გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს პაციენტზე სრულად მორგებულ სამედიცინო სივრცეს, სადაც დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი ერთ სივრცეშია მოქცეული. კლინიკა აერთიანებს ორ რობოტულ ტექნოლოგიას რობოტულ ფოკალურ თერაპიასა და რობოტულ ქირურგიას. მსგავსს ტექნოლოგიურ ერთობლიობას მსოფლიოს ერთეულ კლინიკებში ვხვდებით.
კლინიკის დამფუძნებელი, პრფესორი, გურამ ქარაზანაშვილი არის საერთაშორისოდ აღიარებული უროლოგი, ონკოუროლოგი, საქართველოში რობოტული ქირურგიის ფუძემდებელი. მან რეკორდულ დროში ჩაატარა ასობით ურთულესი რობოტული ოპერაცია და პირველმა შექმნა ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით. რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოსა და კავკასიაში გურამ ქარაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მან პირველმა დაინახა უახლესი ტექნოლოგიების დიდი პოტენციალი და ხელმისაწვდომი გახადა ისინი რეგიონისთვის. დღესდღეობით რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ოქროს სტანდარტს.
კლინიკაში პაციენტს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს პროსტატასთან დაკავშირებული ყველა საჭირო კვლევა უახლესი აპარატურით:
პროსტატის კიბო კანის კიბოს შემდეგ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცებში სტატისტიკურად ის ყოველ მე-7 მამაკაცს ემართება სწორედ ამიტომ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცზე დამყარებულ პროსტატის კიბოს უნიკალურ სკრინინგს. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს 300% – ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას. ეს საშუალებას იძლევა რომ დაავადება ადრეულ ეტაპზე იქნას აღმოჩენილი, როდესაც ის ჯერ კიდევ განკურნებადია. სკრინინგი რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებული ყველა მამაკაცისთვის და 45 წელს გადაცილებული იმ მამაკაცებისთვის თუ ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნებოდა პროსტატის სიმსივნე.
ფიუჟენ ბიოფსია კი არის კვლევის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის კიბოს 100% იან დიაგნოსტიკას, პროცედურის დროს მასალის აღება ხდება მხოლოდ საეჭვო უბნებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ქსოვილები. ის ტარდება თანამედროვე აპარატით, მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცით.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ცნობილია თანამედროვე რობოტული ტექნოლოგიებით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ სიზუსტეს, მინიმალურ ტკივილსა და სწრაფ რეაბილიტაციას.
გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში 2024 წლიდან რობოტული ოპერაციები ხორციელდება მეოთხე თაობის მაღალტექნოლოგიური რობოტული სისტემის — TOUMAI-ს გამოყენებით. სისტემა ქირურგს აწვდის 10-ჯერ გადიდებულ, სამგანზომილებიან (3D) გამოსახულებას და უზრუნველყოფს ურთულესი მანიპულაციების მაქსიმალური სიზუსტით შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კავკასიაში რობოტი TOUMAI არის პირველი ქირურგიული რობოტი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი კი ამ მიმართულებით პირველი დახელოვნებული პროფესიონალი, რომელმაც რობოტული ქირურგიის უმაღლეს ლიგას მიაღწია, მან პირველმა ჩაატარა ხელოვნური შარდის ბუშტის ოპერაცია რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს ლიდერ კლინიკას ურთულესი და უნიკალური ოპერაციების შესრულების კუთხით.
პაციენტებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგული წარმოების რობოტული ულტრაბგერითი HIFU თერაპია (ფოკალური მკურნალობა), რომელიც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში 2020 წელს დაინერგა. რუთი პროსტატის კიბოს ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური, ტრადიაცული რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის უზუსტესი რობოტული მეთოდია, რომლის ტექნოლოგია მიმდებარე ქსოვილზე ან სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს . ანადგურებს პროსტატის კიბოს ზუსტი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებით.
კლინიკაში დანერგილია ულტრათანამედროვე შვეიცარული Storz Medical ის ტექნოლოგია, აღნიშნული ბრენდის აპარატებით პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ დამიზნებითი ლითოტრიფსია და დარტყმით ტალღოვანი თერაპია.

დამიზნებითი ლითოტრიფსია წარმოადგენს თირკმლის კენჭების დაშლის უოპერაციო მეთოდს, რომელიც 5 წლის წინ საქართველოში პირველად პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა დანერგა. მეთოდი არის სრულიად უმტკივნეულო, არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, პაციენტი იმავე დღესვე ტოვებს კლინიკას და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლითოტრიფსიის ჩვენ მიერ არჩეულმა ტაქტიკამ გლობალური აღიარება მოიპოვა. განვლილმა წლებმა და კლინიკურმა პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ თანამედროვე ლითოტრიფსიით შესაძლებელია ნებისმიერი სიმკვრივის, ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი მდებარეობის კენჭის ეფექტური დაშლა ერთი პროცედურის ფარგლებში.

რაც შეეხება დარტყმით-ტალღოვანი თერაპიას აღნიშნული მკურნალობის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ის აღიარებულია ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ. გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში 2019 წლიდან იყენებენ დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის მეთოდს მისი წყალობით ათასობით მამაკაცმა დაივიწყა ერექციული დისფუნქცია. სპეციალური გადამწოდის წყალობით აკუსტიკური ტალღა დამიზნებითად, კონკრეტულ უბანში აღწევს და უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
უროლოგიური მიმართულების გარდა ცენტრი სხვა წამყვან სამედიცინო მიმართულებებსაც მოიცავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიურ ცენტრს. აქ მთავარი აქცენტი პაციენტის ინდივიდუალურ მართვაზე კეთდება, რაც გულისხმობს გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ კონსილიუმის გამართვას და მკურნალობის სტრატეგიის ერთობლივად დაგეგმვას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს თითოეული შემთხვევის დეტალურ და ყოვლისმომცველ განხილვას.
უროლოგიური მიმართულების გარდა ცენტრი სხვა წამყვან სამედიცინო მიმართულებებსაც მოიცავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიურ ცენტრს. აქ მთავარი აქცენტი პაციენტის ინდივიდუალურ მართვაზე კეთდება, რაც გულისხმობს გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ კონსილიუმის გამართვას და მკურნალობის სტრატეგიის ერთობლივად დაგეგმვას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს თითოეული შემთხვევის დეტალურ და ყოვლისმომცველ განხილვას.
ამ სპეციალიზებული მიმართულებების გარდა, კლინიკა უზრუნველყოფს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგიით, გინეკოლოგიური მომსახურებით, მაგნიტურ რეზონანსული კვლევით, ციფრული რენტგენით, ყველა სისტემის ექოსკოპიური დიაგნოსტიკითა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრით, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

კლინიკა უზრუნველყოფს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგიით, გინეკოლოგიური მომსახურებით, მაგნიტურ რეზონანსული კვლევით, ციფრული რენტგენით, ყველა სისტემის ექოსკოპიური დიაგნოსტიკითა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრით, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოდგენილია 5 ფილიალით: თბილისში (დიღომი, ვაკე-საბურთალო), ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
შეჯამებით, გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალიზმს, რაც პაციენტების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
