ნაღვლის ბუშტის კენჭები (ქოლელითიაზი) რომელიც ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით არის ცნობილი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ხშირად სომპტომები არ გააჩნია, ისინი კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე წარმოიქმნას.
რა არის ნაღვლის ბუშტის კენჭები
ნაღვლის ბუშტი არის პატარა, მსხლის ფორმის ორგანო, რომელიც მდებარეობს მუცლის მარჯვენა მხარეს, ღვიძლის ქვემოთ. ნაღვლის ბუშტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების პროცესში. როდესაც ჩვენ ვჭამთ, ნაღვლის ბუშტი იკუმშება და გამოყოფს ნაღველს წვრილ ნაწლავში, რათა ხელი შეუწყოს წხიმების დაშლასა და საჭმლის მონელებას. თუმცა, როდესაც ნაღვლის ბუშტში კენჭები ვითარდება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ტკივილი და სხვა გართულებები.
ქოლელითიაზი იშვიათია ბავშვებში და მოზარდებში, ხშირად ემართებათ მამაკაცებს და ქალებს 45 წლის ზემოთ.
ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. ამის მიზეზია ქალური ჰორმონები – ესტროგენები, რომლებიც ანელებენ ნაღვლის გამოყოფას.
ნაღვლის ბუშტის კენჭების სახეობები
არსებობს ორი სახის კენჭი: ქოლესტერინისა და პიგმენტური ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს.

პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს მწვავე ქოლეცისტიტით, მექანიკური სიყვითლით, რომელიც ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება.
ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი შესაძლოა სადინარში გაიჭედოს. ამის შედეგად სადინარი იხშობა, ნაღველი იქიდან ვეღარ გადის და ბუშტშივე გროვდება. ნაღვლის ბუშტი თანდათანობით იზრდება – თუ ნორმაში 25 მლ ტევადობისა უნდა იყოს, ზოგჯერ 200 მლ-საც. აღწევს. ყოველივე ეს კი იწვევს ტკივილს.
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები:
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- მემკვიდრეობითი ხასიათი;
- ჭარბი წონა;
- ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება;
- არასწორი დიეტა.
ნაღვლის ბუშტის კენჭების მკურნალობა
ნაღვლის ბუშტის კენჭების მკურნალობის ყველზე ეფექტური და საიმედო საშუალება ოპერაციული ჩარევაა. თუ ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების შეჯგუფება ან წმინდა ქოლესტერინული ანუ რბილი ქვა, რომელიც ადვილად იშლება, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნოლობა ეფექტური აღმოჩნდეს.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ქოლელითიაზს შეიძლება არ დასჭირდეს დაუყოვნებელი მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ისინი მცირე ზომისაა და ასიმპტომურია. ასეთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნაღვლის ბუშტის კენჭების მონიტორინგი რეგულარული ულტრაბგერითი გამოკვლევებით, ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ისეთ საკვებზე თავის არიდება რომელმაც შეიძლება გაართულოს დაავადების სიმპტომები.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ ნაღველკენჭოვანი დაავადებების მკურნალობას, თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით!
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]




