რა არის უროლოგია?
უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს.
უროლოგია “ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სადაც ნებისმიერი სახის უროლოგიური დაავადების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი:
უროლოგიური დაავადებებია:
- თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები;
- პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება;
- თირკმლის სიმსივნე;
- პროსტატის სიმსივნე;
- სათესლე ჯირკვლის სიმსივნე;
- შარდის ბუშტის სიმსივნე;
- სასქესო ასოს სიმსივნე;
- ურეთრის სიმსივნე;
- ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები: ნოქტურია (ღამით ხშირი შარდვა); შარდის შეუკავებლობა;
- სქესობრივი დისფუნქცია (როგორიცაა, მაგალითად ერექციული ფუნქციის მოშლა);
- მამაკაცის უნაყოფობა;
- მენჯის ტკივილი;
- უროლოგიური ინფექციები;
- შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები და განვითარების მანკები.
ონკოუროლოგია
- შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, შარდის შეკავების უნარის და პოსტენციის შენარჩუნებით;
- თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
- სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
- სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა.
ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური
- შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა – ლითოტრიფსია (ლაზერული, ულტრაბგერითი, ელექტროჰიდრავლიკური, პნევმატური და დისტანციური);
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა;
- ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა.
რეკონსტრუქციული უროლოგია
- საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპლანტაციით;
- მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა.
ქალთა უროლოგია
- შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური მკურნალობა;
- შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია.
ბავშვთა უროლოგია
- ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების კორექცია;
- კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა;
- ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა.
ანდროლოგია
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა.
ექსკლუზიური ოპერაციები
- ხელოვნური (ორთოტოპული) შარდის ბუშტის შექმნა;
- პროსტატის სიმსივნის მკურნალობა პოტენციის შენარჩუნებით;
- საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპანტაციით .




