უნიკალური და ურთულესი რობოტული ოპერაციების შესრულებაში უდიდესი გამოცდილების მქონე კლინიკა – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი.
გადაცემაში საუბრობს კლინიკის დამფუძნებელი რობოტული ქირურგიის საერთაშორისო ექსპერტი რეკონსტრუქციული უროლოგი და ონკოუროლოგი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.
აღსანიშნავია რომ პროფესორმა ქარაზანაშვილმა რეკორდულ დროში განახორციელა 300 ზე მეტი ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევა და პირველმა ჩაუყარა საფუძველი კავკასიაში ექსკლუზიურ ოპერაციას ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნას რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით.
რობოტული ქირურგიის მთავარი უპურატესობა მის მაქსიმალურ სიზუსტეში, ნაკლები სისხლის დანაკარგსა და გამარტივებულ რეაბილიტაციაში მდგომარეობს. მცირე განაკვეთების წყალობით, პაციენტს უმარტივდება გამოჯანმრთელება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
აღსანიშნავია რომ რობოტული ქირურგია მხოლოდ უროლოგიით არ შემოიფარგლება მისი გამოყენება შესაძლებელია კარდიოქირურგიაშიაც, გულ-მკერდის ქირურგიაშიც, მუცლის ღრუს ქირურგიასა და გინეკოლოგიაშიც.
კლინიკა პაციენტებს სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევებს სთავაზობს როგორიცაა:
- პროსტატის რადიკალური ოპერაცია, ავთვისებიანი სიმსივნისას
- პროსტატი ადენომის ოპერაცია
- თირკმლის ოპერაციები
- თირკმლის შემანარჩუნებელი ოპერაციები სიმსივნეებისას – პარცინალური ნეფრექტომია
- შარდსაწვეთის შევიწრიებების აღდგენა
- შარდის ბუშტის კიბოს ლიკვიდაცია
- ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა
- შარდოვანი ფისტულები ქალბატონებში გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ
უახლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალთა მრავალწლიანი გამიცდილების სინთეზი ქმნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უმაღლეს სტანდარტს. რაც პაციენტის უსაფრთხოების, კომფორტისა და საუკეთესო სამედიცინო შედეგების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი – უნიკალური რობოტული ქირურგია კავკასიაში.






