გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

საკვერცხის კიბო – სიმპტომები, დიაგნოსტკიკა და მკურნალობა

საკვერცხის კიბო, სიმსივნე | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:Русский

რა არის საკვერცხის კიბო?

საკვერცხის კიბო – საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. საკვერცხის კიბომ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.

განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს. საკვერცხის კიბო, (პირველადი სტადია) წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას.

სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.

საკვერცხის  კიბო (მეორეული სტადია) უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით, ან ლორწოთი, ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით. ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები. ეს წანაზარდები გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.

საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს.

სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით. საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.

უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

საკვერცხის კიბო – ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა. ცისტადენომა გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე. ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.

საკვერცხის კიბოს მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო. ასევე ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე, დისჰერმინომა ტერატოკარცინომა და სხვა.

საკვერცხის კიბოს მიმდინარეობა და სიმპტომები.

საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის.

მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ.

როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება. ასევე ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.

საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს. (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა. ეს კისტები მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.

ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას. (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა. ის პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას.

იწვევს: წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.

მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში.

შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.

საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც კია შესაძლებელი.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკა.

საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი.

გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.

დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.

ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა. (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).

მკურნალობა

საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება. ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.

დაავადების დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.

შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა. სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

სიმსივნის ზოგიერთი ფორმის დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

საკვერცხის სიმსივნის პროფილაქტიკა

საკვერცხეების კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვით. გასინჯვის შედეგები ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ უნდა დაადასტუროს. საკვერცხის სიმსივნე, თუნდაც კეთილთვისებიანს ჰგავდეს, უნდა ამოიკვეთოს.


“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ საკვერცხის სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.

 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

პიელონეფრიტი – მკურნალობა

შემდეგი სტატია

ცისტიტი – დაავადების მორიგ გამწვავებებს სითხის მეტი რაოდენობით მიღება აგაცილებთ თავიდან

პროსტატის კიბო რა არის
დაავადებები

პროსტატის კიბო – მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და პრევენცია

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან
დაავადებები

რა კავშირშია ქუთუთოების შეშუპება თირკმლის პრობლემებთან

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია
დაავადებები

სიმსივნე (კიბო) – მკურნალობის მეთოდები და პრევენცია

მამუკა მგელიაშვილი. საშვილოსნოს ან საშოს დაწევა
გინეკოლოგიური ცენტრი

საშოს კედლებისა ან საშვილოსნოს დაწევა შარდის შეუკავებლობა

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი