კონტენტზე გადასვლა
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრიქარაზანაშვილისრობოტული ცენტრი
  • ჩვენ შესახებსამედიცინო აპარატურარობოტული ქირურგიაპაციენტების შეფასებები
  • უროლოგიური ჰაბირობოტული ქირურგიის ცენტრიგინეკოლოგიური ცენტრიონკოლოგიური ცენტრიქირურგიული ცენტრიკომპიუტერული ტომოგრაფიარენტგენდიაგნოსტიკამიკროულტრაბგერა 29 MHzექოსკოპიალაბორატორია
  • ექიმები
  • თბილისი - დიღომიჩაჩავას ქუჩა N1თბილისი - ვაკეგიორგი დანელიას N2ბათუმიკაჩინსკების N21ქუთაისირუსთაველის გამზ. N124ზუგდიდიგამარჯვების ქუჩა N9
  • სიმპტომებიდაავადებებიგამოკვლევებიმკურნალობის მეთოდებისიახლეები
  • კონტაქტი
ქარENGРУСვიზიტის დაჯავშნა
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრიქარაზანაშვილისრობოტული ცენტრი
    • ჩვენ შესახებ
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
    • პაციენტების შეფასებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა 29 MHz
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ექიმები
    • თბილისი - დიღომი
    • თბილისი - ვაკე
    • ბათუმი
    • ქუთაისი
    • ზუგდიდი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • სიახლეები
  • კონტაქტი
ვიზიტის დაჯავშნა
(+995) 322 23 40 23ქარENGРУС
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი | ფოტო

რა არის ენდომეტრიოზი? 

ენდომეტრიოზი პათოლოგიაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანალოგიური ქსოვილი, ე.წ. ენდომეტრიუმის კერა, უცხო ადგილას წარმოიქმნება.

მაგალითად, საშვილოსნოს კედელში, კვერცხსავალ მილებსა და საკვერცხეებში, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, მენჯის ან მუცლის ღრუში და ა. შ. ენდომეტრიოზის ეს კერები ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლურ პროცესებს ექვემდებარება.

ფაქტობრივად მათში ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორსაც მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ფიზიოლოგიურად განიცდის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი).

ტკივილი, ანთებითი პროცესები, სისხლდენა – ასეთია ენდომეტრიოზის ნიშნები, თუმცა ენდომეტრიოზის კერების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც.

მაგალითად, ტკივილი შარდვისა და დეფეკაციის დროს (თუ ენდომეტრიოზი შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს მოიცავს), დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სხვა. მენსტრუალური ციკლი მეტწილად დარღვეულია. ვითარდება პოლიმენორეა – ხშირი და უხვი სისხლდენა. ეს ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ენდომეტრიოზის კერა სივდება, ჩამოიფცქვნება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.

მენოპაუზის (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტის) დადგომისდაკვალად ყველა ჩამოთვლილი სიმპტორმი ქრება და ქალს მდგომარეობა საგრძნობლად უუმჯობესდება.

ასიდან 40-60 შემთხვევაში ენდომეტრიოზი უნაყოფობის მთავარი მიზეზია.

 

ამ პათოლოგიის დროს ქალს ზოგჯერ არაფერი აწუხებს – არც ტკივილი და არც მენსტრუაციის დარღვევა, ექიმთან მისვლის ერთადერთი მიზეზი უშვილობაა, გამოკვლევისას კი ენდომეტრიოზი ვლინდება.

დაავადების გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენდომეტრიოზის განვითარებაში ნეგატიურ როლს ასრულებს

რკინა – სწორედ ამ ელემენტის შემცველობა იზრდება დაავადების დროს. რკინის სიჭარბის მიზეზად ერითროციტების დაშლას მიიჩნევენ.

ბელგიელმა გინეკოლოგებმა თავიანთი ჰიპოთეზა ენდომეტრიოზით დაავადებულ ვირთაგვებზე გადაამოწმეს.

ცხოველთა ერთ ჯგუფს მათ ერითროციტები შეუყვანეს, მეორეს – დესფერიოქსამინი მესამე ჯგუფი კი საკონტროლო იყო – არაფერი შეჰყავდათ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ენდომეტრიოზის კერები სამივე ჯგუფში თანაბარი რაოდენობით შენარჩუნდა.

კერებში უჯრედთა ზრდა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა: უჯრედთა აქტივობა მინიმალური იყო იმ ცხოველებთან, რომელთაც რკინის შემბოჭველი დესფერიოქსამინი ჰქონდათ შეყვანილი, მაქსიმალური ზრდით კი ენდომეტრიოზის კერები იმ ვირთაგვებთან გამოირჩეოდა, რომელთაც რკინის წყარო – ერითროციტები შეუყვანეს.

ამგვარად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რკინის შემბოჭველი პრეპარატები შეიძლება ენდომეტრიოზის მკურნალობის საფუძვლად იქცეს.

ენდომეტრიოზის დროს ტკივილის განვითარება ნერვული დაბოლოებების ჩაზრდა-განვითარებით ყოფილა განპირობებული.

იმის გასარკვევად, რატომ იტანჯებიან ენდომეტრიოზით დაავადებული ქალები ერთდროულად რამდენიმე ტკივილის სინდრომით, ფლორიდის უნივერსიტეტში საინტერესო კვლევა ჩაატარეს.

დაასკვნეს, რომ ამ დაავადების დროს ხდება ნერვული ბოჭკოების პათოლოგიური ჩაზრდა, რაც ტვინის მიერ ტკივილის აღქმას ედება საფუძვლად.

ნერვული ბოჭკოები ენდომეტრიოზის კერების მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად, მათ გასწვრივ იზრდება.

ცნობილი მკვლევარი კარენ ბერკლი ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ შაკიკს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ინტერსტიციულ ცისტიტს და სხვა პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ენდომეტრიოზთან ერთად აწუხებთ ქალებს, ნერვული ბოჭკოების ზრდას უკავშირებს.

სწორედ ამ ბოჭკოების მეშვეობით გადაეცემა ტვინს ნერვული იმპულსები, შინაგანი ორგანოებიდან გადაცემული ყველა სიგნალი კი ტკივილად აღიქმება.

რას მოიცავს მკურნალობა

მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია. მიმართავენ ჰორმონულ თერაპიასაც. ჰორმონული პრეპარატების დიდი არჩევანის მიუხედავად, ენდომეტრიოზის კონსერვატული მკურნალობა უხშირესად უეფექტოა.

ჯერ ერთი ყოველგვარი ფორმისა და ლოკალიზაციის კერა არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას; მეორეც – ზოგიერთი ქალისთვის უკუნაჩვენებია ჰორმონოთერაპია (ალერგიული რეაქციების, სისხლის პათოლოგიების, გულ-სისხ ლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების დროს).

გაცილებით ეფექტურია ენდომეტრიოზის კერის ქირურგიული ამოკვეთა. დახვეწილი ლაპარასკოპიული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე მცირე ზომის კერებიც კი მინიმალური განაკვეთითა და ტრავმით ამოიკვეთოს (მრავლობითი კერისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ზოგჯერ საშვილოსნოს მთლიანად კვეთენ).

ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რეციდივი (დაავადების განმეორება) ასიდან 15-20 შემთხვევაში შეინიშნება. თუმცა, ოპერაციული ჩარევა პაციენტთა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს, ზოგი კი სრულიად იკურნება.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ ენდომეტრიოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

გულდასაწყვეტია, რომ როცა უცხოელი კოლეგები საქვეყნოდ აღიარებენ ჩემს მიგნებას და სიახლეს, ქართველი კოლეგები ასე რეაგირებენ ამ წარმატებაზე

შემდეგი სტატია

შარდის ბუშტის კიბო – რისკფაქტორები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

sqesobrivi gzit gadamdebi daavadebebi
დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის  როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს
დაავადებები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს

თირკმლის კენჭები და მისი პოტენციური გართულებები ორსულობის დროს
დაავადებები

თირკმლის კენჭები და მისი პოტენციური გართულებები ორსულობის დროს

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი - რობოტულ ქირურგიაში კავკასიის ყველაზე დიდი გამოცდილებით.

    სერვისები

    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია

    კლინიკა

    • ჩვენ შესახებ
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
    • პაციენტების შეფასებები
    • ჩვენი ექიმები
    • კონტაქტი

    ფილიალები

    თბილისი - დიღომიჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
    თბილისი - ვაკე-საბურთალოგიორგი დანელიას N2
    ბათუმილეხ და მარია კაჩინსკების N21
    ქუთაისირუსთაველის გამზირი N124
    ზუგდიდიგამარჯვების ქუჩა N9
    (+995) 322 23 40 23
    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრიცხელი ხაზი (+995) 595 23 30 23 · [email protected]
    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი