გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი სიახლეები

პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტული ქირურგიით ასეულობით წარმატებული ოპერაცია – ლიდერები კავკასიაში

26/06/2026
რუბრიკა სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სტატისტიკურად, ის ყოველ მეშვიდე მამაკაცს უვლინდება. მიუხედავად ამისა, დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში სრულად განკურნებადია, თუმცა საწყის სტადიაზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს რეგულარული სკრინინგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი დღეისათვის პროსტატის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი წამყვანი პოზიციები განპირობებულია უახლესი რობოტული ტექნოლოგიებით, თანამედროვე დიაგნოსტიკურ-სამკურნალო საშუალებებით, უნიკალური შესაძლებლობებითა და სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაციით.

ცენტრში ხელმისაწვდომია პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცზე დაყრდნობით, აპარატი უზრუნველჰყოფს 300%-ით გადიდებულ, გაუმჯობესებულ გამოსახულებას, რაც ექიმს აძლევს საშუალებას მაღალი სიზუსტით ჩაატაროს აღნიშნული კვლევა. ასევე ხელმისაწვდომია ტრანსპერინეული ფიუჟენ (Fusion) ბიოფსია, რომელიც წარმოადგენს მიკრო – ულტრაბგერისა და მაგნიტური რეზონანსის (MRI) მონაცემების  შერწყმას ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერით პლატფორმაზე.  პაციენტებს კვლევის  ჩატარება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შეუძლიათ მხოლოდ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ხუთ ფილიალში. ფიუჟენ ბიოფსია  გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის დაავადებების დროულ გამოვლენაში.

ჩვენს კლინიკაში ერთდროულად დანერგილია პროსტატის სიმსივნურ დაავადებებთან მკურნალობის ორი რობოტული ტექნოლოგია — რობოტული ქირურგია და რობოტული ფოკალური თერაპია. ამ ორი ინოვაციური ტექნოლოგიის ერთ სივრცეში სინთეზს მსოფლიო მასშტაბითაც  კი ძალიან მცირე რაოდენობის კლინიკებში ვხვდებით.

პროსტატის რობოტული ოპერაციები ხორციელდება მეოთხე თაობის მაღალტექნოლოგიური რობოტული სისტემის — TOUMAI-ს გამოყენებით. სისტემა ქირურგს აწვდის 10-ჯერ გადიდებულ, სამგანზომილებიან (3D) გამოსახულებას და უზრუნველყოფს ურთულესი მანიპულაციების მაქსიმალური სიზუსტით შესრულებას. რობოტი სრულად ფილტრავს ხელის ბუნებრივ კანკალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის ოპერაციების დროს, როდესაც აუცილებელია ნერვული და ფუნქციურად მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაცვა.

 

2024 წლის თებერვლიდან დღემდე კლინიკაში პროსტატის სიმსივნეზე ასეულობით წარმატებული რობოტული ოპერაცია ჩატარდა. დაგროვილმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ოქროს სტანდარტს. მეთოდის მთავარი უპირატესობებია მცირე განაკვეთები, ნაკლები სისხლის დანაკარგი, სწრაფი რეაბილიტაცია და პოსტოპერაციული გართულებების შემცირებული რისკი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნქციური შედეგები. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კლინიკაში დანერგილი ქირურგიული მიდგომების წყალობით, პაციენტების უმრავლესობას სრულად უნარჩუნდება შარდის შეკავების უნარი, ხოლო მაქსიმალურად ხდება სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებაც. სწორედ ამიტომ, პროსტატის რობოტული ქირურგია დღეს უსაფრთხო, ეფექტურ და მაღალსტანდარტიზებულ მკურნალობის მეთოდად ითვლება.

ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია HIFU ფოკალური თერაპია — პროსტატის სიმსივნის მკურნალობის უოპერაციო და არაინვაზიური მეთოდი. პროცედურის დროს ხდება მხოლოდ სიმსივნური კერის მიზანმიმართული განადგურება, ხოლო ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაცვა. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სურთ ორგანოს შენარჩუნება და მკურნალობის მინიმალურად ინვაზიური მეთოდის გამოყენება.

პროსტატის კიბოს წარმატებული მართვის საფუძველი ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკაა. თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობების, რობოტული ქირურგიის, ფოკალური თერაპიისა და ასეულობით წარმატებული ოპერაციის გამოცდილების საფუძველზე, გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საუკეთესო ონკოლოგიურ შედეგებს, ისე ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურ შენარჩუნებას.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციები კავკასიაში

უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციები კავკასიაში
სიახლეები

უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციები კავკასიაში

2 წელი საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დანერგვიდან
სიახლეები

2 წელი საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დანერგვიდან

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი გიორგი ბურჯალიანი
სიახლეები

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი გიორგი ბურჯალიანი

უნიკალური და ექსკლუზიური ოპერაცია, რომელიც კავკასიაში მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ტარდება.
სიახლეები

უნიკალური და ექსკლუზიური ოპერაცია, რომელიც კავკასიაში მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ტარდება.

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტული ქირურგიით ასეულობით წარმატებული ოპერაცია – ლიდერები კავკასიაში
სიახლეები

პროსტატის კიბოს მკურნალობა რობოტული ქირურგიით ასეულობით წარმატებული ოპერაცია – ლიდერები კავკასიაში

უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციები კავკასიაში
სიახლეები

უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციები კავკასიაში

2 წელი საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დანერგვიდან
სიახლეები

2 წელი საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დანერგვიდან

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი გიორგი ბურჯალიანი
სიახლეები

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი გიორგი ბურჯალიანი

უნიკალური და ექსკლუზიური ოპერაცია, რომელიც კავკასიაში მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ტარდება.
სიახლეები

უნიკალური და ექსკლუზიური ოპერაცია, რომელიც კავკასიაში მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ტარდება.

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე
სიახლეები

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი