გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

საშვილოსნოს მიომა – გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, მკურნლობა

ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

საშვილოსნოს მიომა – მისი სხეულის ან ყელის კედელში კუნთოვანი გარსიდან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. მას ხშირად ფიბრომიომასაც უწოდებენ. შემაერთებელ ქსოვილოვანი ელემენტების შემცველობის გამო ან ლეიომიომის სახელით მოიხსენიებენ.

საშვილოსნოს მიომა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიაა. (გინეკოლოგიურ დაავადებათა 12-25 %-ს შეადგენს). ავადობის განსაკუთრებით მაღალი სიხშირე გვიანი რეპროდუქციული ხანის ან კლიმაქსის წინა პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.

ე.წ. მიომატოზური კვანძი ქაოტურად გადახლართული გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისაგან შექმნილი გორგალია. კვანძების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, რამდენიმე მილიმეტრის ან სანტიმეტრის დიამეტრისაა. ზოგი კვანძი ძალიან დიდ ზომას აღწევს და რამდენიმე კილოგრამსაც იწონის. ყველაზე დიდი კვანძი, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაშია აღწერილი _ 63 კგ-ს იწონიდა.

მიომის ყველა კვანძი ერთი გლუვკუნთოვანი უჯრედის არასწორი დაყოფის შედეგად აღმოცენდება. აქედან გამომდინარე, კვანძის ყველა უჯრედი იდენტურია.

საშვილოსნოს მიომა ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნედ მიიჩნევა

ამას ამყარებს შემდეგი ფაქტორები:

  • სიმსივნურ წარმონაქმნში აღმოჩენილია სასქესო ჰორმონების რეცეპტორები;
  • საშვილოსნოს მიომა ვითარდება რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც ესტროგენების დონე მაღალია;
  • მიომა რეგრესირებს მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ესტროგენების დონე იკლებს;
  • მიომა ზოგიერთ ქალს უვითარდება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ესტროგენების შემცველი პრეპარატების მიღების ფონზე;
  • ლეიომიომები ესტრადიოლს ესტრონში გარდაქმნიან;
  • ლეიომიომები შეიცავს დიდი რაოდენობით ციტოქრომ პ450 არომატაზას, რომელიც ანდროგენებს ესტროგენებად გარდაქმნის.

განასხვავებენ მიომის ერთეულოვან და მრავლობით ფორმებს. საშვილოსნოში კვანძების განლაგების მიხედვით კი გამოიყოფა:

  • სუბმუკოზური ანუ ლორწქვეშა მიომები _ რომლებიც უფრო მეტად საშვილოსნოს ღრუსკენაა განთავსებული. ზოგჯერ წვრილი ფეხი აქვთ და საშვილოსნოს ყელში ან საშოში ეშვებიან. ასეთ დროს “დასაბადებელ” კვანძებზე საუბრობენ;
  • ინტერსტიციული, ინტრამურული (კუნთშიდა) მიომები – როდესაც კვანძები საშვილოსნოს კედლის სისქეში, უშუალოდ კუნთოვან შრეშია განთავსებული;
  • სუბსეროზული (სეროზული გარსის ქვეშ მდებარე) მიომები _ რომლებიც მუცლის ღრუსკენაა ლოკალიზებული. უშუალოდ პერიტონეუმის ფურცლის ქვეშ. შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები დიამეტრის საფუძველი, ვიდრე საკუთრივ კვანძს, ამიტომაც მათ უწოდებენ “კვანძებს ფეხზე;”
  • საშვილოსნოს ყელის მიომები.

ყველაზე გავრცელებულია ინტერსტიციული მიომა. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით მისი სიხშირე 51-დან -61 %-მდე მერყეობს.

რა იწვევს საშვილოსნოს მიომის განვითარებას?

საშვილოსნოს მიომის განვითარება უხშირესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება – ძირითადად ესტროგენების კონცენტრაციის მომატებას. ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალბატონებთან შეინიშნება. ესტროგენების ბუნებრივი შემცირების ფონზე მენოპაუზის შემდეგ, საშვილოსნოს მიომა შესაძლოა თავისთავად, ყოველგვარი თერაპიის გარეშე გაქრეს.

საშვილოსნოს მიომის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ჰორმონული ძვრები;
  • ადენომიოზი;
  • სასქესო ოგანოთა ანთებითი დაავადებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი);
  • ქრონიკული სისტემური დაავადებები;
  • ჭარბი წონა და უმოძრაობა;
  • ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების გამოყენება,
  • მიომა შეიძლება განვითარდეს აბორტების ან ანორგაზმიის (სქეოსობრივი დაუკმაყოფილებლობის) შედეგად.

საშვილოსნოს მიომის ძირითადი სიმპტომები

50% შემთხვევაში საშვილოსნოს მიომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი მიმდინარეობა ძირითადად მცირე ზომის ერთეულოვან ან მრავლობით კუნთშიდა და სუბსეროზულ მიომებს ახასიათებთ.

დიდი ზომის მიომები ყოველთვის ავლენს თავს. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია), მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. მენორაგიები ძირითადად ლორწქვეშა მიომებს ახასიათებთ. მიომის ზრდის კვალად მენსტრუაცია სულ უფრო ჭარბი და ხანგრძლივი ხდება, რაც ხშირად ანემიის განვითარებასაც იწვევს. მუცლის ქვედა არის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება უფრო მეტად სუბსეროზულ და კუნთშიდა მიომებს ახასიათებთ.

ტკივილი უხშირესად მენსტრუაციის დროს აღმოცენდება და შეტევითი ხასიათისაა. შეიძლება მჭრელი ხასიათისაც კი იყოს, – მიომატოზური კვანძის ფეხზე შემოგრეხვის შემთხვევაში (შედარებით იშვიათი გართულებაა). საშვილოსნოს მიომის იშვიათი სიმპტომებიდან აღსანიშნავია უნაყოფობა და მეზობელი ორგანოების ფუნქციური დარღვევები.

როგორ მკურნალობენ საშვილოსნოს მიომას 

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კვანძების ზომასა და რაოდენობაზე. გამოხატულ სიმპტომებსა და მათ ინტენსივობაზე. მცირე ზომის, უსიმპტომოდ მიმდინარე კვანძების შემთხვევაში ლოდინისა და დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი კლიმაქსის პერიოდს უახლოვდება.

საშვილოსნოს მიომა – ქირურგიული მკურნალობა

წინათ საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში თანამედროვე, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური მეთოდების დანერგვის გამო ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით

მიომატოზურ კვანძებს ენდოსკოპიური ჩარევითაც მკურნალობენ. (კვეთენ) სუბსეროზულ კვანძებს – ლაპარასკოპიით, ხოლო ლორწქვეშა კვანძების მოკვეთას ჰისტეროსკოპიით მიმართავენ.

ემბოლიზაცია

არსებობს საშვლოსნოს მიომის ემბოლიზაციის მეთოდით მკურნალობა. ამ დროს ხდება საშვილოსნოს არტერიათა დახშობა – ემბოლიზაცია. მიომატოზურ კვანძს სისხლის მიმოქცევა, კვება უწყდება და ის დროთა განმავლობაში გაიწოვება. აღნიშნული პროცედურის დროს ბარძაყის არტერიიდან საშვილოსნოს არტერიაში შეიყვანება კათეტერი. მოძიებულ, ე.წ. სამიზნე არტერიაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვის დახშობას- ემბოლიზაციას იწვევს. ამ ტიპის ჩარევა ნაკლებინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, ნარკოზსა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

საშვილოსნოს მიომა – ფუზ-აბლაცია

ფუზ-აბლაცია საშვილოსნოს მიომების მკურნალობის ნაკლებინვაზიური და ორგანოშემნახველი მეთოდია, რომლის დროსაც მიომატოზური კვანძის კოაგულაცია – თერმულად დაზიანება, იგივე დესტრუქცია, მაღალინტენსიური, ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსებით ხდება. საყურადღებოა, რომ ფუზ-აბლაცია ძირითადად გამოიყენება ფიბრომიომების სამკურნალოდ (ეს უკანასკნელი მიომების 70 %-ს შეადგენს), რადგან ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსების მთავარ სამიზნეს მიომატოზურ კვანძში არსებული შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს. სწორედ შემაერთებელ ქსოვილში აკუმულირდება თერმული ნეკროზისათვის საჭირო ენერგია და ტემპერატურა.

მიომატოზურ კვანძებს მათი ლოკალიზაციისა და ჩვენების მიხედვით ღია წესით (მუცელკვეთით) მიმდინარე ოპერაციული ჩარევებითაც აცილებენ, ჰისტერექტომიას ანუ საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთას კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სხვა ნაკლებრადიკალური მეთოდების გამოყენება შეუძლებელია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდსა და ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და არსებული კვანძების თავისებურებათა მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.


“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი”გთავაზობთ საშვილოსნოს მიომების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: საშვილოსნოს მიომა
წინა სტატია

როგორ მოვხვდეთ ონკოუროლოგთა საერთაშორისო კონგრესზე

შემდეგი სტატია

თირკმლის კისტა

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი