გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას?

mioma

mioma

ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას? – საშვილოსნოს მიომის განვითარება უხშირესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება – ძირითადად ესტროგენების კონცენტრაციის მომატებას.

ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალბატონებთან შეინიშნება.

ესტროგენების ბუნებრივი შემცირების ფონზე მენოპაუზის შემდეგ, საშვილოსნოს მიომა შესაძლოა თავისთავად, ყოველგვარი თერაპიის გარეშე გაქრეს.

განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:
• გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• ჰორმონული ძვრები;
• ადენომიოზი;
• სასქესო ოგანოთა ანთებითი დაავადებები;
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი);
• ქრონიკული სისტემური დაავადებები;
• ჭარბი წონა და უმოძრაობა;
• ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;
• საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების გამოყენება,

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას? – მიომა შეიძლება განვითარდეს აბორტების ან ანორგაზმიის (სქეოსობრივი დაუკმაყოფილებლობის) შედეგად.

საშვილოსნოს მიომა – ძირითადი სიმპტომები

50% შემთხვევაში საშვილოსნოს მიომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი მიმდინარეობა ძირითადად მცირე ზომის ერთეულოვან ან მრავლობით კუნთშიდა და სუბსეროზულ მიომებს ახასიათებთ.

დიდი ზომის მიომები ყოველთვის ავლენს თავს. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია), მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. მენორაგიები ძირითადად ლორწქვეშა მიომებს ახასიათებთ.

მიომის ზრდის კვალად მენსტრუაცია სულ უფრო ჭარბი და ხანგრძლივი ხდება, რაც ხშირად ანემიის განვითარებასაც იწვევს. მუცლის ქვედა არის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება უფრო მეტად სუბსეროზულ და კუნთშიდა მიომებს ახასიათებთ.

ტკივილი უხშირესად მენსტრუაციის დროს აღმოცენდება და შეტევითი ხასიათისაა. შეიძლება მჭრელი ხასიათისაც კი იყოს, – მიომატოზური კვანძის ფეხზე შემოგრეხვის შემთხვევაში (შედარებით იშვიათი გართულებაა). საშვილოსნოს მიომის იშვიათი სიმპტომებიდან აღსანიშნავია უნაყოფობა და მეზობელი ორგანოების ფუნქციური დარღვევები.

საშვილოსნოს მიომა – როგორ მკურნალობენ 

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კვანძების ზომასა და რაოდენობაზე. გამოხატულ სიმპტომებსა და მათ ინტენსივობაზე. მცირე ზომის, უსიმპტომოდ მიმდინარე კვანძების შემთხვევაში ლოდინისა და დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი კლიმაქსის პერიოდს უახლოვდება.

ქირურგიული მკურნალობა

წინათ საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში თანამედროვე, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური მეთოდების დანერგვის გამო ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

ენდოსკოპიური მეთოდი

მიომატოზურ კვანძებს ენდოსკოპიური ჩარევითაც მკურნალობენ. (კვეთენ) სუბსეროზულ კვანძებს – ლაპარასკოპიით, ხოლო ლორწქვეშა კვანძების მოკვეთას ჰისტეროსკოპიით მიმართავენ.

ემბოლიზაცია

არსებობს საშვლოსნოს მიომის ემბოლიზაციის მეთოდით მკურნალობა. ამ დროს ხდება საშვილოსნოს არტერიათა დახშობა – ემბოლიზაცია. მიომატოზურ კვანძს სისხლის მიმოქცევა, კვება უწყდება და ის დროთა განმავლობაში გაიწოვება.

აღნიშნული პროცედურის დროს ბარძაყის არტერიიდან საშვილოსნოს არტერიაში შეიყვანება კათეტერი. მოძიებულ, ე.წ. სამიზნე არტერიაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვის დახშობას- ემბოლიზაციას იწვევს.

ამ ტიპის ჩარევა ნაკლებინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, ნარკოზსა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

საშვილოსნოს მიომა – ფუზ-აბლაცია

ფუზ-აბლაცია საშვილოსნოს მიომების მკურნალობის ნაკლებინვაზიური და ორგანოშემნახველი მეთოდია, რომლის დროსაც მიომატოზური კვანძის კოაგულაცია – თერმულად დაზიანება, იგივე დესტრუქცია, მაღალინტენსიური, ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსებით ხდება. საყურადღებოა, რომ ფუზ-აბლაცია ძირითადად გამოიყენება ფიბრომიომების სამკურნალოდ (ეს უკანასკნელი მიომების 70 %-ს შეადგენს), რადგან ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსების მთავარ სამიზნეს მიომატოზურ კვანძში არსებული შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს. სწორედ შემაერთებელ ქსოვილში აკუმულირდება თერმული ნეკროზისათვის საჭირო ენერგია და ტემპერატურა.

მიომატოზურ კვანძებს მათი ლოკალიზაციისა და ჩვენების მიხედვით ღია წესით (მუცელკვეთით) მიმდინარე ოპერაციული ჩარევებითაც აცილებენ, ჰისტერექტომიას ანუ საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთას კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სხვა ნაკლებრადიკალური მეთოდების გამოყენება შეუძლებელია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდსა და ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და არსებული კვანძების თავისებურებათა მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.

“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ საშვილოსნოს მიომის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

 

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

წინა სტატია

საკვერცხის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები

შემდეგი სტატია

რატომ ენდობიან გურამ ქარაზანაშვილის ხელებს პაციენტები

ლიმფური კვანძები
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ლიმფური კვანძების მნიშვნელობა ონკოუროლოგიურ პაციენტებში და ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის როლი

sqesobrivi gzit gadamdebi daavadebebi
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი ჩინეთში
რობოტული ქირურგიის ცენტრი

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი ჩინეთში

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

რობოტული ქირურგია ჩინეთში – პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი West China Hospital-ში იმყოფება

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი