ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებაა და მას ყოველთვის არ ახლავს თან ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესის დარღვევა.
არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური ცვლილების ორი სახეობა. ერთ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს. მას ტოქსიურ ჩიყვს უწოდებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შემცირებულია, ანუ ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
მედიკოსები მას ჰიპოთეოზს ანუ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას უწოდებენ.
ის შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯირკვალში, რომელიც პათოლოგიურად აქტიურია, რომლის აქტივობა პათოლოგიურად დაქვეითებულია ან რომლის ფუნქცია სრულიად ნორმალურია. როდესაც ლაპარაკია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც სტრუქტურულ (ულტრასონოგრაფიულ), ასევე ფუნქციურ (ჰორმონულ) კვლევებს. შედეგების ერთიანობაში განხილვის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.
რისკ ფაქტორები
ჩიყვი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ უფრო ხშირია ქალებში და 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
მისი რისკ ფაქტორები მოიცავს:
- სქესს – ქალებს უფრო დიდი ალბათობით ემართებათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და შესაბამისად უვითარდებათ ჩიყვი
- ასაკს -ჩიყვის განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად
- იოდის ნაკლებობას კვების რაციონში
- ორსულობას და მენოპაუზას – გაურკვეველი მიზეზებით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების რისკი იზრდება ორსულობის დროს და მენოპაუზის შემდეგ
- წამლებს – ზოგიერთი ტიპის წამლები, როგორიცაა ლითიუმი და იმუნოსუპრესანტები ზრდიან რისკს
- გამოსხივებას (რადიაციას) – დასხივებითი მკურნალობა ყელის ან მკერდის არეში, ან ზოგადად გამოსხივებასთან ექსპოზიცია ასევე ზრდიან რისკებს.
ჩიყვის აღმოჩენის შემდეგ უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი დაავადება, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ჰორმონალური გამოკვლევების დახმარებით.
ჩიყვის მკურნალობის გზები
ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
- თერაპიული მკურნალობა
- ქირურგიული ჩარევა – მიზანშეწონილია: თუ ჩიყვი კვანძოვანია, თუ კვანძის ზომა 1,5 სმ-ს აღემატება (ამ ზომის კვანძი მედიკამენტურ მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება), თუ ჩიყვი დიფუზურად გადიდებულია, ან თირეოტოქსიკოზის კომპენსაცია მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის „ჩიყვის“ მკურნალობის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს! დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23




