გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

პროსტატიტი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პროსტატიტი | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:Русский

პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს,

მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში. პროსტატას აქვს ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ამჟამად იკვლევენ.

პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიისათვის განკუთვნილი Duolith SD1 T-TOP აპარატი შექმნილია კომპანია Storz Medical-is მიერ, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ კომპანიას ადამიანის ორგანიზმზე ინფრა აკუსტიკური სპექტრის ტალღების ზემოქმედების კვლევისა და შესწავლის კუთხით.

აპარატის მიერ დარტყმითი იმპულსების გენერირება-ფოკუსირება და ქსოვილებზე ზემოქმედების ეფექტები 30-წლიანი პრაქტიკითაა შემოწმებული და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული. ის ძალზე ეფექტური საშუალება პროსტატიტის მკურნალობაში.

შტორცის დარტყმით ტალღოვანი აპარატი Storz Medical DUOLITH SD1 T-Top F-SW Ultra

პროსტატიტს იწვევს:

  1. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;
  2. მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
  3. ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა;
  4. სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
  5. შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები,  მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით,
  6. ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას;
  7. დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.

პროსტატიტი – სიმპტომები და მიმდინარეობა 

პროსტატიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს.

ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივიც. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც საბოლოოდ ქრონიკულ პროსტატიტამდე მივყავართ.

დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს გამწვავების პერიოდები.

მწვავე პროსტატიტი, ასევე – ქრონიკული ფორმის გამწვავება ამგვარად ვლინდება:

  • სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39-40°C-მდე, ავადმყოფს ამცივნებს.
  • წარმოიშობა შარდვასთან  დაკავშირებული ჩივილები. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის გადიდების დროს თავს იჩენს შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:
  • შარდვის დაწყების გაძნელება;
  • წყვეტილი შარდვა;
  • შარდის სუსტი ნაკადი;
  • წვეთ-წვეთად შარდვა;
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამის საათებში;
  • იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და შარდის შეუკავებლობა ამ დროს;
  • იმპოტენცია
  • ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
  • სუსტი ერექცია;
  • ნაადრევი ეაკულაცია;
  • ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია);
  • ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულების არეში, თეძოების ან წელის არეში შიგნიდან ტკივილი;
  • ნერვული სისტემის მოშლა (ნერვოზული მდგომარეობა, განპირობებული ავადმყოფის ყურადღების გადატანით თავის მდგომარეობაზე).

.შესაძლოა, წინამდებარე ჯირკვალზე გაჩნდეს აბსცესი (ჩირქგროვა) და სხვა.
უმეტესად კი დაავადება ფარულად  ვითარდება და თანდათან იღებს ქრონიკულ ხასიათს.

ქრონიკული პროსტატიტის დროს ჩივილები უფრო მრავალფეროვანია, იმპოტენციიდან დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს გაუთავებელი ჩივილებით წელის ტკივილის, დაღლილობის, გულის არეში ტკივილის გამო. შედეგად დაისმის რადიკულიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზის დიაგნოზი და მხოლოდ ექიმის სწორად მიმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდვილ მიზეზს.

ვირუსული პროსტატიტები

ცალკე უნდა შევეხოთ ვირუსულ პროსტატიტებს, რომლებსაც ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი იწვევს. ამ ვირუსებით გამოწვეული ურეთრიტი (შარსადენის ანთება) ართულებს პროსტატიტის მიმდინარეობას და იწვევს უშვილობას.

ამ ტიპის პროსტატიტები განსაკუთრებით საყურადღებოა,  რადგან ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული გამოკვლევით. ხშირად ასეთი ავადმყოფები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება; ის მკურნალობის სრულიად სხვა ტაქტიკას – ანტივირუსულ მკურნალობას, იმუნოთერაპიას და ა. შ. – მოითხოვს.

გართულებები

ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. ბოლო ხანს ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ქრონიკული პროსტატიტის დროს პერმანენტულად ხდება კინინების – განსაზღვრული ტიპის ნივთიერებების – პროდუქცია.

კინინები ატიპური (კიბოსეული) უჯრედების გამრავლებას განაპირობებს. ამგვარად, ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს შორის უშუალო კავშირია.
გარდა ამისა, ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით – სათესლე ბუშტუკების ანთებით, ეპიდიდიმიტი – სათესლე ჯირკვლის და მისი დანამატების ანთებით.

შედეგია უნაყოფობა (წინამდებარე ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ხარისხიან სეკრეტს, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის), იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა). ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაშივე აუცილებელია. ამაზე მნიშვნელოვანწილად  არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.

პროსტატიტი და იმპოტენცია

ზევით უკვე შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გვინდა განვმარტოთ, რომ პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას, თუმცა ნებაზე მიშვებულმა ქრონიკულმა პროსტატიტმა, ისევე როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, არასაკმარისი ერექცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და ე.წ. წაშლილი ორგაზმი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური ანალიზი. ეს გამოკვლევა იძლევა შარდში არსებული ცვლილებების გენეზის დადგენის საშუალებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მიკრო ექოსკოპიური გამოკვლევა.
გარდა ამისა, აუცილებელია:

  • გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე;
  • რექტალური გამოკვლევა თითით;
  • სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია (ჩვენებისამებრ) პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით და სხვა.

კვლევის შედეგების მიღების შემდეგ ექიმი უროლოგი შეადგენს მკურნალობის პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს.

პროსტატიტის მკურნალობა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, ულტრა თანამედროვე ინოვაციური აპარატით. შოკ ტალღოვანი თერაპიის საშუალებით ჩაიტარებთ მარტივ და ეფექტურ მკურნალობას. სხეულის გარკვეულ მიდამოზე აპარატის შეხებით, გრძნობთ მსუბუქ ტალღოვან ზეწოლას და სუსტ ჩხვლეტას, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება.

მკურნალობა კომპლექსურია, შოკტალღოვან თერაპიასთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებნ სისხლძარღვების ტონუსს, ასევე – ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. ინიშნება პროსტატის მასაჟის კურსი.

 
პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:

  • ფიზიკური აქტივობის გაზრდას, ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა.
  • რეკომენდებულია კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა, განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით სიარული – ამ დროს ხდება წინამდებარე ჯირკვლების მასაჟი, ეს კი არეგულირებს მათში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლების დასნებოვნებას;
  • ძილის მართებულ რეჟიმს;
  • სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება.
  • ერიდეთ გადაცივებას. ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა.
  • რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პროსტატიტის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.
  • თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნუ მიუშვებთ დაავადებას ნებაზე. უნდა გახსოვდეთ, რომ მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობაა საჭირო.
  • ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას.
  • ყოველი მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას. პირველ რიგში გამოკვლეული უნდა იქნეს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი და ჩატარდეს უროლოგიური კვლევა.
  • გახსოვდეთ: ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობას შტორცის ულტრა თანამედროვე ტალღოვანი თერაპიით.

 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

გურამ ქანაზანაშვილის ორგანიზებით თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა

შემდეგი სტატია

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციო ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა
პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი