
2022 წლის 1–4 ივლისს გამართულ ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე პროფესორი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სხდომას პროსტატის კიბოს მკურნალობის შედეგებზე.
უკვე მრავალი ათეული წელია ბატონი გურამი აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესებზე. სწორედ მისი საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობა განაპირობებს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის წარმატებას, რაც გამოიხატება პაციენტების ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და ეფექტურ მკურნალობაში.






