რობოტული ქირურგიის განვითარებამ ჩვენს კლინიკაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია!
ბოლო 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში ჩვენი გამოცდილება უკვე პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტულ ოპერაციას უახლოვდება.
ამ მრავალმხრივი გამოცდილების გვირგვინია ისეთი ურთულესი ოპერაციის ჩატარება, როგორიცაა ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტული მეთოდით.
აღნიშნული ოპერაცია ჩვენს ცენტრში პირველად 8 თვის წინ ჩატარდა, დღეს კი უკვე რუტინულად ხორციელდება.
ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენს ცენტრში უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების რობოტულმა მკურნალობამ უმაღლეს პროფესიულ დონეს მიაღწია.
- პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაცია
- 2 წლისა და 4 თვის გამოცდილება
- ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტულად
- ურთულესი ოპერაციების რუტინულად განხორციელება
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი – რობოტული ქირურგიის უმაღლესი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.






