იმპოტენციის მკურნალობა – იმპოტენცია იგივე სექსუალური დისფუნქცია, მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ვერ ანხორციელებს სექსუალურ აქტს. იმპოტენცია მნიშვნელოვნად აზიანებს მამაკაცის ფსიქიკას და მოქმედებს პარტნიორთან თანაცხოვრების ხარისხზე. ასეთ დროს, მამაკაცების უმეტესობას უჭირს პრობლემის აღიარება, შესაბამისად ხშირია თვითმკურნალობა ამა თუ იმ მალამოებითა და წამლებით, თუმცა შედეგი რეალურად არ არსებობს, რადგან ექიმის კონსულტაციის გარეშე მსგავსი მეთოდებით მკურნალობამ შესაძლოა მამაკაცს მეტი ზიანი მოუტანოს ვიდრე სარგებელი.
არსებობს იმპოტენციის გამომწვევი ფსიქოგენური, ნეიროგენური, სისხლძარღოვანი, ენდოკრინული და ორგანული მიზეზები.
ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია ძირითადად გამოხატულია გამოუცდელ მამაკაცებში, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულობა სქესობრივი აქტის დროს. ფსიქოგენური იმპოტენციის გამომწვევი მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სტრესი, დეპრესია.
ორგანული პრობლემები შემდეგი უროლოგიური დაავადებებით: პეირონის დაავადება, ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომი, ფიმოზი, პროსტატიტი.
- პეირონის დაავადება არის პენისის შეძენილი და ჩვეულებრივ პროგრესირებადი მდგომარეობა. მამაკაცების უმეტესობა ამჩნევს დაავადების არსებობას, როდესაც ისინი პენისის კანის ქვეშ გრძნობენ გამაგრებულ კვანძებს ტკივილს ერექციის დროს ან მის გარეშე. ერექციის დროს პენისი მრუდდება, რის გამოც შეიძლება სქესობრივი კავშირი გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს.
- ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომი ხასიათდება მენჯის ღრუს ტკივილით, შარდვის პრობლემებით. მიზეზი შესაძლოა იყოს ერექციული დისფუნქცია. ასეთ დროს შოკტალღოვანი თერაპია ხორციელდება პროსტატისა და მენჯის ქვედა მიდამოზე მოქმედებით.
- პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში.
- ფიმოზი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია.
ენდოკრინული პრობლემები: შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, პროლაქტინომა, ტესტოსტერონის დაბალი დონე.
ნეიროგენური პრობლემები: პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, თავის და ზურგის ტვინის დაავადებები.
სისხლძარღვოვანი პრობლემები: მიკროცირკულაციის დარღვევა სასქესო ასოში, სასქესო ასოს სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, ვენური დრენაჟი.
იმპოტენციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი არტერიული წნევა.
არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჰიპერტონიამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია.
მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს, რომელიც თავად არის არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორი, აღინიშნება ათერომული ფოლაქების განვითარება.
საზოგადოდ არტერიათა კედლებზე, მათ შორის, თეძოს არტერიების კედლებსა და აორტის ბიფურკაციის (გაყოფა-დანაწევრების) ადგილზე.
სასქესო ასოს არტერიები კი სწორედ ამ მსხვილი არტერიებისაგან გამოიყოფა პათოლოგიური პროცესის გამო, საბოლოოდ, არტერიათა სანათური ვიწროვდება და მათში სისხლის ნაკადი ირღვევა.
იმპოტენციის დიაგნოსტიკა ხდება შემდეგი კვლევებით:
- სასქესო ასოს ექოსკოპია
- ლაბორატორიული ანალიზები
- ენდოკრინოლოგიური კვლევები
- ნევროლოგიური კვლევები
იმპოტენციის მკურნალობა “ქარაზანაშილის რობოტულ ცენტრში”, ულტრა თანამედროვე ინოვაციური აპარატით.
ტალღოვანი თერაპიის საშუალებით ჩაიტარებთ მარტივ და ეფექტურ მკურნალობას. სხეულის გარკვეულ მიდამოზე აპარატის შეხებით, გრძნობთ მსუბუქ ტალღოვან ზეწოლას და სუსტ ჩხვლეტას, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება. შოკტალღების მოქმედების შედეგად, წარმოიქმნება სასქესო ასოს ახალი სისხლძარღვოვანი სისტემა, სწორედ მისი განვითარება იწვევს ერექციას.
დარტყმით-ტალღოვანი თერაპია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ეფექტური სამკურნალო- სარეაბილიტაციო მეთოდია. ორგანიზმის ქსოვილებზე ზემოქმედების ნატიფი მექანიზმის კუთხით, მას სადღეისოდ ანალოგი არ ჰყავს.
აპარატის მიერ დარტყმითი იმპულსების გენერირება-ფოკუსირება დაა ქსოვილებზე ზემოქმედების ეფექტები 30-წლიანი პრაქტიკითაა შემოწმებული და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული.
დარტყმით-ტალღოვანი თერაპია ფართოდ გამოიყენება მედიცინის ისეთ დარგებში როგორებიცაა: ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ფიზიოთერაპია, სპორტული მედიცინა, ანდროლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ესთეტიკური მედიცინა, დერმატოლოგია.
იმპოტენციის მკურნალობა – შოკტალღოვანი თერაპიით მკურნალობასთან ერთად, კლინიკა ორიენტირებულია კვალიფიციური ექიმების ჩართულობით, პაციენტის მდგომარეობა გამოიკვლიოს კომპლექსური დიაგნოსტიკით, რადგან საბოლოოდ აღმოიფხვრას დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი. კომპლექსური დიაგნოსტიკა გულისხმობს: უროლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, სექსოპათოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციას.



