საკვერცხე (Ovarium) ქალის სასქესო ჯირკვალია , რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში. საკვერცხეებში მიმდინარეობს კვერცხუჯრედების მომწიფება და ქალის ჰორმონების გამომუშავება.
საკვერცხის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
1.საკვერცხეების ანთება ( რომელსაც იწვევენ მიკრობები , ისინი ხვდებიან მეზობელი ორგანოებიდან სისხლის მომოქცევის საშუალებით ან სქესობრივი გზით. საკვერცხეების ანთების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გაციება, აბორტი, არასწორად ჩადგმული სპირალი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, ქრონიკული სტრესი)
2.ენდოკრინული დარღვევები (რომელსაც თან სდევს საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა)
3.პათოლოგიური კისტები

დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია კვალიფიცირებულ ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია და მიზეზის დეტალური გამოკვლევა.თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით კვლევების ჩატარება, აძლევს ექიმს საშუალებას დასვას სწორი დიაგნოზი რაც ეხმარება შემდგომში სწორი მკურნალობის მეთოდის შემუშავებაში და დაავადებული პაციენტის დროულად განკურნებაში.




