გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

შარდის გამოყოფის დარღვევები

შარდის გამოყოფის დარღვევები | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

შარდის გამოყოფის დარღვევები –  ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი არც კი ამახვილებს ყურადღებას შარდის ბუშტის მუშაობაზე, ვერც კი ამჩნევს როგორ შეუჩერებლივ ფუნქციობს ეს ორგანო.

ნორმაში შარდის ბუშტი შარდის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. შარდსაწვეთებით ბუშტში ჩამოსული შარდი ავსებს რა ორგანოს, ამ უკანასკნელის გარკვეულ დონეზე გავსების კვალად ჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება.

შარდის ბუშტის ნორმალურად ფუნქციობას განაპირობებს ნერვული სისტემის, შარდის ბუშტისა და ურეთრის რთული ურთიერთქმედება. როცა ამ ერთობლივი სისტემის ფუნქციობაში რომელიმე მექანიმზი ირღვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები იჩენს თავს.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ჰიპოტონიური შარდის ბუშტისა და ჰიპერტონიული შარდის ბუშტის სახით.

ჰიპოტონიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ხდება ორგანოს გადავსება შარდით, თუმცა მოშარდვის სურვილი ადამიანს არ უჩნდება.

თუ შარდის ბუშტი ძლიერ გაიწელება, შარდმა შესაძლოა წვეთ-წვეთობით დაიწყოს გამოყოფა.

ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში პირიქითაა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შარდის ბუშტში შარდი არ არის, ორგანოს კუნთები სპონტანურად და ძლიერად იკუმშება. ამის გამო მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ჩნდება. შესაძლოა შარდის შეუკავებლობამაც კი იჩინოს თავი. ადამიანი ხშირად და მცირე ულუფებით შარდავს, ღამით იღვიძებს შარდის ბუშტის დასაცლელად. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანოს კუნთოვანი მასის ძლიერი შეკუმშვის გამო შესაძლოა შარდმა უკან თირკმელშიც კი გადაინაცვლოს. ეს კი  ხშირად ძნელად განკურნებადი ქრონიკული ანთებითი პათოლოგიის – პიელონეფრიტის მიზეზიც ხდება.

შარდის გამოყოფის დარღვევები  –  ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა.ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მიზეზი შესაძლოა იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება.მაგალითად ტრავმა, სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე განხორციელებული ოპერაციები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუმცა, ზოგჯერ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია აღნიშნულ მიზეზთა გარეშეც ვითარდება.საერთოდ, შარდი ბუშტში ორგანოს წელვადობის უნიკალური უნარის ხარჯზე გროვდება. შარდის მოცულობის მატებისა და ორგანოს გადიდების მიუხედავად, ბუშტში წნევა შარდის ბუშტის სფინქტერის არეში არსებულ წნევაზე გაცილებით დაბალი რჩება. სწორედ ამის წყალობით შარდი ბუშტში რჩება და გარეთ არ გამოდის.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი | ფოტო

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი.

შარდის ბუშტის დაცლას უზრუნველყოფს ნერვული რეგულაციის მეტად რთული სისტემა.

მისი კოორდინირებული აქტივობის წყალობით შარდის ბუშტის სფინქტერი  დეტრუზორის შეკუმშვის დაწყებამდე რამდენიმე მილიწამში დუნდება.

დეტრუზორს უწოდებენ შარდის ბუშტის კედლის გლუვ კუნთებს. დეტრუზორის ნორმალურად შეკუმშვის საფუძველზე შარდის ბუშტი სრულად იცლება. თუ შარდის ბუშტი თავისუფლად ივსება და სრულად იცლება, ე.ი. დეტრუზორი არ არის დაზიანებული. თუ დეტრუზორის სპონტანურად შეკუმშვა გამოწვეულია ნევროლოგიური დარღვევებით, მას დეტრუზორის ჰიპერრეფლექსიას უწოდებენ. ხოლო თუ მისი შეკუმშვის მიზეზი არ არის ნევროლოგიური დარღვევები, მაშინ დეტრუზორის არასტაბილურობაზე საუბრობენ.

როდესაც დეტრუზორი შარდის გამოყოფისას არ იკუმშება, მას ჰიპოაქტიურად მიიჩნევენ. თუ ეს მდგომარეობა თავის მხრივ განპირობებულია ნევროლოგიური დარღვევებით სახეზეა დეტრუზორის არეფლექსია.

შარდის გამოყოფის მაკონტროლებელი ცენტრი ზურგის ტვინში  არ არის ლოკალიზებული, როგორც ამას წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ.  ლოკალიზებულია თავის ტვინის ღეროში.

დეტრუზორის და სფინქტერების ფუნქციობის კოორდინაცია შესაძლებელია მხოლოდ შენარჩუნებული ვეგეტატური და სომატური ინერვაციის პირობებში. მაგალითად, ზურგის ტვინის ზედა განყოფილებების ტრავმის შემთხვევაში, ეს სინერგიზმი ირღვევა. ამის გამო თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა, შარდის ბუშტის კედლის ცვლილება და თირკმლის უკმარისობაც კი.

შარდის გამოყოფის დარღვევები

სიმარტივისათვის შარდის გამოყოფის დარღვევებს ორ ჯგუფად ყოფენ. შარდის ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის დარღვევა და შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა (დაცლა). თითოეული დარღვევის დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, რით არის შარდის გამოყოფის პათოლოგია განპირობებული.

დეტრუზორის პრობლემით თუ შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პათოლოგიით; აგრეთვე, აქვს თუ არა პაციენტს ნევროლოგიური პათოლოგია. ზოგჯერ ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის დარღვევა აღენიშნებოდეს.

თინათინ გოცაძე


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ შარდვის დარღვევების მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

იმპოტენცია – რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან

შემდეგი სტატია

ეს წერილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქმნება ქართული მედიცინის საამაყო დღევანდელობა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ექოსკოპია
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი