ლაპარასკოპია ქირურგიული ჩარევის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც მასშტაბური ოპერაციები სხეულზე დიდი განაკვეთის გაკეთების გარეშე ტარდება. ლაპარასკოპიული მეთოდის უპირატესობებია:
- სწრაფი რეაბილიტაცია – პაციენტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, წოლით რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას.
- უმნიშვნელო ჭრილობები
- პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა
- ოპერაცია ვიდეოკონტროლით
- პაციენტის სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო – პაციენტი მესამე-მეოთხე დღეს ეწერება საავადმყოფოდან. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, წოლით რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში თირკმლის კიბოს დროს კეთდება ლაპარასკოპიული ნეფრექტომია.(დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა) ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც რადიკალურად, – იკვეთება თირკმელი, ცხიმოვანი კაფსულა და შარდსაწვეთი – ისე დამზოგველი მეთოდიკითაც. ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად სიმსივნის ადრეულ სტადიაზე. გამოიყნება მაშინ როცა პროცესი მეზობელ ორგანოებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული. მაშინ როდესაც შეუძლებელია პაციენტისთვის თირკმლის ამოკვეთა, რადგან მეორე თირკმელს არ შეუძლია, აიღოს მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქცია. დამზოგველი ოპერაციისას იკვეთება თირკმლის მხოლოდ ნაწილი.
BMC Nephrology-ს მიმოხილვა და სისტემური ანალიზი მოწმობს, რომ თირკმლის მცირე ზომის სიმსივნის დროს ნაწილობრივი ლაპარასკოპიული ნეფრექტომია, რომელიც სრულდება თირკმლის სისხლძარღვების გადაკვანძვის გარეშე და არა გადაკვანძვით, უკეთ ინარჩუნებს თირკმლის ფუნქციას ოპერაციის შემდგომ.
სტატია ატვირთულია 2023 წელს.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]




