გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი სამედიცინო აპარატურა

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია

08/06/2026
რუბრიკა სამედიცინო აპარატურა, უროლოგიური ჰაბი
მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ფასი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ანუ MRT კვლევა, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული სადიაგნოსტიკო მეთოდია. მისი გამოყენება ერთ კონკრეტულ დარგს არ ეხება. ეს უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელსაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში ეყრდნობიან. MRT-ის ძირითადი უპირატესობა ის არის, რომ ის ადამიანის ორგანიზმს რადიაციის გარეშე სწავლობს. მისი პრინციპი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების გამოყენებაზეა დაფუძნებული, რაც მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ბავშვებში, ორსულებსა და იმ პაციენტებში, ვისთვისაც რადიაციული დატვირთვა სასურველი არ არის.

სად გამოიყენება MRT კვლევა?

MRT გამოიყენება ნევროლოგიაში, ონკოლოგიაში, ქირურგიაში, გინეკოლოგიასა და უროლოგიაში. კვლევა ქმნის შინაგანი ორგანოების, ქსოვილებისა და ნერვული სტრუქტურების სრულ, სამგანზომილებიან სურათს ისეთი სიზუსტით, რომელიც სხვა მეთოდების საშუალებით ხშირად მიუწვდომელია. 

MRT-ის გამოყენების სფერო ფართოა. სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციაში ის ასახავს ისეთ ცვლილებებს, რომელთა გამოვლენა ულტრაბგერითა თუ კომპიუტერული ტომოგრაფიით ან სრულად შეუძლებელია, ან ნაკლებად ზუსტია. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები MRT-ს პირველი რიგის კვლევის სტატუსს ანიჭებენ მრავალი პათოლოგიის შეფასებისას.

თავის ტვინის MRT კვლევა ნევროლოგიური ცვლილებების, სიმსივნეების, ინსულტის შედეგებისა და სხვა სტრუქტურული დარღვევების შეფასებისთვის გამოიყენება. სწორედ ეს კვლევა ეხმარება სპეციალისტს, კლინიკური სიმპტომები ვიზუალურ სურათთან დააკავშიროს და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება მიიღოს. თავბრუსხვევა, ხშირი თავის ტკივილი, მეხსიერების პრობლემები ან მხედველობის ცვლილებები ხშირ შემთხვევაში სწორედ თავის ტვინის MRT-ის საშუალებით ხდება ახსნადი.

ხერხემლის, სახსრებისა და კუნთოვანი სისტემის შეფასებისთვის MRT ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული კვლევაა. ამ შემთხვევებში მისი სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა მეთოდები ხშირად ვერ ასახავს რბილ ქსოვილებში, კერძოდ, ხრტილებსა და ლიგამენტებში, არსებულ ცვლილებებს. სპორტული ტრავმებიდან დაწყებული, დეგენერაციული დაავადებებით დამთავრებული, კუნთოსახსრული MRT-ის ინდიკაციები ფართოა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მუცლის ღრუს ორგანოების კვლევაშიც MRT გამოიყენება, მაგრამ ამ შემთხვევებში კლინიკური სიტუაცია განსაზღვრავს, MRT-ის ჩატარება, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ან ულტრაბგერასთან შედარებით, გამართლებულია თუ არა. ექიმი, ყველა შემთხვევაში, ირჩევს იმ კვლევას, რომელიც კონკრეტულ კლინიკურ სურათს ყველაზე სრულად ასახავს. სწორი კვლევის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კვლევის ჩატარება.

მრტ კვლევა

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ურო-ონკოლოგიაში

ურო-ონკოლოგიური კვლევების კონტექსტში MRT-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროსტატის კიბო, კანის კიბოს შემდეგ, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ონკოლოგიური დაავადებაა. ადრეული გამოვლენა, ანუ სწორი დიაგნოსტიკა სიმსივნის გავრცელებამდე ყველაზე სწორი არჩევანია. 

პროსტატის კიბოს საეჭვო შემთხვევებში MRT კვლევა 91%-ის სიზუსტით ავლენს სიმსივნური ცვლილებების ნიშნებს. ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა MRT-ს გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია, რაც კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ურო-ონკოლოგიური დიაგნოსტიკა არ შეიძლება, მხოლოდ ერთ კვლევაზე იყოს დამყარებული. 

კვლევა ინტრავენური კონტრასტის შეყვანას საჭიროებს, რამაც ალერგიული რეაქცია ან თირკმლის ფუნქციის გაუარესება შეიძლება, გამოიწვიოს. ლითონის იმპლანტების მქონე პაციენტებში კვლევა ჩვეულებრივ ვერ ტარდება. MRT-ის დროს პაციენტი შეზღუდულ სივრცეში ხანგრძლივ დროს ატარებს, რაც კლაუსტროფობიის ან ზურგის ტკივილის შემთხვევაში პრობლემურია.

სწორედ ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი პაციენტს ინდივიდუალური კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე სადიაგნოსტიკო მიდგომას სთავაზობს. ჩვენი ექიმები პაციენტთან ერთად განიხილავენ, რომელი კვლევა გვაძლევს მეტ ინფორმაციას ნაკლები ჩარევით.

MRT და Fusion ბიოფსია – ორი მეთოდი, ერთი მიზანი

პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა MRT-ით ყოველთვის საკმარისი არ არის. ამ მიზეზით ცენტრში Fusion ბიოფსია დაინერგა. ეს არის მეთოდი, რომელიც MRT-ისა და მიკრო-ულტრაბგერა 29 MHz-ის მონაცემებს ერთ სამიზნე სურათში აერთიანებს. ამ კომბინაციით ბიოფსიური მასალა კონკრეტული, საეჭვო კერიდან იღება, და არა გაბნეულად, ზოგადი პრინციპით, რაც კვლევის სიზუსტეს მკვეთრად ზრდის.

Fusion ბიოფსიის მნიშვნელობა განსაკუთრებით იმ შემთხვევებში ჩანს, სადაც სტანდარტული ბიოფსია უარყოფით შედეგს გვაძლევს, მაგრამ კლინიკური სურათი ან PSA-ს მაჩვენებელი სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს. ამ კონტრადიქციის გადასაჭრელად სწორედ სამიზნე ბიოფსია გამოიყენება. MRT-ით გამოვლენილი საეჭვო ზონა ბიოფსიისას ზუსტ სამიზნედ გვევლინება.

მიკრო-ულტრაბგერა 29 MHz ცალ-ცალკეც მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ ულტრაბგერასთან შედარებით, ის 300%-ით გაუმჯობესებულ გამოსახულებას იძლევა, MRT-სთან შედარებით კი – 5-6-ჯერ სწრაფია, ბიოფსიის დროს სამიზნე კერაზე ლაივ-რეჟიმში ნავიგაციას შესაძლებელს ხდის. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი ნაკლებ დროს ატარებს პროცედურა, ნაკლებ სტრესს განიცდის და შედეგი ისევე სანდოა. 

ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ექიმს შეუძლია, ყველაზე მიზნობრივი სადიაგნოსტიკო გზა შეარჩიოს MRT-ით, მიკრო-ულტრაბგერით ან ამ ორის კომბინაციით. ქარაზანაშვილის რობოტული ქირურგიის ცენტრი კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ერთადერთი კლინიკაა, სადაც მიკრო-ულტრაბგერა 29 MHz ხელმისაწვდომია.

MRT კვლევის ფასი და ხელმისაწვდომობა

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება კვლევის ტიპზე, კონტრასტის გამოყენების საჭიროებასა და კლინიკურ მოთხოვნებზეა დამოკიდებული. ვინაიდან ეს მაჩვენებელი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, ზუსტი ინფორმაციისთვის ჩვენი გუნდი კონკრეტულ კითხვებზე პასუხობს.

ცენტრი ექვსი ფილიალით ფუნქციონირებს – თბილისში სამ ლოკაციაზე, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ეს ნიშნავს, რომ ერთი სტანდარტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხელმისაწვდომია. ჩვენი ფილიალები განთავსებულია ისე, რომ სახლიდან გამგზავრება და კვლევის ჩატარება ერთ დღეში, მინიმალური ორგანიზებით იყოს შესაძლებელი.

მრტ ფასი

როგორ უნდა მოემზადოთ MRT კვლევისთვის

MRT-ისთვის მომზადება კვლევის ტიპზეა დამოკიდებული. მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოების MRT ჩვეულებრივ 4-6 საათით კვების აკრძალვას საჭიროებს – ეს ნაწლავების გაზებს ამცირებს და გამოსახულების ხარისხს აუმჯობესებს. თავის ტვინის MRT კვლევა, პრაქტიკაში, სპეციალური წინასწარი მომზადების გარეშე ხშირად ტარდება, თუმცა ყოველ პაციენტს ინდივიდუალური ინსტრუქცია ეძლევა.

ლითონის ნივთები – სამკაულები, სათვალეები, სამაგრები, კვლევამდე უნდა მოიშოროთ, ვინაიდან MRT ძლიერ მაგნიტურ ველს იყენებს. ლითონის იმპლანტების, კარდიოსტიმულატორის ან სხვა მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ექიმს კვლევამდე უნდა მიეწოდოს. ამიტომ, კვლევაზე რეგისტრაციის დროს ჩვენი გუნდი ყველა შესაბამის კითხვას დასვამს, რათა მომზადების პროცესი სრულყოფილი იყოს.

კვლევაზე მოსვლამდე სასარგებლოა ექიმის მიმართვა ან ადრე გაკეთებული სადიაგნოსტიკო შედეგების წარმოდგენა. ეს სპეციალისტს კვლევის სრული კლინიკური კონტექსტის შეფასებაში ეხმარება და ზედმეტი, განმეორებითი კვლევების ალბათობას ამცირებს. 

გუნდი, რომელიც კვლევის შედეგს კლინიკურ გეგმად აქცევს

MRT კვლევა ცალკე, განყენებულად არ ფასდება. მისი შედეგი კლინიკური სურათის ნაწილია, რომელიც ექიმის ინტერპრეტაციას საჭიროებს. “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” ჩვენი ექიმები, უროლოგები, ონკოლოგები, ქირურგები, სადიაგნოსტიკო მონაცემებს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმასთან აკავშირებენ.

კომპლექსური შემთხვევებში სპეციალისტები კონსილიუმს მართავენ, სადაც მკურნალობის სტრატეგია ერთობლივად დგება. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შარდის ბუშტის კიბო ან სხვა ონკოლოგიური შემთხვევა ერთი სპეციალობის ფარგლებს სცდება. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.  ეს ცენტრის მუშაობის პრინციპია.

სადიაგნოსტიკო სერვისების გარდა, ცენტრში ხელმისაწვდომია რობოტული ქირურგია, პროსტატის ადენომის მკურნალობა და დარტყმით-ტალღოვანი თერაპია. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთი გუნდის კოორდინაციითაა შესაძლებელი და დამატებითი კონსულტაციები აღარ სჭირდება.

გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი კავკასიაში რობოტულ ქირურგიაში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კლინიკაა. 2 წელზე ნაკლებ დროში 300-ზე მეტი ურთულესი რობოტული ოპერაცია, სადიაგნოსტიკო სერვისების სრული სპექტრი და გუნდი, რომელიც კომპლექსური შემთხვევების მართვაშია გამოცდილი სწორედ ამაზე მიუთითებს. ინდივიდუალური კონსულტაციისა და კვლევის დასაჯავშნად მოგვმართეთ ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+ 995) 322 23 40 23.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

შარდ-კენჭოვან დაავადებაზე საუბრობს ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ექიმი უროლოგი ნიკა გაგოშიძე

შემდეგი სტატია

უნიკალური და ექსკლუზიური ოპერაცია, რომელიც კავკასიაში მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ტარდება.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაცია | პროფ. გურამ ქარაზანაშვილი | BMG-ში
სიახლეები

პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაცია | პროფ. გურამ ქარაზანაშვილი | BMG-ში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

როდის მივმართოთ უროლოგს
უროლოგიური ჰაბი

როდის უნდა მივმართოთ უროლოგს?

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაცია | პროფ. გურამ ქარაზანაშვილი | BMG-ში
სიახლეები

პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაცია | პროფ. გურამ ქარაზანაშვილი | BMG-ში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!

BBC საუბრობს რუთ- ზე – ინოვაციურ მეთოდზე, რომელიც უკვე 5 წელია ჩვენს კლინიკაში წარმატებით გამოიყენება.
სიახლეები

BBC საუბრობს რუთ- ზე – ინოვაციურ მეთოდზე, რომელიც უკვე 5 წელია ჩვენს კლინიკაში წარმატებით გამოიყენება.

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი