სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ანუ სგგდ, ინფექციების ის ჯგუფია, რომელიც ადამიანიდან ადამიანს ძირითადად სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა. მსგავს ჯგუფში ათეულობით ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექცია ერთიანდება, რომელთა გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველდღიურად მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
მთავარი, რაც სგგდ შესახებ უნდა ვიცოდეთ, მისი ჩუმი ბუნებაა. ბევრი ინფექცია დიდხანს არავითარ სიმპტომს არ ავლენს. ადამიანს ჰგონია, რომ ჯანმრთელია, სინამდვილეში კი ინფექციის მატარებელიცაა და გადამცემიც. ამიტომ სგგდ დროული გამოვლენა მხოლოდ ინტუიციას არ უნდა დაეყრდნოს.
გავრცელებული მცდარი აზრია, რომ ეს ინფექციები მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს ეხებათ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ასაკს, სოციალურ სტატუსსა თუ ურთიერთობის ხანგრძლივობას არ ითვალისწინებს. სგგდ ერთნაირად ეხება ახალგაზრდასაც და ხანშიშესულ, დროებით პარტნიორებსაც და მრავალწლიან ურთიერთობაში მყოფებსაც.
ინფორმირებულობა და რეგულარული შემოწმება პირადი ჯანმრთელობის ნაწილი უნდა გახდეს.

სგგდ სიმპტომები და რისკ ფაქტორები
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციათა ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გარკვეული ნიშნები ყურადღებას საჭიროებს. სგგდ ტიპურ სიმპტომებს მიეკუთვნება შარდვისას წვის შეგრძნება, სასქესო ორგანოებიდან უჩვეულო გამონადენი, სასქესო არეში ქავილი, წყლულები ან გამონაყარი და მენჯის არეში ტკივილი. ქალებში ხშირია ციკლს მიღმა სისხლდენა, მამაკაცებში კი სათესლე ჯირკვლის არეში დისკომფორტი.
მსუბუქი ჩივილის უკან სერიოზული ინფექცია შეიძლება, იმალებოდეს, ხოლო აშკარად უსიმპტომო შემთხვევა წლების შემდეგ გართულდეს.
სგგდ ნიშნები მხოლოდ სასქესო არეში არ ჩნდება. კონტაქტის ხასიათიდან გამომდინარე, ინფექცია ხახის ან სწორი ნაწლავის ლორწოვანსაც ეხება, სადაც სიმპტომი კიდევ უფრო ხშირადაა უხილავი. ქალებში სგგდ სიმპტომები უფრო შენიღბულია, ვიდრე მამაკაცებში, რის გამოც დაავადება ხშირად უკვე გართულების ეტაპზე ვლინდება. ამიტომ ქალებში პერიოდული სგგდ სკრინინგი აუცილებელია. მამაკაცებში ინფექცია ხშირად პროსტატისა და შარდსადენის ანთებით ვლინდება, რაც ყურადღების გარეშე ქრონიკულ ფორმაში გადადის.
რისკს ზრდის ბარიერული დაცვის გარეშე სქესობრივი კონტაქტი, პარტნიორთა ხშირი ცვლა, ადრე გადატანილი ინფექცია და ახალგაზრდა ასაკი. სგგდ ერთხელ გადატანა სამომავლო ინფექციისგან არ იცავს. პირიქით, დაზიანებული ლორწოვანი გარსი ახალი ინფექციის ორგანიზმში მოხვედრას აადვილებს.
დიაგნოსტიკა, სგგდ ანალიზი და სკრინინგი
სგგდ ზუსტი დიაგნოსტიკა ლაბორატორიულ კვლევას ეყრდნობა. სგგდ ანალიზი მოიცავს სისხლის, შარდისა და ლორწოვანი ნაცხის გამოკვლევას, ხშირად მოლეკულური, PCR მეთოდით, რომელიც ინფექციას მაშინაც ავლენს, როცა სიმპტომი ჯერ არ არსებობს. სგგდ ტესტი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ინფექცია არის საეჭვო. ექიმი ინდივიდუალურად ირჩევს, რომელი სგგდ ანალიზები ჩაუტარდეს კონკრეტულ პაციენტს. გასათვალისწინებელია ე.წ. ფანჯრის პერიოდი, დრო ინფიცირებიდან იმ მომენტამდე, როცა ანალიზი ინფექციას უკვე აღიქვამს. თუ ტესტი ძალიან ადრე ჩატარდა, შედეგი უარყოფითი იქნება მაშინაც კი, როცა ინფექცია არსებობს ორგანიზმში.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დიაგნოსტიკა ლაბორატორიული ანალიზით არ შემოიფარგლება. როცა ინფექცია პროსტატის ან შარდის ბუშტის მდგომარეობას ეხება, ან საჭიროა უფრო სერიოზული პათოლოგიის გამორიცხვა, ცენტრში ხელმისაწვდომია მაღალი გარჩევადობის ვიზუალური კვლევებიც, მათ შორის პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი, მიკრო ულტრაბგერა და MRI.
ეს მიდგომა ინფექციის შედეგების დროულ შეფასებას ემსახურება. სგგდ ანალიზი რუტინული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც კონფიდენციალურ გარემოში ტარდება. რაც უფრო ადრე მოწმდება ეს, მით უფრო მარტივია მკურნალობა. სგგდ ტესტის ფასი კვლევის მოცულობაზეა დამოკიდებული. ზუსტ ინფორმაციას უროლოგიური ჰაბის გუნდი კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით მოგაწვდით. თუ გამოცდილი უროლოგი გჭირდებათ, ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ. ჩვენთან ასევე ხელმისაწვდომია ბავშვთა უროლოგი, ხოლო თუ უროლოგი ბათუმში ან უროლოგი ქუთაისში გესაჭიროებათ, ჩვენი კლინიკა რეგიონებშიც აქტიურად მუშაობს და ფილიალები სხვადასხვა ქალაქში აქვს.
მკურნალობის მეთოდები
სგგდ დიდი ნაწილი მკურნალობას ექვემდებარება. ბაქტერიული ინფექციები, როგორებიცაა ქლამიდია, გონორეა, სიფილისი, სწორად შერჩეული ანტიბიოტიკით იკურნება. პარაზიტული ინფექცია, ტრიქომონიაზი, ასევე მკურნალობას ექვემდებარება. ვირუსული ინფექციები კი, როგორიცაა ჰერპესი ან პაპილომავირუსი, სრულად ვერ გამოიდევნება, თუმცა თანამედროვე მედიცინა სიმპტომებს აკონტროლებს და გართულების რისკს ამცირებს. მკურნალობა თვითნებურად, ინტერნეტში ნაპოვნი სქემით ან ნაცნობის რჩევით არ ტარდება. არასწორად შერჩეული ან ნახევრად დასრულებული კურსი ინფექციას მდგრადს ხდის და შემდგომ მკურნალობას ართულებს.
მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია მამაკაცში პროსტატიტსა და უშვილობას იწვევს, ქალში კი მენჯის ანთებით დაავადებასა და ნაყოფიერების პრობლემას. პაპილომავირუსის ცალკეული ტიპები წლების შემდეგ ონკოლოგიურ დაავადებამდე მიდის. როცა ინფექცია გართულებაში გადადის და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, ცენტრში ხელმისაწვდომია პროსტატის დაავადებების ინოვაციური მკურნალობა რობოტული ქირურგიით. მინიმალურ ინვაზიური მიდგომა ჩარევის მოცულობას ამცირებს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე ეხება ისეთ სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა შარდის ბუშტის კიბო, ჩვენი გუნდის გამოცდილება გადამწყვეტია. ერთი წესი უცვლელია: სგგდ მკურნალობისას პარტნიორიც უნდა შემოწმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობა ფუჭია.
რატომ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი?
სგგდ დიაგნოსტიკა და მკურნალობა კომპლექსური პროცესია, სადაც შედეგის სწორი წაკითხვა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა გამოცდილებას მოითხოვს. ცენტრის უროლოგები, ონკოლოგები და ქირურგები ერთ სივრცეში მუშაობენ, რაც პაციენტს ზედმეტი მიმართვებისა და ლოდინის გარეშე სრულ სერვისს სთავაზობს. ცენტრი ხუთი ფილიალით ფუნქციონირებს: თბილისში ორ ლოკაციაზე, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ეს ნიშნავს, რომ გამოცდილ სპეციალისტთან მისვლა დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებშიც შესაძლებელია. ცალკე აღსანიშნავია ცენტრის გამოცდილება რთულ უროლოგიურ შემთხვევებში. კავკასიაში რობოტულ ქირურგიაში ყველაზე დიდი პრაქტიკა და პროსტატის კიბოს უნიკალური სკრინინგი იმ დონის დიაგნოსტიკაზე მიუთითებს, რომელიც სგგდ გართულებების დროულ ამოცნობაშიც ეხმარება პაციენტს.
პრევენცია და შემდგომი მოვლა
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია საკონტროლო ანალიზი, რომელიც ინფექციის სრულ განკურნებას ადასტურებს. ზოგ შემთხვევაში ექიმი გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახალ ტესტს ნიშნავს, რათა დარწმუნდეს, რომ ინფექცია არ დაბრუნებულა და სრულად დამარცხდა. პრევენცია მარტივ, მაგრამ თანმიმდევრულ ჩვევებს ეყრდნობა: ბარიერული დაცვის გამოყენება, პარტნიორთან გულწრფელი საუბარი ჯანმრთელობაზე, პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეგულარული სგგდ სკრინინგი.
განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციას ეთმობა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე კეთდება, თუმცა სარგებელი მოგვიანებით ჩატარებასაც მოაქვს. ეს ერთადერთი პრევენციული ნაბიჯია, რომელიც კონკრეტული ინფექციისგან და მისგან გამოწვეული ონკოლოგიური რისკისგან ადამიანს წინასწარ იცავს. სგგდ არც სამარცხვინო და არც იშვიათი დაავადებაა. ის ჯანმრთელობის ისეთივე საკითხია, როგორც ნებისმიერი სხვა. თუ რისკის ქვეშ ხართ ან სიმპტომი შეამჩნიეთ, ნუ დაელოდებით “სწორ” დროს.
- 50 წელს ზემოთ- ყველა მამაკაცისთვის
- 45 წლიდან – თუ ოჯახში ერთ მამაკაცს მაინც აღენიშნებოდა პროსტატის სიმსივნე
ინდივიდუალური კონსულტაციისა და კვლევის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 322 23 40 23.



