საზარდულის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ დაავადებაა. ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება, უფრო ხშირად კი მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. თიაქარი შეიძლება იყოს შიგნითა (დიაფრაგმის) ან გარეთა – საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის ან მუცლის თეთრი ხაზის. საზარდულის თიაქარი ეწოდება საზარდულის არხში მუცლის ან მენჯის ღრუს ორგანოების გამოსვლას საზარდულის შიგნითა გაფართოებული რგოლის ან გათხელებული ფსკერის გავლით, რაც იწვევს თვალით შესამჩნევ გამობერილობას.
ასეთ დროს დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება.
საზარდულის თიაქრის სახეობები
საზარდულის თიაქარს ყოფენ ირიბ (თიაქრის პარკი მდებარებს საზარდულის არხში სათესლის ბაგირაკის ელემენტებს შორის) და სწორ (თიაქარის პარკი მდებარეობს სათესლე ბაგირაკიდან შიგნით) თიაქრებად. ირიბი და სწორი თიაქრების დიფერენცირება ხდება შემდეგი ნიშნებით: ირიბი თიაქრები განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, ჩვეულებრივ ორმხრივია, დროთა განმავლობაში შესაძლებელია ჩამოვიდეს სათესლე პარკში. სწორი თიაქრები ხშირად წარმოიქმნება ხანდაზმულებში, არის ორმხრივი, სათესლე პარკში არ ეშვებიან.
საზარდულის თიაქარი ხშირი რთულდება ჩაჭედვით, ნაწლავთა გაუვალობით ან სხვა მუცლის ღრუს ორგანოების ჩაჭედვით, რასაც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, მწვავე გართულებები მოყვება.
ნებისმიერი სახის თიაქარის დროს, მკურნალობა ოპერაციულია, რადგან ყოველთვის არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.
საზარდულის თიაქარის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევენ
- მუცელში გაზრდილი წნევა
- მუცლის კედელში არსებული სუსტი წერტილი
- შარდვისას ან დეფეკაციისას გაჭინთვა
- მძიმე საგნის აწევა
- სითხის დაგროვება მუცელში
- ორსულობა
- ჭარბი წონა
- ქრონიკული ხველა ან ცემინება
ქარაზანაშვილის როოტული ცენტრი გთავაზობთ საზარდულის თიაქარის ოპერაციულ მკურნალობას!
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]




