გამონადენი ქალებში – ქალის სასქესო ორგანოდან გამონადენი ყოველთვის არ განაპირობებს რაიმე სახის დაავადების ან ინფექციის არსებობას. სრულიად შესაძლებელია გამონადენი ფიზიოლოგიური იყოს, თუმცა მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 2 მლ-ს. უნდა იყოს უფერული ან რძისფერი, ლორწოვანი კონსისტენციის და არ უნა ჰქონდეს უასიამოვნო სუნი. გამონადენს თან არ უნდა ახლდეს ქავილი და წვის შეგრძნება. გამონადენი, რომელსაც უჩვეულო ფერი და მძაფრი სუნი აქვს, აუცილებლად მიგვანიშნებს გინეკოლოგიურ დაავადებაზე და საჭიროებს დროულ მკურნალობას. ზოგჯერ ის თავისით ლაგდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება თავისით განიკურნა. საეჭვო ნიშნებია:
გამონადენი ქალებში – სიმპტომები
- წვა
- ქავილი
- ხაჭოსებრი გამონადენი
- დიდი რაოდენობით გამონადენი
- მძაფრი ვაგინალური სუნი
- გამონადენის უჩვეულო ფერი
- წყლულები
- გამონაყარი საშოს ირგვლივ
- ტკივილი შარდვის დროს
- ტკივილი სექსუალური აქტის დროს
- სისხლიანი გამონადენი (არამენსტრუალური)
ინფექციები, რომლეთაც გამონადენი ახასიათებს:
- კანდიდოზი(სოკო)
- ტრიქომონიაზი
- გონორეა
- ქლამიდიოზი
- და სხვა
ზემოთ ჩამოთვლილი ინფექციებით დაავადება, სექსუალური კონტაქტის დროს ხდება, თუმცა ზოგჯერ ამისთვის სასქესო ორგანოების უბრალო შეხებაც კი საკმარისია.
ხშირად გამონადენი ქალებში მწვავე ენდომეტრიტის დროს გვხვდება. ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები ხელს უწყობს დაავადების ჩამოყალიბებას. ენდომეტრიტის ერთგვარ წინაპირობად ითვლება საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება. ენდომეტრიტის დროს ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციური და ბაზალური შრეები.
“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი”– უროლოგიური და გინეკოლოგიური ცენტრი გთავაზობთ გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით!




