გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კატალოგები დაავადებები

საშვილოსნოს ანომალიები

05/05/2023
რუბრიკა დაავადებები
sashvilosno

sashvilosno

Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

საშვილოსნოს განვითარების ანომალიები ხშირად არის მენსტრუალური ფუნქციის  დარღვევისა და უშვილობის მიზეზი, თუმცა, ქალის სასქესო ორგანოთა  ზოგიერთი სახის ანომალიის  დროს ოსულობაც ვითარდება და მშობიარობაც მიმდინარეობს.

ანომალია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და კანონზომიერების დარღვევას, საერთო წესისგან, ნორმისგან გადახვევას ნიშნავს.

საშვილოსნოს (საზოგადოდ, ქალის სასქესო ორგანოთა) ანომალიებს შორის გამოყოფენ:

  • არასწორ ანატომიურ შენებას. (ამ დროს დარღვეულია ამა თუ იმ ორგანოს ანატომიური შენება, აღინიშნება ატრეზია – ბუნებრივი ხვრელის უქონლობა ან შეზრდა, გამავლობის დარღვევა);
  • სწორად ფორმირებული ორგანოს მოუმწიფებლობას. (ამ შემთხვევაში სასქესო ორგანო ანატომიურად სწორად არის ფორმირებული, თუმცა, სრულფასოვნად არ არის მომწიფებული);
  • მდებარეობის ანომალიებს. (ამ დროს სასქესო ორგანოს, სახელდობრ საშვილოსნოს, არასწორი მდებარეობა აქვს მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მიმართ).
ორრქიანი საშვილოსნო | ფოტო

არასწორი ანატომიური შენება

საშვილოსნო და საშო ჩანასახოვანი განვითარების ადრეულ ეტაპზე  ორი მილის, ე.წ. მიულერის სავალებისგან წარმოიქმნება. ეს მილები ერთმანეთს შუა და ქვედა ნაწილში ერწყმის. მიულერის სავალთა შერწყმული შუა ნაწილიდან  საშვილოსნო ვითარდება, ქვედა ნაწილი კი საშოს აძლევს დასაბამს. ზედა, შეურწყმელი ნაწილი საშვილოსნოს დანამატებად, კვერცხსავალ მილებად გარდაიქმნება.

როდესაც მიულერის სავალთა შერწყმის პროცესი ირღვევა, ვითარდება საშვილოსნოს და საშოს განვითარების  ანომალია – ე.წ. გაორება. ის სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს:

  • გაორებული იყოს როგორც საშვილოსნო, ასევე საშო ანუ წარმოიქმნას ორი საშვილოსნო შესაბამისი საშოებით;
  • ორრქიანი საშვილოსნო – როცა გაორებულია მხოლოდ საშვილოსნოს ტანი, ხოლო ყელი და საშო საერთო რჩება;
  • გაყოფა-გაორება შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ საშვილოსნოს ფუძის ნაწილში, საშვილოსნოს ღრუში ტიხრის არსებობით ან არარსებობით. ეს ე.წ. უნაგირა საშვილოსნოა;
  • არსებობს ერთრქიანი საშვილოსნოც. ეს ის შემთხვევაა, როცა გაორებული ნაწილიდან განვითარებულია მხოლოდ ერთი, ე.წ. ცალი რქა, მეორე კი განუვითარებელი, რუდიმენტული სახითაა შემორჩენილი.

საშვილოსნოს გაორება ორსულობის აღმოცენებისა და განვითარებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს (ორსულობა ერთ-ერთ ნახევარში ვითარდება), თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფეხმძიმობა ნაადრევად წყდება ანდა მშობიარობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვითი ფუნქციის სისუსტის გამო სისხლდენა აღინიშნება.

უნაგირა საშვილოსნო მეტწილად ნაყოფის განივი ან ირიბი  მდებარეობის მიზეზად  იქცევა, თუმცა, ასეთი ანომალიის დროს  ორსულობაც და მშბობიარობაც  ნორმალურად მიმდინარეობს.

მოუმწიფებელი საშვილოსნო

უშვილობის მიზეზი ზოგჯერ მოუმწიფებელი საშვილოსნო და მენსტრუალური ფუნქციის დარღვევაა.

მოუმწიფებელ  საშვილოსნოს მცირე ტანი აქვს, ზოგჯერ _ ყელზე მოკლეც. ისიც შეიძლება, ტანი სრულყოფილად  იყოს განვითარებული, მაგრამ ყელი ჰქონდეს ვიწრო და კონუსისებრი. არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს ტანსა და ყელს შორის მეტისმეტად მახვილი კუთხეა.

ყველა ამ ანომალიის დროს მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია. რაც მთავარია, მოუმწიფებლობის  გამო სუსტად არის განვითარებული კუნთოვანი გარსი. ეს თავის მხრივ, შეკუმშვითი ფუნქციის არასრულფასოვნებას განაპირობებს. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი აფერხებს  ორსულობის განვითარებას, ამ უკანასკნელის მიმდინარეობის შემთხვევაში კი სხვადასხვა გართულებას აძლევს დასაბამს. სამშობიარო ძალების სისუსტე, მასიური სისხლდენა, მშობიარობის შემდგომ პერიოდში უკუგანვითარების პროცესის შეფერხება. ყოველივე ეს საშვილოსნოს მოუმწიფებლობის შედეგია.

საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიები

უშვილობის მიზეზი შეიძლება საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიაც იყოს. თუმცა, ნაყოფი ისახება და ვითარდება, როგორც საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის, ასევე ცდომისა და გადახრის დროს. პირველი ორი ანომალიის შემთხვევაში ორსულობა რამდენადმე აუმჯობესებს კიდეც  მდგომარეობას, რადგანაც გადიდებისას საშვილოსნო მაღლა იწევს.

მდებარეობის ანომალიებს შორის  განსაკუთრებით საყურადღებოა  რეტროფლექსია – საშვილოსნოს უკან გადახრა.

ამ დროს საშვილოსნო შეიძლება ან მოძრავი იყოს ან შეხორცებებით ფიქსირებული. ორსულობის ნორმალურად წარმართვას მოძრავი რეტროფლექსია ხელს არ უშლის,  ფიქსირებული რეტროფლექსიის დროს კი, თუ შეხორცებები მეტისმეტად მყარია, მზარდი საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუში რჩება და მეზობელ ორგანოებზე  – შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე – ზეწოლას ახდენს. ამის გამო ორსულს სერიოზული ჩივილები უვითარდება: ტკივილი, ყაბზობა, შარდის გამოყოფის დარღვევა, ზოგჯერ – სრული შეკავება.

განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პროცესში  ფიქსირებული საშვილოსნოს ცდომა. ამ დროს აღინიშნება ორსულობის შეწყვეტა, მუცლის მოწყვეტა და სხვა სახის გართულებები. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქალის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

საკვერცხის აპოპლექსია – გახეთქვა

შემდეგი სტატია

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი გადაცემა “ექიმებში” მის მიერ ჩატარებული ოპერაციის საერთაშორისო აღიარებასა და მნიშვნელობაზე საუბრობს

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი