გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

საკვერცხის კისტა – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

საკვერცხის კისტა (იგივე ცისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით.

საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის კისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა კისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. საკვერცხი კისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია.

კისტა ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ.

თუ კისტის დიამეტრი 5სმ-ს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს:

ფუნქციური საკვერცის კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. ამ ტიპის ცისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.
პათოლოგიური საკვერცხის კისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.

რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კისტას?

საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება.

იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და ა.შ.

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც საკვერცხის კისტას ახასიათებს: 

  • არარეგულარული ან/და მტკივნეული ან/და ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • მცირე მენჯის ღრუს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის და თეძოების მიდამოში;
  • ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ;
  • დისპარეუნია – ტკივილი კოიტუსის (სქესობრივი აქტი) დროს ან მის შემდეგ;
  • ტკივილი დეფეკაციის (კუჭში გასვლა) დროს;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • შარდის ბუშტის სრულ დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ზეწოლა შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე – კუჭის გახშირებული მოქმედება;
  • ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად პროდუცირებას, რომლის გამოც ხდება მკერდის ცვლილებები და თმის მოჭარბებული ზრდა.

საკვერცხის კისტა – გართულებების ნიშნები და სიმპტომები:

  • შემოგრეხვა – თუ კისტა იზრდება ფეხზე, ანუ წვრილი ღეროთია დაკავშირებული საკვერცხესთან, ის შეიძლება შემოიგრიხოს, შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.
  • გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი. ინფიცირების შემთხვევაში ტკივილი გაძლიერდება. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.
  • კიბო – ძალიან იშვიათად საკვერცხის კისტა კიბოს საწყისი ფორმაა.

საკვერცხის ფუნქციური კისტები ორი ტიპისაა:

ფოლიკულური კისტები – საკვერცხის კისტის უხშირესი ფორმაა. ქალის საკვერცხე თვეში ერთ კვერცხუჯრედს ათავისუფლებს, რომელიც მიემართება საშვილოსნოსკენ და განაყოფიერების შემთხვევაში ჩაინერგება საშვილოსნოს შიდა გარსში (ენდომეტრიუმი). კვერცხუჯრედი თავდაპირველად მოთავსებულია ფოლიკულში, რომელიც სითხითაა სავსე.

კვერცხუჯრედის მომწიფებისას, წესით, ფოლიკული უნდა გასკდეს, მაგრამ ზოგჯერ ის ან არ სკდება და კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს და ყალიბდება საკვერცხის ფოლიკულური კისტა. ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.
ლუთეინური კისტები – გაცილებით იშვიათად გვხვდება. ზოგჯერ, ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში (პოსტოვულაციური ე.წ. ყვითელი სხეული) ხდება სისხლის დაგროვება. ამ ტიპის კისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, მაგრამ შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.

საკვერცხის კისტა (ცისტა)- ილუსტრაცია | ფოტო

პათოლოგიური კისტები:

  • დერმოიდული კისტა (ტერატომა)

    დემოიდული კისტა ჩვეულებრივ კეთილთვისებიანი ცისტაა, რომელიც ღეროვანი უჯრედებიდან (პირველადი ოოციტი) ვითარდება, ამ ტიპის უჯრედებს ნებისმიერ ქსოვილად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ, ამიტომ დერმოიდული ტიპის საკვერცხის კისიტაში შესაძლოა შეგვხვდეს თმა, კანი, ძვალი და ზოგჯერ კბილიც კი. ამ ტიპის ცისტების მკურნალობა ქირურგიულია.

  • ცისტადენომა

    ცისტადენომა ვითარდება უჯრედებიდან, რომლებიც გარედან ფარავს საკვერცხეს. შეიძლება შეიცავდეს სქელ ლორწოვან ნივთიერებას ან წყლისებრ მასას. ცისტადენომა საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული ფეხით და შეიძლება უზომოდ გაიზარდოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი ბუნებით არ ხასიათდება, მისი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.

  • ენდომეტრიული კისტა

    ენდომეტრიული კისტა – იგივე საკვერცხის ენდომეტრიოზი/ენდომეტრიომა – ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული ცისტის სახით, რომელსაც, ისევე როგორც საშვილოსნოს, ყოველთვიურად ახასიათებს ჩამოფცქვნა და სისხლდენა, შესაბამისად ამ ცისტის არსებობას თან ახლავს მტკივნეული მენსტრუაცია და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი).

  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი

    ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რომლის ფონზეც საკვერცხეში ყალიბდება მრავალი ფოლიკულა, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა

ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – ულტრასონოგრაფის (აპარატი, რომლითაც კეთდება ექოსკოპია) გადამცემის დადებით ვგებულობთ ცისტის ფორმას, ზომას, მდებარეობას, შემადგენლობას (სითხის შემცველი, მკვრივი ან შერეული).
სისხლის ტესტები – ონკოლოგიური მარკერები, როგორიცაა ჩA-125 შეიძლება იყოს შეცვლილი, მარკერების დონის ძლიერ მატება საკვერცხის კიბოზე მიუთითებს. ჰორმონების განსაზღვრით ხდება იმის დადგენა, არის თუ არა კისტის მიზეზი ჰორმონული დისბალანსი.
ორსულობის ტესტმა შეიძლება მოგვცეს მცდარი დადებითი შედეგი, განსაკუთრებით ლუთეინური წარმოშობის ცისტის შემთხვევაში.
ლაპარასკოპია წარმოადგენს დიაგნოსტიკისა და ამავდროულად მკურნალობის მეთოდსაც, თუმცა ამ მეთოდს ძირითადად მაშინ იყენებენ, თუ ექოსკოპიურად ცისტის ზომა დიდია, ან სხვა მიზეზის გამო საჭიროა მისი ამოკვეთა.

საკვერცხის კისტა – მკურნალობის მეთოდები

მოცდის ტაქტიკა. თუკი საკვერცხის კისტა აღმოგაჩნდა, შეიძლება შემოგთავაზონ მოცდა და ექოსკოპიის გამეორება 1-3 თვეში, რათა გადაამოწმონ ცისტის ზომის ცვლილება. ამ ტაქტიკას ძირითადად სთავაზობენ ქალებს, რომლებიც:

  • არიან რეპროდუქცულ ასაკში;
  • არ აქვთ სიმპტომები;
  • აქვთ სითხით სავსე ცისტა;
  • ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრისაა.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამცირებენ ახალი ცისტის განვითარების შანსს და უკვე არსებული ცისტების ზრდას.

ქირურგიული მკურნალობა არჩევითი მეთოდია მენოპაუზის მქონე ქალბატონებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ:

  • კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ;
  • იზრდება ზომაში;
  • ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება;

საკვერცხის კისტა (ცისტა) – არსებობს ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი:
ლაპარასკოპია – კეთდება ორი პატარა ნახვრეტი მუცლის ქვედა ნაწილში და ერთი ჭიპთან, წვრილი ინსტრუმენტით (ლაპარასკოპით) შედიან მუცლის ღრუში და ათვალიერებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს, ხდება ცისტის ამოღება, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოკვეთონ საკვერცხეც. ერთი საკვერცხის ამოკვეთა არ იწვევს უშვილობას, თუ მეორე საკვერცხე ჯანსაღია.

ლაპარატომია – კეთდება მოზრდილი განაკვეთი მუცლის ქვედა ნაწილში, ამ მეთოდს ღია წესით ოპერაციას უწოდებენ. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევებში, თუ ეჭვია საკვერცხის კიბოზე, ან ცისტა ძალიან დიდი ზომისაა. ოპერაციული მასალა ყველა შემთხვევაში იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, რის საფუძველზეც კეთდება რეპროდუქციულ ორგანოებში მიმდინარე პროცესების და ანომალიების ანალიზი. ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებისას პაციენტი იმავე ან მეორე დღეს მიდის სახლში და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლაპარატომიის დროს. ლაპარატომიის შემთხვევაში სტაციონარში დაყოვნების პერიოდი საშუალოდ 2 დღეა.

პრევენცია
საკვერცხის კისტის პრევენცია შეუძლებელია, თუ არაფერი გაწუხებთ და მხოლოდ თავის დაზღვევა გინდათ, შეგიძლიათ საკვერცხეები პერიოდულად, 6-8თვეში ერთხელ აკონტროლოთ ექოსკოპიით და კისტა ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ, რაც თავიდან აგარიდებთ ოპერაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მცირე ზომისა და ისეთი აგებულებისაა, რომ მედიკამენტურ მკურნალობას დაექვემდებარება.


“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

PSA – პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი

შემდეგი სტატია

ურეთრიტი – საშარდე მილის ანთება

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი