გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

რეფერალური მომსახურება

19/11/2024
რუბრიკა ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
Share on FacebookShare on Twitter

რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა?

რეფერალური მომსახურება – მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება.

რას ითვალვალისწინებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა?

  • სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას, მათ შორის:
  • გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით.
    მომსახურება ფინანსდება შემდეგი წესის შესაბამისად: ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;
    საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 2.1 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.
  • საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას;
  • ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევას;
  • მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულების, ააპრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის2012 წლის 18 დეკემბრის №181/N0172/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების” შესაბამისად.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

 სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების და ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მოსარგებლენი არიან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები.
მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №181/N0172/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების” კომპონენტის მოსარგებლეები არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები.

ვის უნდა მიმართოთ რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?

 რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV100/ა);
  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით.
  • სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა სპეციალურად აღნიშნული საკითხების განსახილველად შექმნილ კომისიას.
განცხადებების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.

კომისიამ უნდა იმსჯელოს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების ფაქტის არსებობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ.
კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიეწოდება სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, კომისიის გადაწყვეტილებას დადგენილი წესით უთანხმებს საქართველოს მთავრობას.
კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

– პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილება

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

შემდეგი სტატია

ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

ლიმფური კვანძები
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ლიმფური კვანძების მნიშვნელობა ონკოუროლოგიურ პაციენტებში და ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის როლი

sqesobrivi gzit gadamdebi daavadebebi
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი ჩინეთში
რობოტული ქირურგიის ცენტრი

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი ჩინეთში

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

რობოტული ქირურგია ჩინეთში – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი West China Hospital-ში იმყოფება

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი