კოლპოსკოპია – საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაა, რომლისთვისაც გამოიყენება სპეციალური მიკროსკოპი – კოლპოსკოპი. კოლპოსკოპი ენდოსკოპიური ინსტრუმენტია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს ახლოდან დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი და გამოავლინოს არსებული პათოლოგიები.
კოლპოსკოპიასთან ერთად სასურველია ჩატარდეს გინეკოლოგიური კვლევა პაპ ტესტი, რომელიც საშოდან ნაცხის აღებით კეთდება. ამ ორი კვლევის ერთობლივი შედეგი კი გვაძლევს ოპტიმალურ რეზულტატს.
იმ შემთხვევაში თუ კოლპოსკოპიის შედეგად გამოვლინდება პათოლოგია, საჭიროებისამებრ ექიმი აიღებს მცირე ზომის ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან, რათა შემდეგ გაკეთდეს ბიოფსია, ბიოფსიის შედეგად კი მივიღებთ საბოლოო რეზულტატს. (დამიზნებითი ბიოფსია). მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგების მიხედვით.
რას იკვლევს კოლპოსკოპია:
- კიბოს წინარე პროცესები
- საშვილოსნოს ყელის კიბო
- კონდილომები
- კერატოზი (ლეიკოპლაკია)
- ეროზია
- ანთება
- ატროფია
- დეციდუოზი
- პოლიპები
“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი” გთავაზობთ გინეკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას, თანამედროვე სტანდარტებით!




