გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები დაავადებები

ბართოლინიტი – მკურნალობა

23/01/2026
რუბრიკა დაავადებები
ბართოლინიტი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უხშირესად გონოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს.მაგალითად, ნაწლავის ჩხირი ან შერეული ინფექცია.

ბართოლინიტის გამომწვევი მიზეზები

ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს. ბართოლინიტი, ძირითადად, ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მისი მიზეზი შეიძლება ვენერული დაავადებები გახდეს. ის ზოგჯერ ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზების, სტრესების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულების სახით გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქცია

ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. აღნიშნული სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და იცავს მას სიმშრალისაგან.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ასე მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მატულობს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს. კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირ შემთხვევაში ნახეთქების განვითარებასა და ქავილის აძლევს დასაბამს.

ბართოლინიტის კლინიკური კურსი


კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შესაძლოა იყოს პირველადი – ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინრის ანთების დროს, და მეორეული – ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).

ბართოლინიტის სიმპტომები

თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინრის ანთება (კანალიკულიტი), რომელიც ხასიათდება გამომტანი სადინრის სანათურის შეწითლებით.

ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან მცირე სასქესო ბაგეზეა განთავსებული. ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინრის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. როგორც წესი, ბართოლინის ჯირკვლის ანთება ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეზე ვლინდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესიებით (ინფილტრაციით) იწყება.

საყურადებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს ანუ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს, ინფილტრატი გაიწოვოს და მოხდეს თვითგანკურნება. თუ თვითგანკურნება ვერ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაცობას განიცდის, რაც დასაბამს აძლევს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს. უსიამოვნებებს შეიგრძნობს სიარულისას, სქესობრივი აქტისას.

ანთებითი პროცესის ჯირკვალზე და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელების შემთხვევაში ჭეშმარიტი აბსცესი ყალიბდება (პირველადი აბსცესი). ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორადად ხდება. მისი მიზეზი წინათ არსებული კისტის დაჩირქებაა.

ჯირკვალი ზომაში საგრძნობლად იმატებს. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონალური ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი ანუ ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის _ჩირქის გადაადგილება.

ყველაზე ხშირად აბსცესის თვითგახსნა ხდება. ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა ქვეითდება და სასქესო ბაგის მტიკვნეულობა ქრება.

ბართელონიტი | ფოტო

მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადადის. როგორც სხვა ქრონიკული პათოლოგიები, ქრონიკული ბართოლინიტიც ხასიათდება გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები. გამწვავების პერიოდში ქალს უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს დაზიანებული ჯირკვლის არეში. ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნებებს განიცდის სქესობრივი კონტაქტისა და სიარულისას.

მკურნალობა

ბართოლინიტის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე მოიცავს ანთებითი პროცესის კუპირებას. ეს თავის მხრივ გულსხმობს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და აგრეთვე სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას.

პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ.
დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული სეანსები. (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია).
კისტის განვითარების შემთხვევაში ხშირად დაზიანებული ჯირკვლის ამოკვეთა ხდება.

ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას სხვადასხვა მალამოებითა თუ პრეპარატებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს. ექიმი დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ ბართოლინიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

სტატია ატვირთულია 2018 წელს.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

საშვილოსნოს დაწევა

შემდეგი სტატია

ამერიკის უროლოგთა კონგრესზე პროფესორმა ქარაზანაშვილმა ინოვაცია დიდი წარმატებით წარადგინა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

გამოხმაურება 18

  1. მაია says:
    2 წელი წინ

    მოგესალმებით,დედას აქვს თხილის მარცვლის ოდენა მკვრივი მოძრავი ჯირკვალი,რომელიც თავიდან დიდი სასირცხო ბაგის ძირში მოსახარისკენ იყო,ახლა თვითონ ამბობს თითქოს საშოსკენ ვგრძნობო,თავიდან ქონდა ტკივილი ხელის დაჭერის დროს და დაჭიმულობა,დავუწყე ანტიბიოტიკი ინექცირებული ფორმით და 4 ინექციის შემდეგ დაჭიმულობა და ტკივილი მოეხსნა,უბრალოდ ეს ჯირკვალი ჯერ ჯერობით ისევ იმ ზომის არი,აღარ ტკივა მაგრამ ხელის დადებით უხეშად გრძნობს,რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      2 წელი წინ

      მოგესალმებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაციის გავლა და პაციენტის მდგომარეობის შეფასება
      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

      პასუხი
  2. ეკატერინე says:
    3 წელი წინ

    უკვე რამდენიმე წელია მაქვს ბართოლინის ჯირკვალი რომელიც ზრდაში მიდის,ტკივილები არ მაქვს,იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

    პასუხი
    • MMT hospital - ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      3 წელი წინ

      გამარჯობა ეკატერინე. ამ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და ჩაგწერთ მიღებაზე – 0322 23 40 23

      პასუხი
  3. რკა says:
    5 წელი წინ

    მოგესალმებით თქვენი დახმარება მინდა ძალიან,6 წლის წინ გავიკეთე მარცხენა მხარეს ბართოლინიტის ჯირკვლის ოპერაცია ,მასშემდეგ საერთოდ არ შევუწუხებივარ მაგრამ ახლა დამემართა იგივე მარჯვენა მხარეს ტემპერატურა არ მაქვს მაგრამ ჯირკვალი ხელით ისენჯება მაქვს უსიამოვნო შეგრძნება და ცოტა წვაც ვიმყოფები საზღვარგარეთ და სამწუხაროდ არანაირი დაზღვდვა არ მაქვს იქნებ რამე მირჩიოთ

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23

      პასუხი
  4. მარიამი says:
    5 წელი წინ

    გამარჯობათ,ბართოლინიტის ოპერაცია გავიკეთე5წლის უკან მექსე წელია და ეხლა შევნიშნე ისევ შესიება და თითქოს შარიკი მაქვს ისევ იმ მხარეს რომელ მხარესაც გავიკეთე,მაგრამ არც მტკივა არც დისკომფორტს მიქმნის.ვარ საზღვარᲒარეთ რა შეიძლება გავაკეთო ხომ ვერ მირჩევთ.

    პასუხი
    • mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი says:
      5 წელი წინ

      მოგესალმებით. კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში ჯობს უროლოგს გაესაუბროთ. შეგვიძლია ჩაგინიშნოთ ონლაინ კონსულტაცია უროლოგთან. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  5. ლია says:
    6 წელი წინ

    გამარჯობათ. აგვისტოს თვეში გავიკეთე ბართოლოგიური ჯირკვლის ამოკვეთა. აქამდე არ შეუწუხებივარ მაგრამ ეხლა ამტკივდა და ისევ იქ სადაც ნაოპერაციებია მტკივა სიარულის დროს და ცოტათი ჩამოსიებულია.

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატოო ლია. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  6. sopio says:
    6 წელი წინ

    ati telia matukebs bartoliniti da shirki tavisit gamodis var 43 tlis sashishi kom ar aris

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით. აუცილებლად უნდა მიმართოთ კვალიფიციურ გინეკოლოგს. ექიმი დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. დაგვიკავშირდით 0322 23 40 23

      პასუხი
  7. იამზე says:
    6 წელი წინ

    გამარჯობათ, მე დღეს შევნიშნე კლიტორის ცოტა ზევით პატარა შარიკივით, ამ პანდეემის დროს ექიმთან მისვლა მეშინია, ხომ ვერ გვეტყვით როგორ ვიმკურნალო. მადლობთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      6 წელი წინ

      მოგესალმებით ქალბატონო იამზე, დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით.

      პასუხი
  8. ლია says:
    7 წელი წინ

    ვფიქრობ მეც ეს მაქვს თუმცა ონკოლოგთან გამაგზავნეს გთხოვთ ჩამწეროთ და მიმიღოთ

    პასუხი
    • mmthospital says:
      7 წელი წინ

      ქალბატონო ლია დაგვიკავშირდით 032 2234023 ან დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი დაჩვენ დაგიკავშიურდებით

      პასუხი
      • მარიამი says:
        6 წელი წინ

        გამარჯობა, ეს მხოლოდ საშოს შესასვლელთან შეიძლება გაჩნდეს? მე მაქვს კლიტორის მაგლა გამონაზარდი რომელიც დისკომფორტს არ მიქმნის უბრალოდ პალპაციით ვხვდები რო პატარა გამონაზარდია და შეწითლებულია

        პასუხი
        • mmthospital says:
          6 წელი წინ

          მოგესალმებით, შესაძლოა დისკომფორტს არ გიქმნით, მაგრამ ყოველგვრი წანაზარდი საყურადღებოა,ეს გახლავთ გინეკოლოგის ნომერი დაუკავშირდით და დაგაკვალიანებთ 598920911 ირმა

          პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი