უროლოგიური პრობლემები ხშირად ისე ვითარდება, რომ ადამიანი დიდხანს ვერ ამჩნევს, ან ამჩნევს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. ზოგი სიმპტომი მისთვის უბრალოდ „ასაკთანაა დაკავშირებული”. სინამდვილეში, ამ სიმპტომების დიდი ნაწილი კონსულტაციის საფუძველია, და ხშირ შემთხვევაში, ადრეული ჩარევის შანსს ქმნის.
უროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც თირკმლების, შარდსაწვეთების, შარდის ბუშტის, პროსტატისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს მკურნალობს. ის ასევე მუშაობს ქალებთან ისეთ სიმპტომებთან მიმართებით, როგორებიცაა შარდის შეუკავებლობა, განმეორებითი ინფექციები და სხვა სიმპტომები.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ უროლოგს?
- შარდვის სიხშირისა და ხარისხის ცვლილება – ღამით ოთხ-ხუთჯერ გაღვიძება, სუსტი შარდის ნაკადი ან შეგრძნება, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება – ეს სიმპტომები, ცალ-ცალკე ან ერთობლივად, პროსტატის ადენომის ან სხვა უროლოგიური პათოლოგიის ნიშანი შეიძლება, იყოს. პროსტატის ადენომის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი სწორი დიაგნოსტიკიდან იწყება. ჩივილების გადადება, ჩვეულებრივ, ამ მეთოდების სიმრავლეს ამცირებს.
- შარდში სისხლის აღმოჩენა ყოველთვის გამოკვლევას საჭიროებს. ეს ნიშანი ინფექციიდან შარდის ბუშტის კიბომდე ფართო სპექტრს ფარავს. თუ პაციენტს ამ სიმპტომთან ერთად ტკივილი არ აწუხებს, ეს კონკრეტულ შემთხვევას „უვნებელს” არ ხდის, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ტკივილის გარეშე მიმდინარეობს ისეთი პათოლოგიებიც, რომლებიც ადრეულ სტადიაზე გაცილებით მარტივად საკონტროლოა.
- ტკივილი წელის არეში, მენჯის ან სათესლე ჯირკვლის არეში ხანდახან უყურადღებობის ფონზე ვითარდება, რადგან, როგორც წესი, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ძლიერდება. ამიტომ შემთხვევა კონსულტაციას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელის ტკივილი ყოველთვის ზურგის პრობლემაზე არ მიუთითებს. თირკმლების ანთება ან კენჭები ხშირად ამგვარად ვლინდება.
- ერექციული ფუნქციის ცვლილების დროს მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სიმპტომს “ასაკობრივ ნორმად” მიიჩნევს. სინამდვილეში, ერექციული დისფუნქცია ზოგ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ჰორმონალური ფონის ან ნეიროლოგიური ცვლილებების ადრეული ნიშანია. სწორი სპეციალისტის კონსულტაცია საშუალებას გაძლევთ, ეს კავშირი კლინიკურად შეფასდეს. ტესტოსტერონის დაბალი დონე, რომელიც ხშირად დაღლილობით, ლიბიდოს დაქვეითებითა და/ან განწყობის ცვლილებებით ვლინდება, ასევე უროლოგის კომპეტენციაა.
- შარდის შეუკავებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს – ეს ფუნქციური პრობლემაა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. ის არ არის „ასაკობრივი ნორმა”.
ვინ უნდა მივიდეს პროფილაქტიკურ კონსულტაციაზე?
სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება. ეს განსაკუთრებით ონკოლოგიური პათოლოგიებისთვისაა დამახასიათებელი. პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე ყოველგვარი ჩივილის გარეშე მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები ჩივილები ჯანმრთელობის გარანტიაა. სწორედ ამ მიზეზით, 50 წლის შემდეგ პროფილაქტიკური ვიზიტი და PSA-ს გამოკვლევა სტანდარტული პრაქტიკაა. ოჯახური ანამნეზის არსებობისას ეს ასაკი 40 წლამდე მცირდება. სკრინინგისთვის კი ასაკი შეუზღუდავია და ნებისმიერ მსურველს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება შეუძლია.
ჩვენი ექიმები პაციენტს ინდივიდუალური სურათის მიხედვით განუმარტავენ, რა სიხშირით და რა კვლევებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი. ეს კლინიკური სტანდარტია, რომელიც ქვეყნებში, სადაც სკრინინგი გავრცელებულია, პროსტატის კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ადრეული დიაგნოსტიკა
პრობლემის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მკურნალობის შესაძლებლობებს განსაზღვრავს. სიმსივნე, რომელიც ჯერ არ გავრცელებულა, მინიმალური ჩარევით შეიძლება, დასტაბილურდეს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი ნაკლებ სტრესს განიცდის, სწრაფ რეაბილიტაციას გადის, ხოლო გართულებების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.
პრობლემა ის არის, რომ ლოდინი ამ ბალანსს ხშირად არღვევს. სიმსივნე, რომელიც ერთ სტადიაზე ადგილობრივ ჩარევას ექვემდებარებოდა, მეორე სტადიაზე კომბინირებულ, გახანგრძლივებულ მკურნალობას საჭიროებს.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში რობოტული ქირურგია სწორედ იმ შემთხვევებზეა ორიენტირებული, სადაც სიზუსტე და მინიმალური ტრავმა პირველ ადგილზეა. ტრადიციულ ჩარევასთან შედარებით, ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაცია ბევრად ნაკლებ სისხლდენას, მოკლე ჰოსპიტალიზაციის ვადასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ითვალისწინებს. ქარაზანაშვილის ცენტრი კავკასიასა და საქართველოში ამ სფეროში ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილების მქონე დაწესებულებაა, რომელმაც 2 წელზე ნაკლებ დროში 300-ზე მეტი ოპერაცია წარმატებით განახორციელა.
როგორ მუშაობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი?
ცენტრში თითოეული პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. დიაგნოსტიკური სურათი, მათ შორის, ლაბორატორიული მონაცემები, ვიზუალიზაცია, PSA-ს დინამიკა კლინიკური კვლევის ნაწილია, რომელსაც ექიმი, და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა ჯგუფი ერთობლივად აფასებს.
კომპლექსურ შემთხვევებში, სადაც სიმსივნე ერთი სპეციალობის ფარგლებს სცდება, ცენტრში კონსილიუმი იმართება. ამ პრინციპით ყველა შემთხვევა სხვადასხვა კუთხით ფასდება. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, მაგალითად, პროსტატის ან შარდის ბუშტის სიმსივნე ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტის ჩართვას მოითხოვს.
ქირურგიული ჩარევის გარდა, ცენტრი პაციენტებს სთავაზობს დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის სერვისსაც, რომელიც პროსტატიტის, ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომისა და სხვა მდგომარეობების სამართავად გამოიყენება.
თბილისში სამ ლოკაციაზე, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ექვსი ფილიალი ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ერთი სამედიცინო სტანდარტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია ხელმისაწვდომი.
ჯანსაღი ცხოვრების წესი – რამდენად ეხება ეს უროლოგიურ ჯანმრთელობას?
საკმარისი სითხის მიღება, ჯანსაღი კვების რეჟიმი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და მოწევის შეწყვეტა, ყველა ეს ფაქტორი კავშირშია პროსტატის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობასთან. ჭარბი წონა ტიპი 2 დიაბეტთან ერთად შარდვის ფუნქციაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. მოწევა შარდის ბუშტის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე დადასტურებული რისკ-ფაქტორია.
ეს ფაქტორები ვერ ჩაანაცვლებს კლინიკურ გამოკვლევას, მაგრამ ისინი შედეგს უშუალოდ განაპირობებს. ადამიანი, რომელსაც ჯანსაღი ჩვევები ჩამოუყალიბდება, ნაკლებად მოწყვლადი იქნება კონკრეტული დაავადებების მიმართ. ეს ნიშნავს ექიმთან ნაკლებ ვიზიტს, ნაკლებ ჩარევასა და ცხოვრების უკეთეს ხარისხს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამ ფაქტორებზე კონსულტაციაც ჩვენი ექიმების სამუშაოს ნაწილია. კლინიკური ვიზიტი სიმპტომის „მართვა” ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და პრევენციის შანსია.
უროლოგიური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ადრეული მიმართვა ბევრ რაიმეს განსაზღვრავს. სიმპტომი, რომელიც ბოლომდე არ უშლის ხელს სრულფასოვნად ცხოვრებას ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ლოდინის ილუზიას ქმნის. ეს ასეა პროსტატის კიბოს, შარდ-კენჭოვანი დაავადების, პროსტატიტისა თუ სხვა პათოლოგიების შემთხვევაში – ყველა მათგანის ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა შემდეგ ნაკლებ ჩარევას საჭიროებს.
კონსულტაციისა და გამოკვლევის დასაჯავშნად მოგვმართეთ ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 23 40 23.






