გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი კომპიუტერული ტომოგრაფია

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?

04/08/2026
რუბრიკა კომპიუტერული ტომოგრაფია, სიახლეები
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:EnglishРусский

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – ეს არის მედიცინაში გამოსაყენებელი უახლესი სადიაგნოსტიკო ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ექიმებს ადამიანის სხეულის შიდა სტრუქტურების დეტალურად შესწავლაში. CT სკანერი ქმნის სხეულის შიდა ორგანოებისა და ქსოვილების ორმაგ გამოსახულებას.

რა ინფორმაციას აძლევს კომპიუტერული ტომოგრაფია ექიმსა და პაციენტს?

კომპიუტერული ტომოგრაფია (CТ) ექიმებს ეხმარება მიიღონ დეტალური ინფორმაცია შინაგან ორგანოებზე, ქსოვილებსა და ძვლებზე. ის საშუალებას იძლევა დიაგნოსტირდეს ფართო სპექტრის დაავადებები, შეფასდეს დაზიანების დონე და მკურნალობის ეფექტურობა. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი ფოკუსირებს უროლოგიური პრობლემებისა და ონკოლოგიის მქონე პაციენტებზე, ამიტომ კომპიუტერული ტომოგრაფიის ვიზიტზე ჩვენი პაციენტების მთავარი მიზეზებია:

  • მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოების კვლევა (ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკა, აპენდიციტი, პანკრეატიტი);
  • თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების გამოვლენა;
  • პრობლემების გამოვლენა ნაწლავებში, ღვიძლში, ელენთაში ან პანკრეასში;
  • სიმსივნეების გამოვლენა (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკა,სიმსივნის ზომის, ფორმისა და მდებარეობის შეფასება, მეტასტაზების გამოვლენა სხვა ორგანოებში).

ჩვენთან ხშირად მოდიან მკურნალობის მონიტორინგისთვის, რაც გულისხმობს:

  • ქიმიო ან რადიაციული თერაპიის ეფექტურობის კონტროლს;
  • ქირურგიული ჩარევების შედეგების შეფასებას;
  • ორგანიზმის მდგომარეობის ცვლილებების მონიტორინგს დროთა განმავლობაში.

CТ ასევე საშუალებას იძლევა კვლევები ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როცა სხვა მეთოდები, როგორიცაა რენტგენი ან ულტრაბგერითი გამოკვლევა, არასაკმარისად ინფორმაციულია.

აპარატის მონაცემები და უპირატესობები

ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დაგხვდებათ Toshiba AQUILION PRIME 302a 160 slices — ეს არის მესამე თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელსაც 160 შრე აქვს. ეს მას სხვა ტომოგრაფებთან შედარებით რიგ უპირატესობებს ანიჭებს, ესენია:

  • მაღალი გარჩევადობა, რომელიც უზრუნველყოფს 0.1-0.3 მმ სიზუსტეს.
  • სკანირება 2-3-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ერთ ბრუნვაზე აპარატი 160 შრეს ერთდროულად ასკანირებს, რაც ასევე 75%-ით ამცირებს პაციენტის დასხივების დოზას.

ბევრი პაციენტი მოდის კლაუსტროფობიის პრობლემით, მაგრამ ამ მოდელს აქვს ფართო გვირაბი, რაც სკანირების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

როგორ მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურა?

კომპიუტერული ტომოგრაფიის (CТ) პროცედურა ჩვეულებრივ მარტივი და ხანმოკლეა.
პაციენტები უმეტესად ექიმის დანიშნულებით მოდიან, რაც გადამღებ-ტექნოლოგს აძლევს საშუალებას აირჩიოს სკანირების იდეალური პროტოკოლი კონკრეტული მოთხოვნისთვის.
ხანდახან ორგანოების უკეთ დასანახად გამოიყენება კონტრასტული ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ვენაში (ინტრავენურად) ან პირის ღრუში (პერორალურად).

პროცედურის დროს, თქვენ გთხოვენ დაწვეთ სპეციალურ მაგიდაზე, რომელიც აპარატში (ტომოგრაფში) გადაადგილდება. დაწოლილი უნდა იყოთ უძრავად, რადგან მოძრაობა გამოსახულების ხარისხს აუარესებს. მედპერსონალი ტომოგრაფს ისე დააყენებს, რომ თქვენი სხეულის კონკრეტულ ზონაზე ფოკუსირდეს. კაბინეტში მხოლოდ მაგიდა და ტომოგრაფი დარჩება, ხოლო ექიმები მეზობელი ოთახიდან დააკვირდებიან პროცესს შუშის მიღმა. აპარატი მუშაობას დაიწყებს, რენტგენული სხივების წყაროს თქვენს სხეულზე შემოტარებით. შეიძლება მოისმინოთ სუსტი ხმაური ან წკაპუნი. ხანდახან მიიღებთ მითითებებს, მაგალითად: “არ გაინძრეთ“ ან “შეიკავეთ სუნთქვა“ (თუ გულმკერდისა ან მუცლის გამოკვლევა მიმდინარეობს).

შემდეგ, გამოსახულებები გადაეცემა დამუშავებისთვის. რადიოლოგი (ექიმი, რომელიც სპეციალიზდება CТ-გამოსახულებების ინტერპრეტაციაზე) შეისწავლის მათ და გადასცემს შედეგებს თქვენს მკურნალ ექიმს. შედეგები, როგორც წესი, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე მზადდება.

პროცედურის ხანგრძლივობა

  • ჩვეულებრივი CТ: 5–10 წუთი;
  • CТ კონტრასტით: 20–40 წუთი, კონტრასტული ნივთიერების შეყვანის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (CТ) მუშაობს რენტგენული დასხივების საფუძველზე და მისი ჩატარება უნდა დაინიშნოს მკურნალი ექიმისგან, რომელიც აფასებს ყველა რისკს და სკანირების ჩატარებიდან მიღებულ სარგებელს. კომპიუტერული ტომოგრაფია (CТ) არ არის ყოვლისმომცველი კვლევა, ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი გამოკვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

კმაყოფილი პაციენტი ზაზა ფუტკარაძე

შემდეგი სტატია

რა არის რენტგენი და რისთვის გამოიყენება?

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სიახლეები

პროსტატის კიბო – დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტი – რობოტული ქირურგიით! საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში!
სიახლეები

რობოტული ქირურგიის განვითარების მწვერვალი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში
სიახლეები

პროსტატის კიბო | პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი BMG Drive-ში

რობოტული ქირურგია საქართველოში
სიახლეები

რობოტული ქირურგია საქართველოში – ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი