გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ანდროპაუზა – მამაკაცური კლიმაქსი

мужской климакс | фото
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish
ანდროპაუზა   – არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც არ აინტერესებდეს, როგორია მისი სქესობრივი შესაძლებლობების დონე, სადამდე ეყოფა რეზერვი და რა მიიჩნევა მის ასაკში ნორმად.
 მაგრამ კონსულტაციას მეგობრებსა და კოლეგებს ნუ სთხოვთ.  მამაკაცებს, მონადირეებისა არ იყოს, უყვართ საკუთარი მიღწევების გადაჭარბებულად წარმოჩენა, ანდროლოგის კვალიფიციური კონსულტაცია კი შესაძლოა მეტად დროული აღმოჩნდეს. ამიტომ გირჩევთ, დროულად მიბრძანდეთ სპეციალისტთან.

სისხლძარღვების დოპლე-როგრაფია და სხვა პარამეტრების გამოკვლევა ნათელს მოჰფენს, წამოგეწიათ თუ არა კლიმაქსი.

ნუ გაგიკვირდებათ – კლიმაქსი დიდი ხანია აღარ ითვლება წმინდა ქალურ პრობლემად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებს მდგომარეობას, როდესაც

მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების გამომუშავება იკლებს. მამაკაცთა დაახლოებით მესამედს 50 წლის შემდეგ აღენი-შნება. ამ მდგომარეობის კლასიკური სიმპტომები: ჭარბი ოფლიანობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და სხვა. მთავარი მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.

ტესტოსტერონი არა მარტო სურვილის ინდიკატორია, რომელიც მამაკაცის ლიბიდოს განაპირობებს, არამედ ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

მისი გამომუშავების დაქვეითება პათოლოგიურ პროცესში სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას ითრევს.

ანდროპაუზა  – არსებობს თუ არა წამალი მამაკაცების ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ?

დასავლელი უროლოგები ამტკიცებენ, რომ ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპიის წყალობით 80 წლის მამაკაცსაც შეუძლია, თავი 40 წლისად იგრძნოს.

ტესტოსტერონის დეფიციტის დიაგნოსტიკის გამარტივებისთვის შექმნილია მრავალი ტესტ-ანკეტა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პოპულარული კითხვარი 9 კითხვას მოიცავს:

1. გრძნობთ თუ არა სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას?
2. უჩივით თუ არა ენერგიის ნაკლებობას?
3. უჩივით თუ არა ძალ-ღონისა და ამტანობის დაქვეითებას?
4. სიმაღლე ხომ არ მოგაკლდათ?
5.  ამჩნევთ თუ არა თავს სიცოცხლით ტკბობის სურვილის დაქვეითებას?
6. ხშირად გაწვებათ თუ არა კაეშანი?
7. სპორტულ ფორმას ხომ არ კარგავთ?
8. გრძნობთ თუ არა სადილის შემდეგ ძილის მოთხოვნილებას?
10. ბოლო დროს შრომის უნარი ხომ არ დაგიქვეითდათ?

დადებითი პასუხი პირველ ან ნებისმიერ სამ სხვა შეკითხვაზე გვაფიქრებინებს, რომ საქმე ტესტოსტერონის ნაკლოვანებასთან გვაქვს. სამწუხაროდ, მამაკაცთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რისი მაუწყებელია ეს სიმპტომები. ისინი უსიტყვოდ იტანენ უსიამოვნებებს და ნაადრევ სიბერეზე იწყებენ წუწუნს.

საქმე მხოლოდ ლიბიდოსა და შრომის უნარის დაქვეითება როდია.

ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნისა თუ სხვა დაავადებების განვითარების მექანიზმში.

კლიმაქსი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარად უვლინდება, თუმცა დაკვირვება ცხადყოფს, რომ ცოლიან მამაკაცებში ის უფრო მსუბუქად და ხშირად შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობს. მარტოხელა მამაკაცები ამ სინდრომს უფრო მტკივნეულად განიცდიან და ძნელად იტანენ.

პოტენცია მეტწილად თანდათან მცირდება, მაგრამ დასაშვებია სხვა ვარიანტებიც.

ეგზალტაციური, როდესაც ეაკულაცია ჩქარდება და სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა მცირდება.  აჟიტირებულ-ნევრასთენიული, როდესაც სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებას თან სდევს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ემოციები. დღეს ცნობილია დიაგნოსტიკის მრავალი თანამედროვე მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც სისხლში სწრაფად და ხარისხიანად განსაზღვრავენ სასქესო ჰორმონების დონეს.

ანდროგენების დეფიციტის შემთხვევაში კი  ჩანაცვლებით თერაპიას სასწაულის მოხდენა შეუძლია.

მას შეუძლია, მამაკაცი დაუბრუნოს ნორმალურ ინტიმურ ცხოვრებას, გააახალგაზრდაოს და გააბედნიეროს.

“ქარაზანაშვილის რობოტული” ცენტრი გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: ანდროპაუზა
წინა სტატია

ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე ეწვევა ქუთაისის ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს

შემდეგი სტატია

რა არის კოლპოსკოპია?

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა
პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

ლითოტრიფსია — თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა
თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი