელექტროქირურგიული დანადგარები და ინსუფლატორები. ტომაის აპარატი იყენებს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს. ბაზარზე დანერგვის დღიდან აპარატის ქირურგიული სისტემა წარმატებით გამოიყენება ათასობით პროცედურაში. მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და უპირატესობა ნაჩვენებია დიდ კლინიკურ შედეგებში.

ამგვარად, რობოტული ქირურგია ათწლეულების წინ  ფუტურისტული ოცნება იყო. მაგრამ დღეს, სამედიცინო მეცნიერების მიღწევებმა ეს შესაძლებელი გახადა.
უკეთესი სიზუსტე, უპრობლემო ოპერაცია, ხანმოკლე საავადმყოფოში ყოფნა, ნაკლები ჭრილობები და ქირურგიული უბნების 3D ხედი, ყველაფერი შესაძლებელია რობოტული ქირურგიისა და მისი მიღწევების დახმარებით.

რატომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ცენტრი 2 წელზე მეტია რობოტული ქირურგიის სტანდარტებით მუშაობს. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის გუნდი, დასავლური განათლებითა და კლინიკური პრაქტიკით, პაციენტებისთვის უროლოგიური ცენტრია, რომელიც სერვისების სრულ სპექტრს ერთ სივრცეში სთავაზობს – სადიაგნოსტიკო კვლევიდან პოსტოპერაციულ მეთვალყურეობამდე. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სერვისი ერთ ადგილზეა კონცენტრირებული.

ცენტრის სერვისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია ხელმისაწვდომი.  შარდის ბუშტის კიბოსა და სხვა ონკოურო­ლო­გი­ური პა­თო­ლო­გი­ე­ბის მსგავსად, პრო­სტა­ტის კიბოს სამ­კუ­რნა­ლოდ ცენ­ტ­რი ეყ­რ­დ­ნო­ბა გვი­ანი 2010-იანებიდან კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და­ს­ტუ­რ­ბუ­ლ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რუ­რ­გი­ის სტა­ნ­და­რ­ტ­ებს.

პრევენცია და პრაქტიკული ნაბიჯები

50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის PSA ტესტი ყოველ 2-4 წელში ერთხელ ხელმისაწვდომი და მარტივი ნაბიჯია. 40-45 წლის, მაღალი რისკის ჯგუფისთვის, ეს ვადა გაცილებით ადრე დგება. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი სიმსივნე კი, პრაქტიკის მიხედვით, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მკურნალობის პროცესს ამარტივებს. მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ ლოკალიზებული პროსტატის კიბო სათანადო მკურნალობის შემდეგ გადარჩენის მაჩვენებელს 99%-ით უახლოვდება.

სრული ინფორმაციისა და ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს შეგიძლიათ, მიმართოთ. 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

გურამ ქარაზანაშვილი, რობოტულ ქირურგიაზე, ტელექირურგიაზე და მომავალზე, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ

შემდეგი სტატია

BBC საუბრობს რუთ- ზე – ინოვაციურ მეთოდზე, რომელიც უკვე 5 წელია ჩვენს კლინიკაში წარმატებით გამოიყენება.

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ექოსკოპია
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი