გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
  • გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ლაბორატორია
  • ფილიალები
    • დიღმის ფილიალი
    • ვაკის ფილიალი
    • ქუთაისის ფილიალი
    • ზუგდიდის ფილიალი
    • ბათუმის ფილიალი
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირი
  • ვიზიტის დაჯავშნა
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

საშვილოსნოს ყელის კიბო – მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბო | ფოტო
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე:РусскийEnglish

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. აღნიშნული ლოკალიზაციის სიმსივნე სიხშირის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

სპეციალისტთა განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების არიდება შეიძლება, რადგან ის უხშირესად წინამორბედი პათოლოგიების ფონზე ვითარდება. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ონკოლოგიურ პათოლოგიას მკურნალობა სჭირდება, რომ ავთვისებიანი წარმონაქმნი თავად არ გაიწოვება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან დროულად ვიზიტი და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს: ბრტყელუჯრედოვან კიბოს და ადენოკარცინომას.

შემთხვევათა 80-90 %-ში საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კიბოთი. დარჩენილ 10-20 % -ს ადენოკარცინომა შეადგენს.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომას ვირუსი. ამ აღმოჩენისთვის 2008 წელს ჰარალდ ცურ ჰაუზენს ნობელის პრემია მიენიჭა.

როდესაც დასახელებული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იჭრება, იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება მას. პაპილომა ვირუსის გარკვეული ქვეტიპები იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და მახვილწვერა კონდილომები. (კეთილთვისებიანი პათოლოგია)

სამედიცინო სტატისტიკით საშვილოსნოს ყელის კიბოს 90% -ზე მეტ შეთხვევაში ვლინდება ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ქვეტიპების (16 და 18) დნმ-ი. ვირუსით.

დასნებოვნებიდან სიმსივნური პათოლოგიის განვითარებამდე შეიძლება ათეული წელი გავიდეს. ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის კიბოსწინარე ცვლილებების (დისპლაზიის) აღმოჩენა და შესაბამისად, კიბოს ადრეული სტადიების გამოვლენა შესაძლებელია.

შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და ცერვიკალური არხიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით.

დიაგნოსტირების დასახელებული მეთოდის დანერგვის წყალობით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

პათოლოგიას გააჩნია სპეციფიკური და ზოგადი სიმპტომები.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • წონაში კლება, მადის დაქვეითება;
  • სისუსტე;
  • ტემპერატურის მომატება;
  • თავბრუხვევა;
  • ოფლიანობა;
  • კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე.

სპეციფიკური სიმპტომებიდან საყურადღებოა:

  • სისხლიანი გამონადენი საშოდან;
  • მუცლის ქვედა არის ტკივილი;
  • ქვემო კიდურებისა და სასქესო ორგანოების შეშუპება.
  • შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციის დარღვევა;
  • ანურია, შარდის შეკავება, ურემია;
  • შარდ-სასქესო სისტემის მძიმე ინფექციები.

ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სტადიები

  • 0 სტადია _ პრეინვაზიური კარცინომა (პათოლოგიის განვითარების დასაწყისი), სიმპტომები არ არის გამოხატული;
  • 1 სტადია _ ინვაზიური კარცინომა _ საშვილოსნოს ყელის კიბო, შემოფარგლული საშვილოსნოთი;
  • 2 სტადია _ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, გავრცელებული საკუთრივ საშვილოსნოზე, თუმცა, საშოს ქვედა მესამედში და მენჯის კედლებში ჩაზრდის გარეშე;
  • 3 სტადია _ სიმსივნე მენჯის კედლებზე ან საშოს ქვედა მესამედზე გავრცელებით;
  • 4 სტადია _ კიბო გავრცელებული კუდუსუნზე, ჩაზრდილი ნაწლავებში, შარდის ბუშტში, მეტასტაზების არსებობით.

მეტასტაზების ზომა ზოგჯერ 100 მმ-აც კი აჭარბებს. კიბო ძირითადად მეტასტაზირებს რეგიონალურ (ახლომდებარე) ლიმფურ კვანძებში, მენჯის ღრუს ცხიმოვან ქსოვილში, მსხვილი სისხლძარღვების მიმდებარედ და შორსმდებარე ორგანოებში, მათ შორის ფილტვებსა და პლევრაში, ღვიძლსა და სხვა შინაგან ორგანოებში.

მკურნალობა

სადღეისოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა მოიცავს სხივურ, ქირურგიულ და კომბინირებულ მეთოდებს.

სტანდარტულ ოპერაციას წარმოადგენს საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ამოკვეთა). ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად იმ პაციენტებთან, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს 1-2 სტატია აღენიშნებათ. ერთდროულად შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.

კომბინირებული მეთოდი, ჩვეულებრივ, გულისხმობს ორ კომპონენტს _ ქირურგიულსა და სხივურს. სხივურ თერაპიას პრაქტიკულად ყოველთვის მიმართავენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინვაზიური ფორმების დროს. მიმართავენ როგორც წონასაოპერაციოდ, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და სიმსივნის გავრცელების მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.


ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი  გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით

დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]

დაგვიკავშირდით

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც რობოტული ოპერაციები ტარდება.

  • ტელ.: (+995) 322 23 40 23
  • WhatsApp: (+995) 595 23 30 23
  • ელფოსტა: [email protected]
  • შემოგვიერთდით Facebook-ზე
  • შემოგვიერთდით Instagram-ზე
  • შემოგვიერთდით LinkedIn-ზე
ვიზიტის დაჯავშნა

დაჯავშნე ვიზიტი ექიმთან და მიიღე სასურველი მომსახურება წინასწარ ჩაწერის გზით. ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ვიზიტის დეტალებისა და პირობების თაობაზე.

ჩვენი ფილიალები

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ მოიცავს ხუთ ფილიალს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

  • თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
  • თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი: დანელიას ქუჩა N2
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N124
  • ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9
რობოტული ქირურგია

„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი“ პირველი რობოტული ქირურგიის ცენტრია კავკასიასა და საქართველოში, სადაც ტარდება ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები შარდ-სასქესო და მუცლის ღრუს ორგანოებზე.

Tags: საშვილოსნოს კიბო - დაავადებები
წინა სტატია

რა მნიშვნელობა აქვს ონკოუროლოგთა მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარებას ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ექიმებისთვის

შემდეგი სტატია

ვეზიკულიტი

პროსტატიტის სიმპტომები, ნიშნები და დიაგნოსტიკა
პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები: ნიშნები, მწვავე და ქრონიკული ფორმები, დიაგნოსტიკა

ლითოტრიფსია — თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა
თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლითოტრიფსია: თირკმლის კენჭების უოპერაციო დაშლა ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა
სიახლეები

ტექნოლოგიური ჯაჭვი ერთ სივრცეში – როგორ შეცვალა ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ქართული მედიცინის რეალობა

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.
სიახლეები

რობოტულ ქირურგიაში – ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოსა და კავკასიაში.

სარჩევი

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

    • ჩვენ შესახებ
      • კლინიკა
      • ჩვენი ექიმები
      • სამედიცინო აპარატურა
      • რობოტული ქირურგია
    • სერვისები
      • უროლოგიური ჰაბი
      • რობოტული ქირურგიის ცენტრი
      • გინეკოლოგიური ცენტრი
      • ონკოლოგიური ცენტრი
      • ქირურგიული ცენტრი
      • კომპიუტერული ტომოგრაფია
      • რენტგენდიაგნოსტიკა
      • მიკროულტრაბგერა
      • ლაბორატორია
    • ფილიალები
      • დიღმის ფილიალი
      • ვაკის ფილიალი
      • ქუთაისის ფილიალი
      • ზუგდიდის ფილიალი
      • ბათუმის ფილიალი
    • სიახლეები
    • სასარგებლო ინფორმაცია
      • სიმპტომები
      • დაავადებები
      • გამოკვლევები
      • მკურნალობის მეთოდები
    • გამოხმაურებები
    • კონტაქტი
    • უკუკავშირი
    • ვიზიტის დაჯავშნა
    შედეგები არ არის
    ყველა შედეგის ნახვა
    • EN
    • RU

    2026 © ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი