გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

კენჭის დაშლა უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” 

კენჭის დაშლა
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish
კენჭის დაშლა ულტრათანამედროვე მეთოდით. შარდ-კენჭოვანი  დაავადების  მკურნალობის  ყველაზე  ეფექტური,  უმტკივნეულო და სრულყოფილი მეთოდი გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში!
კენჭის  დაშლა  ავტომატური  დამიზნებით  შარდ-კენჭოვანი დაავადების  მკურნალობის  თანამედროვე ეფექტური მეთოდია.
“ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში”  კენჭების დაშლა ხდება უახლესი მოდელის  სრულყოფილი ლითოტრიპტერით   MODULITH  SLX-F2 (კენჭის დამშლელი აპარატი).
MODULITH  SLX-F2 არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული მოწყობილობა, დაპატენტებული შვეიცარიული კომპანია შტორცის მიერ (STORZ  MEDICAL), რომელიც ლიდერია ენდოსკოპიურ ქირურგიაში.
სწორედ  ამ  ცნობილი  ბრენდის (STORZ  MEDICAL)  უახლესი მოდელის  ლითოტრიპტერით   საქართველოშიცაა   შესაძლებელი  კენჭის  დაშლა!
ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  ეს მოწინავე ტექნოლოგიაცაა  დანერგილი!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

მაინც  რითია  ეს  მოწყობილობა  განსაკუთრებული და  რატომ არის მაღალეფექტური ამ აპარატით კენჭის დაშლა?

 

  • MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერს გააჩნია  დარტყმითი ტალღების გენერირების ცილინდრული წყარო, ე.წ გენერატორი, რომელიც  წარმოადგენს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიას ლითოტრიპსიაში. STORZ  MEDICAL-ი არის მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელსაც შემუშავებული და დაპატენტებული აქვს დარტყმითი ტალღების გენერირების საკუთარი  ცილინდრული წყარო. მისი მოწინავე  გენერატორის  ფასეულობა  დიდ დიამეტრშია (30 სმ-ის ტოლია). ეს ნიშნავს , რომ აღნიშნული  გენერატორი უფრო დიდ ფართზე ებჯინება სხეულს, დიდი დიამეტრის ტალღებს გენერირებს და ფართო ზედაპირიდან უშვებს მათ სხეულში. რაც უფრო  დიდი  დიამეტრის ტალღები შედის სხეულში და დიდ ფართზე ნაწილდება დარტყმითი ენერგია ქსოვილებში, მით უფრო უმტკივნეულო და ნაკლებტრავმულია პროცედურა. ამგვარად, MODULITH SLX-F2 ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა კენჭების  დამშლელ  აპარატებს  შორის!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად  შეღწევის  უნარითაც  გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს  13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ  MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად  მნიშვნელოვანია  დიდი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე  პაციენტებისათვის. ამგვარად,  ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება  ღრმად მდებარე კენჭებზე, ამ უკანასკნელთა ეფექტურად დაშლა-დანაწევრებისათვის. 18 სმ-ი სიღრმის ფოკუსს ექსპერტები ახალ მსოფლიო  რეკორდად  განიხილავენ  ლითოტრიპსიაში!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, სხვა აპარატებისაგან  განსხვავებით,  გააჩნია ნანოტექნოლოგიებით  შექმნილი უნიკალური მემბრანა. მემბრანის ერთ მხარეს წვება პაციენტი, მეორე მხარეს კი  გენერატორი ებჯინება. გენერატორის ეფექტურობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, საზოგადოდ, ტალღების უდანაკარგოდ გავრცელებაა. ყველაზე დიდი დანაკარგი გენერატორიდან სხეულზე გადასვლის ადგილზე მოდის.  ამ დანაკარგის ასარიდებლად, ტრადიციული აპარატებით კენჭის დაშლის პროცედურამდე, ჩვეულებრივ, პაციენტის სხეულსა და გენერატორის ზედაპირზე  სპეციალურ გელს უსვამენ.  საყურადღებოა, რომ გელი ყოველთვის სრულად  ვერ ავსებს ადამიანის სხეულსა და გენერატორს  შორის არსებულ სივრცეს. მეტიც, დატანილ გელში განვითარებული ჰაერის ბუშტუკები სიჩქარეს უკარგავს დარტყმით ტალღებს. ამ უკანასკნელთა შეღწევა სხეულში და საბოლოოდ  ფოკუსირება  დასაშლელ კენჭებზე რამდენადმე სუსტდება. მაშინ როცა,  STORZ  MEDICAL-ის  ლითოტროპტერი  ამ  ფაქტორითაც მეტად დახვეწილი  და  მაღალეფექტურია.  სხვა აპარატებისაგან განსხვავებით მას აქვს ნანოტექნოლოგიებით შექმნილი  უნივერსალური   მემბრანა, რომელიც  ცილინდრული წყაროს მიერ გენერირებული ტალღების  სხეულში უდანაკარგოდ  შეღწევას  უზრუნველყოფს.  MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტორის მემბრანას მცირეოდენი წყლის დამატება სჭირდება  მხოლოდ. შეგახსენებთ, რომ  მსოფლიოში პირველი ლითოტრიპტერი, რომელიც 80-იან  წლებში შეიქმნა, წყლის აბაზანას მოიცავდა  ანუ  პაციენტებს კენჭების დასაშლელად წყალში აწვენდნენ. ეს სისტემა საკმაოდ  მოუხერხებელი იყო და მოგვიანებით  შეიცვალა კიდეც. ექსპერტთა შეფასებით, MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერი  ნანოტექნოლოგიის გზითა და უნივერსალური  მემბრანით  ერთგვარად  ძველ  მეთოდს აბრუნებს, ბევრად  კომფორტულ  და სრულყოფილ რეჟიმში.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, როგორც  ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას,  ვიზუალიზაციისა და დამიზნების უნივერსალური  სისტემები გააჩნია. ვიზუალიზაციის ფაქტორში STORZ  MEDICAL-ის აპარატს უდიდესი  გარღვევა და  პროგრესი აქვს, გააჩნია როგორც რენტგენული, ასევე  ექოსკოპიური  ნაწილი. სხვა აპარატებისგან განსხვავებით,  MODULITH  SLX-F2    ლითოტრიპტერში წარმოდგენილია რენტგენის ახალი ტიპი,  Flat Panel ტექნოლოგია, რომელიც რენტგენის შუალედურ სხივს პირდაპირ გამოსახულებად გარდაქმნის. შესაბამისად, ამ   ტექნოლოგიით რენტგენოუხილავი კენჭებიც  კი  ხილული  ხდება. უმაღლესი  ხარისხის  ვიზუალიზაციას  ემატება ავტომატურად დამიზნების უნივერსალური რეჟიმი, რომელიც არ არის დამოკიდებული სპეციალისტზე. ეს  ნიშნავს იმას, რომ  დარტყმითი ტალღები ავტომატურად  ფოკუსირდება   ნებისმიერი  ლოკალიზაციის  კენჭებზე  და  შლის  იმ  კონგრემენტებსაც, რომელთა დანაწევრება  სხვა აპარატებით  შეუძლებელია.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს გააჩნია ვიზუალიზაციის  უაღრესად დახვეწილი ექოსკოპიური  ნაწილი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოუხილავი კენჭების გამოვლენა-დაშლაში. STORZ  MEDICAL-ის ამ უახლესი ტექნოლოგიით წარმატებით მკურნალობენ ბავშვებს, ორსულებსა და იმ პირებს, რომელთა  რენტგენოლოგიური  დასხივებაც  არასასურველია. აპარატის  ექოსკოპიური  სისტემა  შეუცვლელი და  მნიშვნელოვანია   ინტრაპროცედურული  მონიტორინგისთვის, კენჭების დაშლის    პროცესისა და სხვა მანიპულაციების   სრულად  გაკონტროლების  საშუალებას  იძლევა. MODULITH  SLX-F2  აპარატისაგან  განსხვავებით  ეს შესაძლებლობა სხვა ლითოტრიპტორებს არ გააჩნიათ!
და ბოლოს,  MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერი მხოლოდ კენჭების დასაშლელად მოწოდებული  განსაკუთრებული  აპარატი  როდია!
ეს არის შარდკენჭოვანი დაავადების მულტიმოდალური თერაპიისათვის განკუთვნილი უნივერსალური სამუშაო სადგური. ერთგვარი  ენდოსკოპიური  საოპერაციო,  აღჭურვილი  ფართო  სპექტრის ენდოუროლოგიური და დიაგნოსტიკური  შესაძლებლობებით,  ერთ სივრცეში სრულყოფილად  ინტეგრირებული   სამანიპულაციო  სისტემებით. ორი დიდი მონიტორით, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოსახულებებისთვის, კომპაქტური და კომფორტული სამანიპულაციო, სადაც შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით  განხორციელდეს:
  • ტრანსურეთრული რეზექცია;
  • რენტგენოდიაგნოსტიკა (პიელოურეთეროგრაფია, ცისტოგრაფია);
  • ურეთერორენოსკოპია, კენჭების ლაზერული დაშლით;
  • პერკუტანული ნეფროლითოტომია;
  • ცისტოსკოპია;
  • სტენტირება.
“ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  შარდკენჭოვან  დაავადებას  მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით მკურნალობენ!



 

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: დისტანციური ლითოტრიფსიაკენჭის დაშლა
წინა სტატია

თირკმლის კიბოს ლაპარასკოპიული მკურნალობა

შემდეგი სტატია

რა არის ქიმიოთერაპია?

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა
პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

ლითოტრიფსია — თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა
თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი