გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ორქიტი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ორქიტი სათესლე ჯირკვლის ანთება მკურნალობა | ფოტო

ორქიტი არის სათესლე ჯირკვლის ანთება, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ის ჩვეულებრივ ვითარდება, როგორც ზოგიერთი ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულება, როგორიცაა ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), ქუნთრუშა, პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრუცელოზი ან მუცლის ტიფი. თუმცა, ყველაზე ხშირად სათესლე ჯირკვლის ანთება შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება, და ფაქტობრივად მას ახლავს ეპიდიდიმიტი. სათესლე ჯირკვლის ანთების მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკებს ძირითადი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ტკივილგამაყუჩებლებს დისკომფორტის შესამსუბუქებლად. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია მჭიდრო მონიტორინგისთვის. არანამკურნალებმა ორქიტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, სათესლე ჯირკვლის აბსცესი ან თუნდაც სეფსისი. ამიტომ, სათესლე ჯირკვლის ანთების რაიმე სიმპტომის გამოვლენისას მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

სათესლე ჯირკვლის ანთება მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც.

მწვავე ორქიტი

დაავადება სათესლის არის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა შორისის, საზარდულის, წელის ან კუდუსუნის არეში. სათესლე პარკი დაავადებულ მხარეზე ორჯერ მსხვილდება, ანთებითი პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წითლდება, ცხელდება, მისი კანის ნაკეცები სწორდება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გადიდებულია, შეხებისას – მტკივნეული. ადგილობრივ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, ცხელება (38-39 გრადუსი), თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა.

2-4 კვირაში დაავადება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისთავადაც გაივლის. არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესის გაღრმავების კვალდაკვალ ჯირკვალი ჩირქდება. წარმოიქმნება ე.წ სათესლის აბსცესი. ასეთ დროს სათესლე პარკი ალისფერს იღებს, გლუვდება, შეხებისას კი ძლიერ მტკივნეულია.

მწვავე ორქიტის მთავარი გართულებაა სათესლის დაჩირქება, რასაც საბოლოო ჯამში უნაყოფობამდე მივყავართ.

სათესლე ჯირკვლის ანთების მკურნალობა მოიცავს ანტბიოტიკოთერაპიას, მწვავე პერიოდში – ადგილობრივად ცივ პროცედურებს. (ცივ, ყინულიან საფენებს).

მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კი – თბილ პროცედურებსა და ფიზიოთერაპიას.

ორქიტის დროს სათესლე პარკს ფიქსირებულ ამაღლებულ პოზიციას ანიჭებენ.

აბსცესის ჩამოყალიბებისას სათესლის გაკვეთასა და დრენირებას მიმართავენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, როცა ჯირკვლის ქსოვილი განილევა და სათესლე მთლიანად ჩირქითაა სავსე, ორქიექტომია ანუ სათესლის ამოკვეთა ხორციელდება.

ქრონიკული ორქიტი

ქრონიკული ორქიტი მწვავე ორქიტის არასათანადო მკურნალობისას ვითარდება. ზოგჯერ ის შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული ინფექციის გართულებაა.

მთავარი სიმპტომი შეხებისას სათესლე ჯირკვლის მტკივნეულობაა.

პროცესის გამწვავებისას ტკივილი სიარულის დროსაც ვლინდება. ქრონიკულად მიმდინარე პროცესი მწვავეზე მეტად აქვეითებს ჯირკვლის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას.

ის უნაყოფობის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია.

მკურნალობა ქრონიკული ორქიტის დროს ხანგრძლივი და რეგულარული უნდა იყოს. ანტიბიოტიკოთერაპიისა და ადგილობრივი პროცედურების პარალელურად აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. კარგ შედეგს იძლევა ფიზიოთერაპიაც.

ეპიდიდიმიტი

პროფილაქტიკა ითვალისწინებს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დროულ და სათანადო მკურნალობას. ორგანიზმის ცალკეული ორგანოების მდგომარეობის კონტროლს ზოგადი ინფექციის (გრიპის, პარაგრიპის, ქუნთრუშას) დროს.

საყურადღებოა

ეპიდემიური პაროტიტი (იგივე ყბაყურა) ასიდან 30 შემთხვევაში ორქიტით რთულდება. დაავადების დაწყებიდან 3-12 დღეში ან ბავშვის გამოჯანმრთელების პირველსავე კვირას სათესლე ჯირკვლებში (ორმხრივად) ზოგჯერ ანთებითი პროცესი აღინიშნება.

პაროტიტული ორქიტი არცთუ იშვიათად სათესლის ატროფიით (განლევით) სრულდება.

არასპეციფიკური ორქიტის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება აუცილებელია.

სათესლის ტუბერკულოზურ და სიმსივნურ პათოლოგიას, ორქიტისგან განსხვავებით თან არ სდევს ტემპერატურული რეაქცია. ჯირკვალი ამ დროს თანდათანობით და უმტკივნეულოდ დიდდება.

დიფერენცირების მიზნით ზოგჯერ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯირკვლის ბიოფსიას მიმართავენ.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ სათესლე ჯირკვლის ანთების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

თირკმლის კიბო (სიმსივნე)

შემდეგი სტატია

ურთულესი ოპერაციების ციკლი და სრულად აღდგენილი საშარდე გზები – მორიგი სასწაული ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი