გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

თირკმლის ტკივილი

Боль в почках
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

თირკმლის ტკივილი – თუ ტკივილს წელის ზედა არეში გრძნობთ, შესაძლოა ამის  მიზეზი თირკმელი იყოს. თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა და წელის მიდამოში, მდებარეობს. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია. თირკმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც  ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს და პასუხისმგებელია  სისხლის ფილტრაციაზე,   ორგანიზმში სითხეებისა და ელექტროლიტების სწორი ბალანსის შენარჩუნებაზე.

თირკმლის ტკივილი მიგვანიშნებს გარკვეულ დაავადებებზე. ტკივილის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • საშარდე გზების ინფექცია
  • თირკმლის ინფექცია
  • თირკმლის პოლიკისტოზი (თრკმლის კისტები)
  • სისხლის შედედება თირკმელში
  • სისხლდენა თირკმელში
  • თირკმლის ვენების თრომბოზი
  • თირკმლის კენჭები
  • პიელონეფრიტი

საშარდე გზების ინფექცია – საშარდე გზების ინფექცია  წარმოადგენს თირკმელების, შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის ინფექციურ დაავადებას. დაავადების  ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ინფექციური ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფიცირებით.

თირკმლის ინფექცია – თირკმლის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს თირკმლის კენჭი ან საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალია. დარღვეული დრენირება და შარდის პასაჟის ბლოკირება შესაძლებელს ხდის თირკმელში ბაქტერიების შეღწევას, ხოლო შარდის მეშვეობით მათი მოცილება ვეღარ ხერხდება. შარდის დინების ნებისმიერი დარღვევა შესაძლოა ინფექციური პროცესის აღმოცენებისა და საშარდე გზების სხვა ნაწილებში მისი გავრცელების მიზეზი გახდეს.

თირკმლის კისტა – ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება, ექოსკოპიური გამოკვლევისას. კისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.

თირკმლის კენჭები – თირკმელში წარმოქმინილი კრისტალები, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს, შეერთდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გენეტიკური ფაქტორები, გარკვეული  ტიპის მედიკამენტები, შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში და სხვა. 

მას შედეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი ორგანიზმი მის განდევნას ცდილობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, შარსაწვეთები, შარდის ბუშტი, შარდსადინარი).

შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს  მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება “კენჭის გავლა” რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი ე.წ. თირკმლის ჭვალი. ის განსაკუთრებით ძლიერდება და აუტანელი ხდება მაშინ როდესაც კენჭი შარდსაწვეთში იჭედება  და შარდის დინებას აფერხებს. თირკმლის ჭვალი ზოგჯერ ისეთი ძლიერი ტკივილით ვლინდება, რომ მას ხშირად მშობიარობის ტკივილსაც ადარებენ. 

პიელონეფრიტი – ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პიელონეფრიტი თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ეს გახლავთ ინფექციური გენეზის დაავადება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანოს – თირკმელს აზიანებს. დაავადება ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, უმეტესად 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გვხვდება.

თირკმლის მიზეზით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა მიდამოებშიც. მათ შორისაა ზურგის ქვედა მხარე, დუნდულები, თეძოები და მუცელი. როგორც უკვე ვთქვით თირკმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა, ამიტომ მსგავსი ტკივილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ, თირკმლის დაავადებების მკურნალობას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

აქცია! შაბათს – 9 მარტს! ენდოკრინოლოგის და ქირურგის უფასო კონსულტაცია!

შემდეგი სტატია

ხშირი შარდვა

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა
პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

ლითოტრიფსია — თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა
თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი